„ფუტკრების საუბარი“ _ ფუტკრები ერთმანეთთან ელექტროველების დახმარებით ურთიერთობებნ

ფუტკრები ერთმანეთთან ურთიერთობისათვის ელექტრულ ველებს იყენებენ. ისინი ამასთანავე ფლობენ უნარს, ეს ველები სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადასაცემად ერთმანეთისკენ საჭიროებისამებრ მიმართონ. საინტერესოა, რომ ეს არსებები ამ შესაძლებლობას ფრთების რხევის და ცეკვის დროსაც კი იყენებენ. გამოგზანილ ინფორმაციას მიმღები მხარე რეცეპტორების მეშვეობით შიფრავს და სრულყოფილ, დაზუსტებულ ინფორმაციას იღებს, მაგალითად; საკვების კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ.

ელექტრომუხტების, ელექტრონული ველის დანაკლისის შევსება – განახლება სხვა მწერების მსგავსად, ფუტკრების ორგანიზმში ხახუნისა და ფრენის შედეგად სისტემატიურად ხდება, ასევე ცხადია, რომ მათი ბუნებრივი ელექტროობა დიდ მნიშვნელობას ახდენს დამტვერვაზე. მრავალ ფუტკარზე დაკვირვების შედეგად დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ გადასცემენ ისინი ელექტრულ ველებს და როგორ აღიქვამს კომუნიკაციის მეორე მხარე. აღსანიშავია, რომ რაც უფრო მეტს დაფრინავენ, მით უფრო მეტ ელექტროობის მარაგს იძენენ საკომუნიკაციოდ. საინტერესოა ისიც, რომ სკაში დაბრუნებისას ფუტკრის სხეულის ზედაპირის ელექტრო ძაბვის იმპულსები შეიძლება 450 ვოლტამდეც კი აღწევდეს.

ცდებმა აჩვენეს რომ ძაბვის ველს ანტენები რხევაში მოჰყავს. ამ კომუნიკაციის ვიბრაციებს ფუტკრები ჯონსტონის ორგანოს მეშვეობით შიფრავენ, ეს არის განსაკუთრებით მგრძნობიარე „სმენის“ ორგანო, რომელიც ანტენის მეორე სეგმენტშია განთავსებული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო ველის სიგნალის გამოყენება, რხევითი კომუნიკაციის, ცეკვის დროს უფრო სრულყოფილს და გასაგებს ხდის ამ არსებებს შორის გასაცვლელ ინფორმაციას.

კანკალისებური ცეკვა

მუშა ფუტკარს როდესაც, თაფლით სავსე ჩიჩახვით დიდხანს უწევს ლოდინი, ის იწყებს უცნაური, კანკალისებური მოძრაობით ფიჭიდან ფიჭაზე ცოცვას. ამით მას სურს ოჯახის წევრების ყურადღება მიიქციოს და აცნობოს, რომ სკაში უკვე მათთვის საკმრისი რაოდენობის ნექტარია და საჭიროა სხვებმაც მის ოჯახში თაფლის მარაგზე მოახდინონ ენერგიის და დროის კონცენტრირება. მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის ფუტკარი შეუდგება მისი მოწოდების შესრულებას, ის დაახლოებით ორი საათის შემდგომ წყვეტს აღნიშნულ ქმედებას.

ქიმიური კომუნიკაცია, ფერომონები

ფერომონები არის ორგანული მოლეკულები, რომლებიც კომუნიკაციის საშუალებაა სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა სიგნალის შემცველობით. ფერომონები მკაცრად განსაზღვრავენ საპასუხო რეაქციებს და ქმედებებს სიგნალის მიმღები ფუტკრებისაგან. ისევე როგორც რეფლექსი ადამიანში, ეს ყოველივე ფუტკრებში თანდაყოლილია.

დომინანტური ფერომონი

დომინანტური ფერომონი გამოიყოფა დედა ფუტკრის მიერ. აღნიშნული ფერომონის მოლეკულები გადაეცემა ფუტკრიდან-ფუტკარს და ამგვარად ვრცელდება მთელს სკაში. როდესაც სკაში ბევრი ფუტკარია, მაშინ ფერომონის კონცენტრაციაც თითოეულ ფუტკარზე კლებულობს. მათი კონცენტრაცია ასევე განსაზღვრავს ფუტკრის ყრას. დედა ფუტკრის მიერ გამოყოფილი მოლეკულები დიდ როლს ასრულებს სკაში ფუტკრის მიერ შესასრულებელ სხვა დავალებებზეც.

მამლების ფერომონი

ეს ფერომონიც გარკვეულწილად მოქმედებს როგორც დომინანტური, როდესაც სკაში მამლების რაოდენობა იმატებს, მაღალ ნიშნულს აღწევს მათ მიერ გამოყოფილი ფერომონების კონცენტრაციაც. მუშა ფუტკრების საპასუხო ქმედება კი ამ დროს მამლების პოპულაციის შეზღუდვით განისაზღვრება, მაგრამ თუ ფრომონების მაჩვენებელი კონკრეტული ოჯახისთვის დაბალ ნიშნულს მიუახლოვდება, მუშა ფუტკრები იწყებენ მამლების რიცხვის ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ მუშა ფუტკრები ამ ქმედებებს სკაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ანხორციელებენ. (მაგ. როდესაც დედა გასანაყოფიერებელია)

განგაშის ფერომონი

მცველი ფუტკრები, დარაჯები როდესაც შეამჩნევენ ბუდეში მათთვის უცხო ინდივიდის შემოჭრას, მათ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავთ ნესტარი. (ოდნავ გასმოწევენ) და იწყებენ განგაშის ატეხვას, აღნიშული ორგანოდან განგაშის ფერომონის გაშვებით. ამგვარად ხდება თითოეული ფუტკრის გაფრთხილება, ინფორმირება მათი ოჯახის. ამ ვითარებაში გარკვეული ნაწილი იწყებს გარეთ გამოსვლას და იღებს საბრძოლო მზაობას, რა დროსაც ისინი, ღია „პირის მარწუხებით“, მოძრავი, მოთამაშე ანტენებით და აპრეხილი, ფართოდ გაშლილი მოკანკალე ფრთებით საკმაოდ აგრესიული სანახავნი არიან და აი, უკვე ყველა მზადა არის სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოს.

ბარტყის მოვლის, მზრუნველობის ფერომონი

ამ ფერომონს შეიცავს ბარტყის თხელი, თითქმის უხილავი აპკი-პარკი. ფერომონის გამოყოფისას ფუტკრები მზრუნველობას, გათბობას იწყებენ ბარტყების. აღნიშნულ ფერომონს რაც მეტად გამოყოფს ბარტყი, ფუტკრებიც მით უფრო მეტად ათბობენ მას. მნიშვნელოვანია, რომ სადედე, მუშა და სამამლე ბარტყი სხვადასხვა რაოდენობის ფერომონებს გამოყოფენ. შესაბამისად ფუტკარიც სხვადასხვანაირად ათბობს აღნიშნულ ბარტყებს. გთავაზობთ თითოეული მათგანის მიერ გამოყოფილი ფერომონების ოდენობას ციფრებში:
სამუშე ლარვე 2-5 ug
სამალე ლარვე 10 ug
სადედე ლარვე 30 ug
როგორც ვხედავთ სადედე ლარვეს ფუტკრები დანარჩენზე გაცილებით მეტად ათბობენ

ნასონოვის ფერომონი

ეს ფერომენი დამახასიათებელია მხოლოდ მუშა ფუტკრებისათვის, რადგან მხოლოდ მათ გააჩნიათ ე.წ. ნასონოვის ჯირკვალი. მისი გამოყენება სამი შემთხვევის დროს ხდება: სკის შესასვლელის/ტერიტორიის მონიშვნის, ნაყრის ჩამოყალიბების და საკვების წყაროს აღმოჩენისას. ფერომონს გააჩნია 7 სხვადასხვა გვარი სუნი.

გერმანულიდან თარგმნა გიორგი ვეკუამ,

წყარო: Spiegel.de / Paddybu.de

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *