ფსტას წარმოებით ქართველი ფერმერები არ ინტერესდებიან

იმის მიუხედავად რომ საქართველო მსოფლიოში თხილის მსხვილი მწარმოებელია და აქტიურად ავითარებს სხვა კაკლოვანი კულტურების ბაღებს, დღემდე ჩვენ ფერმერებს ფსტა არ მოჰყავთ.

სტატისტიკის მონაცემებით საქართველოს ეს პროდუქტი მთლიანად თურქეთიდან და ირანიდან შემოაქვს, ხოლო 1 კილოგრამის საშუალო ფასი 60 ლარს (24,5$) აღწევს. 

ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზრებზე ამ პროდუქტის მაღალი ფასის და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ჩვენი ფერმერები  ამ კულტურის წარმოებით არ ინტერესდებიან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ ფერმერებს ფსტას თურქული ჯიშის (ის ადაპტირებულია რეგიონის კლიმატური პირობებთან და 25 გრადუსამდე ყინვას უძლებს) რამდენიმე ათასი ნერგი  საჩუქრად გადაეცათ.

ირანი, აშშ და თურქეთი მსოფლიოში დღეს​ ფსტას უმსხვილესი მწარმოებლები არიან. 2016-2027 წლებში ფსტას მსოფლიო წარმოება თითქმის 50%-ით გაიზარდა და 777 000 ტონას მიაღწია. მსოფლიო მოთხოვნილება _ 672 000 ტონით (30%), ხოლო ექსპორტის მსოფლიო მოცულობა თითქმის 40%-ით გაიზარდა და 371 000 ტონას მიაღწია.

ფსტას საერთაშორისო ფასებიც სტაბილურად მაღალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *