„ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენება მნიშვნელოვანია“

 გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, აგრარული უნივერსიტეტის ლ. ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის   ლაბორატორიაში  არსებულ  ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. 

„სოფლის მეურნეობის სექტორი  პერიოდულად დგება  ახალი გამოწვევების წინაშე. სწორედ ასეთი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სამეცნიერო რესურსის, პოტენციალის და ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება“,  – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს სამეცნიერო წრეებთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსური,  მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდების შემუშავების მიმართულებით.

აგრარულ უნივერსიტეტის, ლ.ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის   ლაბორატორიის  კვლევის ძირითადი მიმართულებებია მავნე მწერებისა და პარაზიტული  მცენარეების რიცხოვნობის მარეგულირებელი ბუნებრივი ფაქტორების შესწავლა მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვაში მათი შემდგომი გამოყენებისათვის.

One thought on “„ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენება მნიშვნელოვანია“

  • 06/02/2018 at 22:53
    Permalink

    რა მცენარეთა დაცვის, ვინ ყანჩაველის სახელობის, ბოლოს და ბოლოს ვის იგდებთ მასხარად, ალბად საკუთარ თავს. მცენარეთა დაცვის ყანჩაველის ინსტიტუტი განადგურებულია და ამის გამკეთებლები აუცილებლად დაისჯებიან უმკაცრესად. ხოლო თქვენ ვინც 2 კაციან “ინსტიტუტს” არქმევთ ნამდვილი 80 წლიანი ისტორიის მქონე ინსტიტუტის სახელს იმ დამანგრეველებზე უარესი ხართ, რადგან გინდათ ხალხს დაავიწყოთ ის საშინელება რაც ჩაიდინეთ. ვიბრძოლებთ ყველანაირი გზებით და ხერხებით, რომ აღვადგინოთ ნამდვილი სამართლიანობა და დავიბრუნოთ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, ხოლო თქვენ ყველას პასუხს გაგებინებთ ამ თავხედური ქმედებებისათვის, რასაც ქართული აგრარული მეცნიერების ნგრევისათვის მტრის ხელშეწყობით უსინდისოდ ახორციელებთ.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *