დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ფერმერი ქალის სამაგალითო თხილნარი

მოსავლით თავადაც კმაყოფილია, თუმცა ნათია წითლიძისთვის, რომელიც ფერმერობის პარალელურად მერის წარმომადგენელია ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასოციაციის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამბობს, რომ ასოციაციის კონფერენციაზე წარმოდგენილი 400-მდე ფერმერიდან უმრავლესობას იცნობს და იცის, რომ მათ კარგად მოვლილი თხილნარები აქვთ, ამიტომაც ასეთ აღიარებას არ ელოდა.ნათიას თხილნარი სოფელ ორსანტიაში ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს, ხოლო სოფელ ერგეტაში 2 ჰექტარზე.

ამბობს, რომ სწორად შერჩეული პრეპარატებითა და აგროვადების დაცვით სამუშაოების ჩატარებას, ყოველთვის მოსდევს კარგი შედეგი. ახალგაზრდა ფერმერი სამუშაოებს თხილნარში იანვრიდან, გასხვლით იწყებს, მერე ამას მოსდევს შეწამვლითი სამუშაოები. მთლიანობაში კი ეს პროცესი შემოდგომის ჩათვლით გრძელდება. წელს ის უკეთეს მოსავალს ელოდება.

ფერმერი ფიქრობს, რომ დადებითი შედეგის მისაღებად გარკვეული თანხა უკვე წლის დასაწყისშივე უნდა მოვიძიოთ, ან პროდუქტის რეალიზაციისთანავე შემოვინახოთ, რადგან დანახარჯის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ.თავად გასულ წელს, ერთ ჰექტარს 600-ლარამდე მოახმარა. ნაკვეთი 5-ჯერ შეწამლა. თხილის პარალელურად, ნათია წითლიძემ ამდენჯერვე ჩაატარა წამლობის სამუშაოები ფეიხოს პლანტაციაში და აქაც კარგი შედეგიც მიიღო.

„რა თქმა უნდა, პრეპარატებში გასხვავება იყო, მაგრამ ეს წამლობა იყო როგორც ფაროსანას, ისე დაავადებების წინაააღმდეგ. 200 კილომდე მოსავალი მივიღე. ფეიხოსთვის ეს კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ 30 ძირია“, – გვითხრა ნათია წითლიძემ.

მისი თხილნარის უხვმოსავლიანობა ბევრი თანასოფლელისთვის სამაგალითო და სწორად მოვლის მოტივაცია გახდა. წარმატებული ფერმერი ქალი ამბობს, რომ თავადაც მზად არის სპეციალისტებისგან ნასწავლი ცოდნა მათაც გაუზიაროს.

წყარო: livepress.ge