ფერმერ ვალერი ჩიქოვანის კალმახა სოკოს წარმოება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოში, ფერმერმა ვალერი ჩიქოვანმა კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო. სოკოს საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა.

როგორც ფერმერმა აღნიშნა, სოკოს მოყვანისთვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობების შექმნა: ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ჰაერის ცვლა,; სოკოს მიცელიუმის დასათესად გამოიყენება ნამჯა, რომელიც კონკურენტი მიკროორგანიზმებისა და ობის სოკოების გასანადგურებლად მუშავდება წინასწარ, მისთვის განკუთვნილ ავზებში.

მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი სუბსტრატით შეიძლება ცხოველების გამოკვება, ხოლო თუ ნიადაგში შევიტანთ აზოტით გავამდიდრებთ მას.

ამჟამად საწარმოში ოჯახის წევრების გარდა 4 ადამიანია დასაქმებული. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ფერმერი მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს.

წყარო: მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *