ფაროსანას წინააღმდეგ ყველა რესურსი და მეთოდი უნდა გამოვიყენოთ

   საქართველოში აზიური ფაროსანას მასობრივმა გავრცელებამ სერიოზული საშიშროება შეუქმნა სასოფლო სამეურნეო კულტურებს. ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილია 50-მილიონი ლარი, მობილიზებულია სათანადო ტექნიკა და შეძენილია ინსექტიციდები, თუმცა მის სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება.

საქართველოში აზიური ფაროსანას დაჩქარებული განადგურების მიზნით სხვა ღონისძიებებთან ერთად შესაძლებელია კარგი შედეგი გამოიღოს მოსახლეობის მატერიალური დაინტერესების პრინციპის გამოყენებას, რაც გულისხმობს შემდგეს:

დასახლებულ პუნქტებში სახელმწიფო ან ცალკეული კომპანიების დაფინანსებით სასურველია გაჩნდეს წარწერა ,,ვიბარებ ფაროსანას მაღალ ფასებში  _  1კგ  50ლარი,,… ეს ღონისძიება იმუშავებს მავნებლის იმაგოს ფაზაში, როდესაც პლანტაციებში მასობრივად არის გავრცელებული და განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ისინი სახლებს ან სხვა სათავსოებს აფარებენ თავს. ამ პერიოდში მოსახლეობა აქტიურად დაკავდება ფაროსანას შეგროვებით და ჩასაბარებელ პუნქტებში მათი რეალიზაციით. ამით მოსახლეობა მიიღებს ერთგვარ ფულად კომპენსაციას და მეორეს მხრივ თითოეული ფაროსანას განადგურებით მნიშვნელოვნად შევამცირებთ მათ პოპულაციას. შეგროვებული ფაროსანას მასა გამოყენებული უნდა იქნეს ბიოლოგიური სასუქების საწარმოებლად. ანალოგიური პრეცენდენტი გამოყენებული იყო გასული საუკუნის 50-60 წლებში, როდესაც ჩაის პლანტაციებში მასიურად გავრცელდა მავნე სარეველა ეკალღიჭი. მაშინდელი მეურნეობები იძულებუ;ლი გახდნენ თითოეული ძირი სარეველას ამოძირკვაში გადაეხადათ 5-კაპიკი. მოსახლეობა მასიურად ჩეება ამ ღონისძიებაში.

ჩვენდა მოულოდნელად იმედის ტელევიზიით (23 მარტი) გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას 1კგ. შეგროვება-განადგურებაში მოსახლეობას უნაზღაურებს 1000 რუბლს.

დავფიქრდეთ და გავთვალოთ რა შრომის საფასურად შეგვიძლია გადავარჩინოთ ქვეყანა ამ ვერაგი მავნებლისაგან. ამ პროცესში ბრძოლის ყველა მეთოდი და რესურსი უნდა იქნას გამოყენებული.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *