პერუმ ევროპაში, აშშ-ი, ჩილესა და არგენტინაში ლურჯის მოცვის ფასები ჩამოშლა

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ლურჯი მოცვის წარმოების გაზრდაზე. მაგრამ წარმოების ზრდის ის ტემპი, რომელიც ჩვენს რეგიონშია, არანაირად არ ედრება იმას, რაც ამჟამად სამხრეთ ამერიკაში შეიმჩნევა.

თავად განსაჯეთ _ უკრაინაში ლურჯი მოცვი 1500 ჰექტარზეა გაშენებული (ოფიციალური სტატისტიკა საერთო 600 ჰექტარია ნაჩვენები), ხოლო პერუში ყოველწლიურად 2000 ჰექტარი ლურჯი მოცვის პლანტაცია შენდება. (მსოფლიო ბაზარზე საქართველოს მაჯისცემა  საერთოდ არ იგრძნობა, არადა ჩვენ ამ მხირვ კარგი პერსპექტივა გვაქვს. )ამასთან პერუ არ არის ლურჯი მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი, იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ ჩილეს, როგორც ლურჯი მოცვის პლანტაციების, ისე წარმოების მოცულობით. 

ამის მიუხედავად პერუ სულ უფრო აფართოებს მსოფლიო ბაზარზე თავის ინოვაციურ ნიშას და ყოველ წელიწადს ჩილეს მსოფლიო ბაზრის „ლურჯი ქადის“ ყველაზე გემრიელ  ნაჭერს მიირთმევს, რადგან სწორედ შობა-ახალწლის სადღესასწაულო პერიოდში, როცა ახალ კენკროვნებზე დიდი მოთხოვნაა, ბაზარს საკმაო მოცულობის ლურჯ კენკრას აწვდის.  

პერუდან ახალი ლურჯი მოცვის ნაყოფის ექსპორტის წარმოუდგენლი ტემპის გათვალისწინებით, როცა ყოველწლიურად ერთნახევარ – ორჯერ ზრდის წარმოებას, ექსპორტიორებს სხვა გზა აღარ რჩებათ, კენკრაზე ფასები დააგდონ, რაც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა შემოსავლების შემცირებას იწვევს, როგორც ჩილეში, ისე პერუსა თუ სხვა ქვეყნებში.

ამასთან ერთად ფასების კლება მოცვზე მოთხოვნილების სწრაფ ზრდას იწვევს, რაც მწარმოებელთა შემოსავლებზეც აისახება და მათ ახალი პლანტაციების გაშენებისკენ უბიძგებს, რათა რეგიონის, ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის მდიდარი ბაზრების მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ, მაშინ როცა მათთან საკმაოდ ცივა საიმისოდ, რომ თავად აწარმოონ იგი.

ეს ფაქტორი მით უფრო საგულისხმოა როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ექსპორტიორებისთვისაც, რათა მათ ყურადღება გაამახვილონ ამ ტენდენციაზე, რადგან აქ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენება თანმიმდევრულად იზრდება, ხოლო კენკრის მსოფლიო ფასები ნეგატიური დინამიკით ხასიათდება

პერუს ლურჯი მოცვის წარმოების ასეთი თავბრუდამხვევი ტემპით ზრდა, როგორც PortalFruticola წერს, 2018 წლის ბოლო თვეებში აშშ-ში და ევროპაში ლურჯ მოცვზე ფასები მკვეთრად დაეცა.

PromPeru მონაცემებით პერუს ლურჯი მოცვის ექსპორტი გასული წლის ნოემბერში 60%-ით გაიზარდა და 54,5 ათას ტონას მიაღწია.

ჩილედან ლურჯი მოცვის ექსპორტი დეკემბრის მონაცემებით იგივე იყო, როგორც წინა სეზონზე _ 46,6 ათასი ტონა. ხოლო არგენტინიდან ექსპორტი, ამავე პერიოდში 8%-ით 14 800 ტონამდე შემცირდა, რაც პირდაპირ ფასების ვარდნით იყო გამოწვეული.

გასული წლის ნოემბერში ლურჯ მოცვზე ფასები 24%-ით, ხოლო დეკემბერში 31%-ით დაბალი იყო, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფასების შემცირება გრძელდება იანვრის პირველ კვირაშიც,  ფასები შედარებით 32% -დაბალია ვიდრე ერთი წლის წინათ.

ანალოგიური ვითარება შეიმჩნევა ფასების მხრივ მექსიკაში, რომელიც ასევე ზრდის ლურჯი მოცვის წარმოებას და ექსპორტს აშშ-ში.

ევროპაში 2018 წლის დეკემბერში ლურჯი მოცვის ფასები სამხრეთამერიკული ექსპორტის წყალობით საშუალოდ 26%-ით დაბალია იყო, ვიდრე წინა წელს.

პერუდან ევროპას და აშშ-სი ლურჯი მოცვის აგრესიული ექსპორტის გათვალისწინებით, ჩილელებმა უკვე დაიწყეს ევროპის ბაზარზე გადაწყობა.

პერუმ შარშან მოწეული ლურჯი მოცვის 51% აშშ-ში გაიტანა, შარშან ამ ბაზარზე ექსპორტის მოცულობა 44% იყო. ამავე პერიოდში ნიდერლანდებში, გასული წლის 26%-ის ნაცვლად, ექსპორტირებულია 22%.

ჩილემ აშშ-ში და კანადაში წარმოებული ლურჯი მოცვის 55% გაიტანა,  ერთი წლით ადრე კი ეს ამ ქვეყნებში ჩილეს ლურჯი მოცვის ექსპორტის მოცულობა 60% უტოლდებოდა.

სეზონური ფასების ფაქტორის  გასათვალისწინებელია ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლებისთვის. საქართველომ კლიმატური პირობების გათვალისწინებით აქცენტი, როგორც ჩანს, ისეთ ჯიშებზე უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი  სწორედ საშობაო და საახალწლო დღესასწაულების პერიოდში განხორციელდეს, რომ მან ღირსეული ადგილი დაიკავეს ამ მეტად მიმზიდველ ბაზარზე. 

საჭიროა მეზობელი ქვეყნების და მსოფლიო ბაზრების რეალური ანალიზი, რათა ქართველ ფერმერებს წარმოების სწორად დაგეგმა და ამ ბაზრებზე სწორი ორიენტირება გაუადვილდეთ, რათა რისკი რაც შეიძლება შეუმცირდეთ და მოგების მარჟა გაეზარდოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *