ფაცელია _ საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

ერთწლიანი თაფლოვანი მცენარეა, გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ამდიდრებს კალიუმითა და აზოტით, ხელს უწყობს აერაციის გაუმჯობესებას. სიდერატად გამოყენებისას მკვეთრად უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი, იცვლება ნიადაგის არის რეაქცია, ამცირებს მჟავიანობას. კარგი წინამორბედია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთის.

დიდი რაოდენობით მწვანე მასის განვითარების გამო 1 ჰა 40-45 ტონა გამოიყენება მეცხოველეობაში საკვებად. 
ყვავილობის ხანგრძლივი პერიოდის გამო საუკეთესო მცენარეა ფუტკრებისთვის, ამ პერიოდში შესაძლებელია 1 ჰა ზე 300- 500 კგ მდე თაფლის შეგროვება. ამას გარდა  მისი ნექტარი იზიდავს ენტემოფაგებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებელი მწერების რიცხოვნობის კონტროლი და მათი მავნეობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა.

ფაცელია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ჩირაღდანს.ფაცელიას ყვავილოვანი სტრუქტურა და ნაზი შეფერილობა მოგვაგონებს ცეცხლს,საიდანაც წარმოიშვა მისი სახელწოდება.
ფაცელია ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, საიდანაც გავრცელდა ევროპასა და სნგ-ს ქვეყნებში.

ფაცელია მოწითალო-მოლურჯო შეფერილობისაა და შეიძლება შეგხვდეს მოყვითალო ან თეთრი შეფერილობის (იშვიათად).

ფაცელია განეკუთვნება თაფლოვანი მცენარეების იმ უნიკალურ ჯიშს, რომელიც იძლევა არა მარტო უმაღლესი ხარისხის თაფლს, არამედ აკეთილშობილებს მიწას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მინერალებით, ასევე აუმჯობესებს მიწის სტრუქტურას და რაც მთავარია, არის მავნებლების დაუძინებელი მტერი. ის ეგუება ყველა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურას. ფაცელიას თუ გამოვიყენებთ სიდერატად კარტოფილის ნათესში იგი დააფრთხობს კოლორადოს ხოჭოს და კარტოფილს გაამდიდრებს აზოტით, კალიუმით, ფოსფორით, მანგანუმით.

ფაცელია შეიძლება დაითესოს სხვა ბოსტნეულ კულტურებთანაც. თუ გაქვთ გამოუყენებელი და აუთვისებელი ტერიტორიები, დათესეთ ფაცელია და ელოდეთ თაფლის უხვ მოსავალს, მომავალ წელს კი კი მინერალებით გამდიდრებულ მიწაზე დათესეთ სხვა კულტურა, საიდანაც ასევე უხვ მოსავალს მიიღებთ.

ფაცელიას ფესვები ჩადის ნიადაგის სიღრმეში და არ ახარებს სარეველებს. მოთიბვის შემდეგ თუ დავტოვებთ  ყანაში, მომავალ წელიწადს აღარ დაგჭირდებათ სასუქების ყიდვა და უსასუქოდ მიიღებთ უხვ მოსავალს.

ფაცელია ასევე შესანიშნავი საკვებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ასევე ცხვრისა და თხისთვის.

აქვს ძალიან ტკბილი და კარგი არომატი და იზიდავს ფუტკარს.

მისი უნიკალურობა გამოირჩევა იმით რომ ყინვაგამძლეა. უძლებს 9 გრადუს ყინვას.
ფაცელია სადაც არ უნდა დავთესოთ, თავს გრძნობს შესანიშნავად. თუ დავთესავთ მზიან ადგილას მისი ყვავილები უფრო კარგად იფურჩქნება.

არის კარგი სადენზიფექციო საშუალება.თუ დავთესავთ მარილიან ადგილას მიწას დააბრუნებს საწყის ფაზაში.
ფაცელია შესანიშნავად გრძნობს თავს გვალვაში.ხანგრძლივი გვალვების შესაძლებელია მისი მორწყვა ერთი-ორჯერ თუ არის ამის შესაძლებლობა. ვერ იტანს დიდ სინესტეს. ერთადერთი მინუსი ის გააჩნია, რომ ვერ იტანს გადარგვას, ვინაიდან უზიანდება ფესვთა სისტემა.

ფაცელია წლის განმავლობაში შეიძლება დაითესოს 5-6 ჯერ, მონაცვლეობით, პირველი დაყვავილების შემდგომ,რაც უზრუნველყოფს კრიზისულ პერიოდში (გვალვების დროს) ფუტკრის ოჯახების გადარჩენას და საკვებით მომარაგებას.

ფაცელიას გამომშრალი თესლი შეგვიძლია შევინახოთ 3-4 წლის განმავლობაში.

ფაცელია აღმოცენებას იწყებს დათესვიდან მერვე დღეს წვიმიან ამინდებში, ამიტომ სასურველია შევურჩიოთ შესაბამისი პერიოდი. მშრალი ამინდების პერიოდში აღმოცენებას იწყებს ორი კვირის შემდეგ.

დათესვიდან 30 დღის შემდეგ იწყებს ყვავილობას.

ყვავილობა გრძელდება 20-25 დღე.

თესვის ნორმა: 10-12 კგ/ჰა; გვიან თესვისას 16 კგ/ჰა;

თესვის დრო: ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით;

თესვის სიღრმე 2 სმ.

დასათესად ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს, გაფხვიერდეს, მნიშნელოვანი და სავალდებულოა ჩათესვის სიღრმის დაცვა, გაღივებისთვის ითხოვს სიბნელეს.

ფაცელიის როლი მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებაში

ფაცელიის როლი მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებაშიგამოყენებასიდერაცია, ნიადაგის ფუმიგაცია, მეფუტკრეობა ერთწლიანი თაფლოვანი მცენარეა, გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ამდიდრებს კალიუმითა და აზოტით, ხელს უწყობს აერაციის გაუმჯობესებას. სიდერატად გამოყენებისას მკვეთრად უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი, იცვლება ნიადაგის არის რეაქცია, ამცირებს მჟავიანობას. კარგი წინამორბედია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათის. დიდი რაოდენობით მწვანე მასის განვითარების გამო 1 ჰა 40-45 ტონა გამოიყენება მეცხოველეობაში საკვებად. ყვავილობის გრძელი პერიოდის გამო საუკეთესო მცენარეა ფუტკრებისათვის, ამ პერიოდში შესძლებელია 1 ჰა ზე 300- 500 კგ მდე თაფლის შეგროვება. გარდა ამისა მისი ნექტარი იზიდავს ენტემოფაგებს რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებელი მწერების რიცხოვნობის კონტროლი და მათი მავნეობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა. ფაცელია საუკეთესოა ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგაც, ამცირებს რა ნემატოდების და მავთულა ჭიების გავრცელების პროცენტულობას ნიადაგში. თესვის ნორმა 10-12 კგ/ჰა ; გვიან თესვისას 16 კგ/ჰათესვის დროივნისიდან სექტემერის ჩათვლითთესვის სიღრმე 2 სმ , რეკომენდირებულია კარგად დამუშავებული, წვრილკოშტოვანი ნიადაგი, (სავალდებულოა ჩათესვის სიღრმის დაცვა, გაღივებისთვის საჭიროებს სიბნელეს)შეფუთვა10 კგ

Posted by აგრო სახლი – Agro House on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019