ვაროასთან ბრძოლა ფუტკრის ოჯახებში

 ბოლო წლებია მეთაფლე ფუტკრების ჯანმრთელობის დაცვა გახდა ძირითად ამოცანად მკვლევარებისათვის რომ პასუხი გაეცათ რამოდენიმე ეპიზოდისათვის, როცა კომერციული კოლონიები დიდი პროცენტული მაჩვენებლით დაიღუპა აშშ და კანადაში. თუმცა  ეს საკითხი ბოლომდე მაინც გასაგებად არაა გაშიფრული, რადგან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კოლონიების დანაკარგი განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის Varroa destructor  Anderson & Trueman ჩათვლით, ვირუსებმა, რომლის მატარებელიცაა ვაროას ტკიპა, პესტიციდების მოქმედებით, აგრო-ქიმიკატების ნარჩენებით სკაში და ცუდი კვებით. თუმცა მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ ფუტკრის კოლონიების მასობრივ განადგურებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვაროას ტკიპას და ვირუსებს, რომლებიც ტკიპას გადააქვს.

 აკარაციდები, რომლებიც გამოიყენება ვაროას წინააღმდეგ, წარმოადგენს დამატებით საფრთხეს, როცა ისინი გხვდება ცვილში ნაგვის სახით. ქიმიური ნივთიერებები, რომლებითაც ვამუშავებთ ფუტკრის ოჯახებს, ანაგვიანებს ფუტკრისგან მიღებულ პროდუქტებს (ცვილი) და მათ შეუძლიათ გამოიწვიოს გარკვეული ქმედება (უკუქმედება) ერთეულ ინდივიდებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ოჯახში ჯანმრთელობის მაჩვენებელს ამცირებს. მიტიციდების გამოყენებას ასევე მივყავართ ქიმიური ნივთიერებების მიმართ გენეტიკურად ვაროას მდგრადი თაობების გამოყვანას. ამ მიზეზის გამო ქიმიური ნივთიერებები ვაროას წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ მინიმალურად. მავნებლებთან ბრძოლის სტრატეგია (IPM), რომელიც ამცირებს ვაროას პოპულაციის ზრდას და ასევე ამცირებს მიტიციდების საჭიროებას, წარმოადგენს გასაღებს ქიმიური ნივთიერებების მინიმალური გამოყენების. ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილია ვაროას ბიოლოგიური მიმოხილვა და IPM მიდგომები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა ვმართოთ ვაროას პოპულაცია ფუტკრის ოჯახებში.

ვაროას ტკიპის ძირითადი ბიოლოგია

ვაროას ტკიპა ძირითად მავნებელს ევროპული(დასავლეთის) ფუტკრებისათვის ( Apismellifera L. ) მთელ მსოფლიოში. ვაროას ტკიპა პირველად აღიწერა აზიურ(აღმოსავლეთის) ფუტკარზე ( Apis cerana F. ) ინდონეზიის კუნძულ იავაზე 1904 წელს. პირველად ტკიპას უწოდებდნენ Varroa jacobsoni Oudemans, მაგრამ 2000 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ არსებობს არა ერთი სახეობის ვაროას ტკიპა. მაგრამ აღმოჩნდა რომ Varroa jacobsoni  არ ერჩის და არ ღუპავს ევროპული ფუტკრის ოჯახებს. მხოლოდ  Varroa destructor  წარმოადგენს ტკიპას იმ სახეობას რომელიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ევროპული ფუტკრის ოჯახებს. პირველი ინფორმაციები ვაროას მიერ ფუტკრის ოჯახებზე თავდასხმის შესახებ აზიაში 1960 წლიდან გამოჩნდა.

 მას შემდეგ ავსტრალიის გარდა ვაროა ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ვაროა კონტინენტებს შორის ვრცელდება ტრანსპორტის მეშვეობით, რომელთაც გადაჰყავს ფუტკრის ოჯახები. ხოლო საფუტკრეებს შორის ვაროას ტკიპა ვრცელდება მოდრეიფე ფუტკრებისა და  ქურდი ფუტკრების მეშვეობით, რომლებიც თავს ესხმიან პარაზიტი ვაროას მიერ დასუსტებულ ფუტკრის ოჯახებს.

 ზრდასრული მდედრი ვაროებს ოვალური და გლუვი ფორმა აქვთ, ზომები 1,1 მმ სიგრძეში და 1,5 მმ სიგანეში. აქვთ ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა და მათი შემჩნევა იოლია შეუიარაღებელი თვალითაც (სურ.1). მამრობითი სქესის ვაროები საგრძნობლად მცირე ზომისანი არიან 0,7მმ X 0.7მმ და ღია შეფერილობის. მამრობითი ვაროას  როგორც წესი ვერ ვამჩნევთ… (ვინაიდან ისინი განვითარებას იწყებენ და ასრულებენ საბარტყე უჯრაში გამოუსვლელად).

 ვაროას სიცოცხლის ხანგრძლივობა ძლიერ მერყევია: 25 დღიდან 5 თვემდე, ვადები დიდადაა დამოკიდებული ფუტკრის ბარტყის რაოდენობაზე. 

 ვაროას ტკიპები მრავლდებიან ბარტყიან უჯრებში, სადაც ისინი იკვებებიან ფუტკრის ჭუპრებით, მათთვის აუცილებელია კვება რომ განავითარონ კვერცხმდებლობა (სურ. 2). ტკიპების შთამომავლობაც ასევე იკვებება მასპინძელი ჭუპრით, რომ განვითარდნენ და გაიზარდონ. როცა ფუტკრის ოჯახებს გამოყავთ მამალი ფუტკრები, ვაროას ტკიპა არჩევანს აკეთებს სამამლე ბარტყზე უფრო ვიდრე სამუშე ბარტყზე. ეს საჭიროა რადგან მამალი ფუტკრის განვითარება რამდენიმე დღით ხანგრძლივია ვიდრე მუშასი (24 და 21 დღე შესაბამისად). როცა ვაროა იმყოფება სამამლეში მათ შეუძლიათ მეტი მდედრობითი სქესის შვილების წარმოება, ვიდრე სამუშე ბარტყში.

 ზრდასრული ფუტკარი წარმოადგენს დროებით მასპინძელს, როცა ბარტყი არაა.  ისინი ემაგრებიან და იმალებიან ზრდასრული ფუტკრის მუცლის ქვედა სეგმენტებს შორის, სადაც ძნელია მათი შემჩნევა და ეს ადგილი ასევე წარმოადგენს სხეულის ისეთ ნაწილს საიდანაც ადვილად მისაწვდომია ფუტკრის ცხიმოვანი სხეული.

1. ზრდასრული მდედრი ვაროა იჭრება ბარტყიან უჯრაში, მის გადაბჭდვამდე 15-18 სთ-ით ადრე. 2. ტკიპა პირველ კვერცხს დებს (მამრობითი) უჯრაში შეჭრიდან 30-35 სთ-ის შემდეგ.

                                                                                                                                  3-6.    ტკიპა    დებს    3-4    კვერცხს (მდედრობითი) 30სთ-ის ინტერვალით. ყოველი თაობა გადის ნიმფის განვითარების ორ სტადიას, მანამ სანამ გახდებიან ზრდასრულები.

  • მამრი ტკიპა ხდება ზრდასრული თავის დებთან შედარებით ადრე.
  • პირველი მდედრი შვილი იზრდება და მამრ ძმას ეჯვარება რამოდენიმეჯერ.
  • მეორე მდედრი შვილი აღწევს ზრდასრულ ასაკამდე და ეჯვარება ძმას. უფროს დას უფრო და უფრო უმუქდება სხეული.
  • ფუტკრის ჭუპრს ეზრდება ფრთები და ერთი დღის შემდეგ ამოდის უჯრიდან.
  • დედა ვაროა ერთ-ორ მდედრ შვილთან ერთად ტოვებენ უჯრას.  ყოველი ეს ტკიპა ცხოვრობს ზრდასრულ ფუტკარზე ერთი კვირის განმავლობაში (?), და შემდეგ იწყებენ გამრავლებას ახალ ბარტყიან უჯრაში.

სურათი 2: ვაროას ტკიპას განვითარების ციკლი. ზრდასრული მდედრობითი სქესის ტკიპები ცხოვრობენ გამრავლების მცდელობებს შორის,  საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში ზრდასრულ ფუტკრებზე. ყოველი ტკიპა იძლევა 3-4 მდედრ შვილს და 1 მამრობით შვილს საბარტყე უჯრაში. როგორც წესი მხოლოდ დედა ტკიპა და 1-2 ზრდასრული მდედრი შვილი გამოდის(ტოვებს) გამრავლების ადგილს. თითოეულ ზრდასრულ მდედრ ტკიპას შეუძლია 34 რეპროდუქტიული ციკლის ჩატარება სიცოცხლის განმავლობაში. 

ზრდასრული მდედრობითი ტკიპები იჭრებიან 5 დღიან ფუტკრის მუშა/მამალ ბარტყში, რომლის შემდეგაც ზრდასრული ძიძა ფუტკრები გადაბეჭდავენ საბარტყე უჯრას. ვაროას პირველი ამოცანაა კარგად მოეწყოს, ის იმალება (იძირება) ფუმფლის საკვებ ჟელეში უჯრის ფსკერზე, რომლისგან განთავისუფლებაში თვით ფუმფლი უწყობს ხელს,  ამოწურავს რა 5 სთ-ის განმავლობაში მისთვის განკუთვნილ ჟელესმაგვარ საკვებს უჯრის ფსკერზე. ყოველი ტკიპა დებს ოთხიდან ხუთამდე კვერცხს 30 სთ-იანი ინტერვალით. მაგრამ სანამ ვაროა პირველ კვერცხს დადებს მანამ ის კბენს ფუტკრის ფუმფლს და აყენებს მას ჭრილობას, საიდანაც ვაროადან მასში გადადის სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. მდედერი ვაროა სადღაც 70 სთ-ის შემდეგ გადაბეჭდვიდან დებს პირველ კვერცხს. პირველი (გაუნაყოფიერებელი) კვერცხიდან იჩეკება მამრი ტკიპა, დანარჩენი კვერცხებიდან კი მდედრები. თაობების განვითარება ხდება კვერცხიდან ექვსფეხიან მატლამდე (კვერცხის კედლებს შიგნით) რვა ფეხიან პროტონიმფამდე და შემდეგ დეიტონიმფამდე, და საბოლოოდ ნახევრადგანვითარებულ ზრდასრულ ტკიპამდე 5 ½ დღე (მდედრის) და 6 ½ დღე (მამრის). (სურ.3)

სურათი 3. ტკიპა ვაროას განვითარების სტადიები. ვაროას ტკიპები ვითარდებიან 6 ფეხიანი მატლის სტადიიდან, და კვერცხიდან „გამოჩეკვის“ შემდეგ თითოეული ტკიპა გადის ორ ნიმფის განვითარების სტადიას.

მამრობითის და მდედრობითი მატლების პროტონიმფები გამოიყურებიან ერთნაირად, მაგრამ დეიტონიმფები და შედარებით ზრდასრულები ადვილად დიფერენცირებადნი (ამოსაცნობი) არიან. მდედრებს აქვთ ოვალური ფორმა, ხოლო მამრებს უფრო სამკუთხედისებური. ტკიპები ამოდიან თავიანთი კუტიკულებიდან, როცა გადადიან შემდეგ ნიმფურ სტადიაზე. მიუხედავად ამისა, ბარტყის უჯრაში ადვილად აღმოაჩენთ უკვე გამოყენებულ კუტიკულებს და განვითარების ბოლო საფეხურზე მყოფ ტკიპებს (დეიტონიმფიდან ზრდასრულისკენ). ახალგაზრდა მდედრი ტკიპები ნაყოფიერდებიან დახურულ უჯრებში. ზრდასრული მამრი და ყველა განუვითარებელი ტკიპა იღუპებიან მას შემდეგ რაც მასპინძელი ფუტკრის ბარტყი დატოვებს საბარტყე უჯრას (როცა ხდება უჯრის დასუფთავება). ახალგაზრდა მდედრები და დედა ტკიპაც უჯრას ტოვებენ მასპინძელთან ერთად, და ისინი „გადასკუპდებიან“ სხვა ჩავლილ ფუტკარზე (აქაც ტკიპა ირჩევს დროებით მასპინძელს). ტკიპა სხვა შესაფერის ბარტყიან უჯრაში ჩახტება 7 დღის შემდეგ მიახლოებით. თუმცა საყურადღებოა რომ ვაროას ტკიპას შეუძლია გაძლოს ფუტკარზე 100 დღე, როცა ფუტკრის ბარტყი არაა…

ზრდასრული ფუტკრები რომლებიც ამოვიდნენ ვაროათი დაინფიცირებული უჯრებიდან, ავადმყოფობენ სხვადასხვა ვირუსების გამო და არ გააჩნიათ შესაფერისი წონა. მათი სიცოცხლისუნარიანობა და ხანგრძლივობაც  შემცირებულია, და ყველაზე მეტი ზარალი დგება მაშინ როცა ვაროა ავრცელებს დამღუპველ ვირუსებს. როგორც ჩანს ვაროას მიერ უფრო მეტად ვრცელდება დეფორმირებული ფრთების ვირუსი, რომელიც საგრძნობ ზიანს აყენებს ოჯახებს და მიყავთ ის საბოლოო დაღუპვამდე. დაზიანების ხარისხი პირდაპირ ტკიპის კვებისას დამოკიდებულია ტკიპების რიცხვზე, რომლებიც პარაზიტირებენ თითოეულ ბარტყზე. ერთ და ორ დამაინფიცირებელ ტკიპის თაობებს შეუძლიათ აწარმოონ თაობები, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს ფუტკრის სიცოცხლისუნარიანობას.  ტკიპების დიდ რაოდენობას მივყავართ ფუტკრის დამახინჯებულ თაობებთან, როგორიცაა მოკლე მუცელი, დეფორმირებული ფრთები, დეფორმირებული ფეხები, უჯრაში დაღუპვა  და ა.შ.

სურ. 4.  პარაზიტული ტკიპის სინდრომი (PMS) ოჯახში სადაც მაღალი კონცენტრაციითა ტკიპა. ღია საბარტყე უჯრაში ჩანს დაავადებული და ასევე გაყვითლებული მატლები, რომლებიც იტანჯებიან ვირუსული დაავადებებით. ამ ინდივიდების დაკარგვა იწვევს მას რომ,  უკვე გვხვდება ბევრი ცარიელი უჯრები… (photo by Audrey Sheridan, Mississippi State University).

ბოლო-ბოლო ტკიპების პოპულაცია იზრდება  ზიანის მომტან ზღვრამდე და ფუტკრის ოჯახი იწყებს დასუსტებას და თავს იჩენს სიმპტომი, რომელსაც პარაზიტი ტკიპების სინდრომს (PMS) უწოდებენ.  ძირითადი სიმპტომებია სუსტი ოჯახები ჭრელი ბარტყის სურათით, ასევე დაავადებული მატლები მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობით, რომელიც ვირუსული დაავადებებით არის გამოწვეული (სურ.4). 

კომპლექსური ბრძოლა მავნებლებთან (IPM) და ვაროას ტკიპასთან

IPM – ეს არის მავნებლებისა და პარაზიტების წინააღმეგ ბრძოლის მეთოდი, რომელიც განსხვავებულია მუდმივი ქიმიური დამუშავებისგან. მეთოდი დაფუძნებულია იმის გაცნობიერებაზე, რომ შეუძლებელია (ჩვენს შემთხვევაში) მოვსპოთ მავნებელი ან პარაზიტი, და აქცენტი გადავიტანოთ მუდმივად პოპულაციის რაოდენობრივად მართვის კონტროლზე. IPM -ში (სურათი 5) იგულისხმება სხვადასხვა ბრძოლის მეთოდების ნარევი (გენეტიკური / ფიზიკური / ქიმიური / მექანიკური) და ასევე კრიტიკული დროის განსაზღვრა პარაზიტის სასიცოცხლო ციკლის  განვითარების, რომელიც მათ ხდის მიუწვდომელს კონტროლის მეთოდების მიმართ. ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა მავნებლების პოპულაცია დასაშვებ ზღვარზე მეტია და არა რაიმე გრაფიკის მიხედვით. ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირება მავნებლების წინააღმდეგ ზღუდავს მეფუტკრეობის პროდუქტების დანაგვიანებას და ასევე ამცირებს ვაროას ტკიპას შემგუებლობას ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ, და ასევე ამცირებს ფუტკრებზე მავნე პესტიციდების ზემოქმედებას (ნებისმიერი პრეპარატით დამუშავება სტრესია ფუტკრისათვის).  ამის გათვალისწინება აუცილებელია, ვინაიდან მიტიციდების უმრავლესობა, რომლებიც გამოიყენება ვაროას წინააღმდეგ და გამიზნულია მათი განადგურებისათვის, ასევე ავლენენ ნეგატიურ შედეგებს ფუტკრების მიმართ.

სურათი 5.  IPM პირამიდა. 

კომპლექსური ბრძოლის მიზანს ვაროას წინააღმდეგ წარმოადგენს, სხვადახვა მეთოდების ერთობლიობას რომელიც მოცემულია პირამიდის ფუძესთან, რომ შევაფერხოთ ვაროას განვითარება საგანგაშო ზღვრამდე, სანამ აუცილებლობა არ გახდება ქიმიური ჩარევის. ვაროას კონტროლის მონიტორინგი

მოგვცემს საშუალებას თუ რომელი მეთოდი ავირჩიოთ ბრძოლის. თუ ქიმიური ჩარევა გახდა აუცილებლობა, მაშინ ქიმიური ჩარევისათვის უნდა შეირჩეს ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერება ფუტკრებისათვის.

ნიმუშების აღება ვაროას კონტროლისათვის

IPM – ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, გადაწყვეტილების მიღება ნიმუშების მიხედვით (იდენტიფიცირება და მონიტორინგი) მავნებელი ორგანიზმების მიმართ და მათ მიმართ დამუშავება კრიტიკული ზღვარის მიღწევისას. კრიტიკული ზღვარი ეს ის ნიშნულია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაში და თუ არ ვუმკურნალებთ, შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მავნებლის პოპულაცია და მივიდეს განადგურების ზღვრამდე, რომელიც უკვე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახს. გადაწყვეტილების მიღება გამოვიყენოთ თუ არა რომელიმე ქიმიიური ნივთიერება დამოკიდებულია ამ კრიტიკული ზღვრის მაჩვენებელზე. მეფუტკრეობა არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ…!!! დამღუპველი ზღვარი ვაროას ტკიპას პოპულაციისათვის ფუტკრის ოჯახში სადაც 25 000 – 30 000 ფუტკარია, შემდეგ რაოდენობრივ მაჩვენებელშია  3 172-დან 4 261 -მდე აგვისტოს თვეში. ეს ციფრი ეფარდება 15-38 ვაროას ტკიპას 300 ფუტკარზე, რომელიც 5-12%-ია. მეფუტკრეების უმრავლესობა ამჯობინებს 5%-იან ზღვარს მოქმედების დაწყებისათვის. მომთაბარე საფუტკრეებმა აქცენტი უფრო დაბალ ნიშნულზე უნდა გააკეთონ, რადგან ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციის გამო იზრდება ალბათობა ვაროას ტკიპების არევის (ერთ უჯრაში 2 ტკიპა, ჰეტეროზისის მოვლენა). ასევე კვლევები გვიჩვენებენ რომ ზოგიერთი ვირუსები რომლებიც გადააქვს ვაროას, უფრო ვირულენტულნი (მედეგნი) ხდებიან. აუცილებელია დამატებითი კვლევები, რომ გაირკვეს მინიმალური დასაშვები ზღვარი, სხვადსხვა მეთოდების გამოყენების. მაგრამ ჯერ ახალი ზღვრები არაა დადგენილი (ცხრილი 1).

ტკიპა ვაროას პოპულაცია ნაწილდება ზრდასრულ ფუტკრებსა და ბარტყის გარკვეულ სახეობაზე. თუმცა არსებობს შესამჩნევი სხვაობაც, როგორც წესი 1/3 ვაროას ტკიპას რაოდენობა ცხოვრობს ზრდასრულ ფუტკრებზე, ხოლო 2/3 კი – ბარტყში. ეს გადანაწილება გვიჩვენებს რომ ბარტყის განვითარება ოჯახში ნორმალურად ვითარდებოდა და ადგილი არ ქონდა დედის დაკარგვას. ეს გადანაწილება ასე თუ ისე შეესაბამება სინამდვილეს, როცა მამალი ფუტკრების წარმოება შედარებით მაღალია გაზაფხულის დასაწყისში. თუმცა ეს გადანაწილება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ბრძნული განსჯა თუ რომელი ნიმუშის აღების მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც აღწერილია ქვემოთ.                                                                                                                                                      ცხრილი 1

წლის დრო ვაროას საერთო
რაოდენობა
ვაროას %
ზრდასრულ
უტკარზე ¹
მეფუტკრის
მოქმედება²
ზაფხული 500 ვაროა 0,5-0,7% დაელოდეთ; 9-12 კვირა,
რომ ვაროას პოპულაციამ
მიაღწიოს დასაშვებ
მასიმალურ ზღვარს
1000 ვაროა 1,0-1,4% დაელოდეთ; 6-8 კვირა,
რომ ვაროას პოპულაციამ
მიაღწიოს დასაშვებ
მასიმალურ ზღვარს
2000 ვაროა 2,0-2,8% მკურნალობა აკარაციდებით;
2-3 კვირა, რომ ვაროას
პოპულაციამ
მიაღწიოს დასაშვებ ზღვარს
შემოდგომა ≥ 2500 ვაროა 2,4-3,3% მკურნალობა აკარაციდებით;
1-2 კვირა, რომ ვაროას
პოპულაციამ
მიაღწიოს დასაშვებ ზღვარს
ნებისმიერ დროს ≥ 3700 ვაროა 3,6-5,1% სასწრაფოდ დაიწყეთ
აკარაციდებით მკურნალობა,
დასაშვებ ზღვარზე მეტი რაოდენობაა
¹ გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა ოჯახში ფუტკრების რაოდენობა 24 000 – 30 000 უტოლდება ² გათვალისწინებულია შემთხვევა, რომელიც დაფუძნებულია ვაროას ტკიპას რიცხობრივ მატებასთან,  ტიპიურად დამახასიათებელი გვალვის სეზონის გარეშე სამხრეთ აშშ-ში

ცხრილ 1 -ში აღწერილია ვითარება როცა სახიფათო ზღვარს 3700 ვაროას ტკიპა შეადგენს (საშუალოდ 3172 – 4261 ვაროა). ვაროათი ფუტკრის დატვირთვის გათვლა მოხდა იმ შემთხვევისათვის როცა 1/3 ვაროა ზრდასრულ ინდივიდებზე იმყოფება (ფუტკრების რაოდენობა 24 000 – 30 000). ვაროას ტკიპას 3700 ინდივიდამდე მიღწევა გამოთვლილ იქნა ტიპიურ გაზაფხულ-შემოდგომის სეზონისათვის (და არა ცხელი, გვალვიანი მშრალი ამინდებისათვის) აშშ-ეს სამხრეთ მხარისათვის.

ზრდასრული ფუტკრებიდან ტკიპების „ჩამოყრა-მოცილება“ ნიმუშებისათვის

ფუტკრებიდან მოხერხებული მეთოდებით ტკიპის მოცილება გულისხმობს მისი გავრცელების გამოთვლას ზრდასრულ ფუტკრებზე. გავრცელება ხშირად გამოისახება პროცენტებში. მაგალითად 5% დატვირთვა ნიშნავს რომ 100 ზრდასრულ ფუტკარზე 5 ცალ ვაროას ანგარიშობენ. ბევრი მეფუტკრე ამჯობინებს რომ სინჯების აღებისას არ დაიხოცოს ფუტკარი, მაგრამ მრავალი ოჯახების პატრონებმა შეიძლება ნიმუშები აიღონ ერთდროულად რამდენიმე ოჯახიდან და გამოთვალონ ტკიპით დატვირთვა შემდეგ შესაფერის დროს. ფართოდ გამოყენებული მეთოდია – სინჯების აღება შაქრის პუდრის მეშვეობით. ეს მეთოდი ნაკლებად მიახლოებულია სიზუსტესთან მაღალი ტენიანობის პირობებში, როცა შაქრის პუდრას აქვს მიმწებლებლობის უნარი, ანუ ამ შემთხვევაში შაქრის პუდრა ვერ ახერხებს ტკიპის ჩამოყრას და ვერ მოხდება ზუსტი გამოთვლა თუ რა პროცენტითაა დატკიპიანება ზრდასრულ ფუტკრებში. უფრო ზუსტად ამ შემთხვევაში ითვლება ფუტკრის ნიმუშების სპირტში ან საპნიან წყალში ამოვლება, ეს მეთოდი უფრო ზუსტია ვიდრე შაქრის პუდრით.

შაქრის პუდრის მეშვეობით ვაროას რაოდენობის დათვლა: შაქრის პუდრა იძლევა საშუალებას შევაფასოთ ვაროათი დატვირთვა, ისე რომ არ დავხოცოთ ფუტკარი. მეთოდი დაფუძნებულია წვრილი მტვრის თვისებაზე ჩამოყაროს ვაროა ფუტკრის სხეულიდან.

ნაბიჯი – უნდა დავამზადოთ ჭურჭელი რომ შევაგროვოთ ფუტკრები ნიმუშისათვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა მინის ქილა 0,4 ლიტრის მოცულობის, ქილის სახურავად კი უნდა გამოვიყენოთ მავთულბადე ისეთი  რომ ფუტკარი ვერ გამოძვრეს და ვაროა კიდევ თავისუფლად ჩამოცვივდეს.

ნაბიჯი – შევაგროვოთ ფუტკარი სინჯისათვის, პირველ რიგში სანამ ჩარჩოს დავფერთხავთ დავრწმუნდეთ რომ მასზე დედა არ იმყოფება. ვაროას ტკიპები უმეტეს წილად განთავსებული არიან ახალგაზრდა ფუტკრებზე რომლებიც ბარტყს უვლიან, ამოარჩიეთ ორი ჩარჩო გადაბეჭდილ ბარტყიანი ან გადაუბეჭდავი  ბუდიდან და ფრთხილად დაფერთხეთ რამე ცარიელ ქაღალდის ყუთზე, მოურიეთ ფუტკრებს და ქილის ნახევარი შეავსეთ ფუტკრით (400 ცალი). 

ნაბიჯი – დაახურეთ ქილას წვრილი მავთულბადე და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, შეანჯღრიეთ ისე რომ ფუტკარი კარგად ამოიგანგლოს შაქრის პუდრაში, დაელოდეთ 2-3 წთ მანამ სანამ გადმოაბრუნებთ ქილას და დაფერთხავთ შაქრისგან 1 წთ-ის განმავლობაში, პროცესი შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ რომ დარწმუნდეთ ყველა ტკიპის ჩამოყრაში. შემდეგ შეგიძლიათ ფუტკრები დააბრუნოთ სკაში სადაც მათ კარგად დაასუფთავებენ.

ნაბიჯი – თეთრ ქაღალდზე კარგად შეგვიძლია გავარჩიოთ ვაროას ტკიპა. ვითვლით ჩამოცვენილი ვაროას ტკიპას რაოდენობას, ვყოფთ ნიმუშში ფუტკრის რაოდენობაზე და ვამრავლებთ 100-ზე. მაგალითად თუ ნიმუშად ავიღეთ 400 ცალი ფუტკარი და

ჩამოცვივდა მაგალითად 20 ვაროას ტკიპა : (20 ÷ 400) X 100 = 5%

შაქრის პუდრის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნას წიწვის მტვერი, კრახმალი და ა.შ.

  • სპირტის გამოყენებით ვაროას დათვლა:  მეთოდი იგივეა ოღონდ, შაქრის პუდრისაგან განსხვავებით ფუტკარი იხოცება. ფუტკრის შეგროვებაც იგივე ნაირად ხდება რაც პირველ შემთხვევაში აღვწერეთ, ამ შემთხვევაში სპირტში დახოცილი ფუტკარი შეგვიძლია მოვათავსოთ ელვა შესაკრავიან პოლიეთილენის პარკში დავაწეროთ საიდენტიფიკაციო ოჯახის ნომერი და შევინახოთ მაცივრის საყინულეში. შემდეგ როცა გვსურს ვაროას რაოდენობის გაგება, გადაგვაქვს დახოცილი ფუტკრები ელვა პაკეტიდან ქილაში სადაც ვამატებთ 70% სპირტს ისე რომ დაიფაროს ფუტკრები, აუცილებლად ვათვალიერებთ ელვა პაკეტს ხომ არ არის იქ ვაროა. კარგია თუ ერთ დღეს ვამყოფებთ ასეთ ხსნარში დახოცილ ფუტკარს. ავურევთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და დავაქცევთ მასას რამე  ფართო ფსკერის მქონე თეფშზე (სურათი 6). თუ ფსკერი თეთრია ვაროას ტკიპებს ადვილად შევამჩნევთ, პროცედურას რამდენიმეჯერ გავიმეორებთ სანამ არ დავრწმუნდებით რომ ყველა ტკიპა ჩამოვრეცხეთ. დატკიპიანებას ვითვლით იგივე ფორმულით რაც ზემოთ იყო მოცემული, ტკიპას ჩამოცვენილ რაოდენობას ვყოფთ ნიმუშში აღებული ფუტკრის რაოდენობაზე და ვამრავლებთ 100-ზე.
სურათი 6.  სპირტის დახმარებით ვაროას ტკიპას გამორეცხვა ზრდასრული ფუტკრის ნიმუშებიდან. ფუტკარი შეჩერდება მავთულბადის საცერთან, ხოლო ტკიპა კი სპირტთან ერთად გამოირეცხება თეფშზე, თეფშის თეთრი ფსკერი გვაძლევს საშუალებას დავთვალოთ გამორეცხილი ტკიპა

თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა სპირტთან, მის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნიანი წყალი. დაამატეთ 15-30 წვეთი ჭურჭლის სარეცხის საშუალება 0,5 ლიტრ წყალს, ფუტკრები მოათავსეთ ამ ხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში ფილტრაციამდე.

ფსკერზე დაცვენილი ვაროას ტკიპის რაოდენობიდან, ტკიპის საერთო  რაოდენობის დადგენა სკაში

 უფრო და უფრო პოპულარი ხდება სკის ფსკერზე მთლიანი მავთულბადიანი სკები, როგორც ერთ-ერთი მექანიკური მეთოდი ვაროას წინააღმდეგ ბრძოლის. მეთოდი დაფუძნებულია გათვლაზე, რომ ფსკერზე დაცვენილი ვაროას რაოდენობა პირდაპირ კავშირშია  ოჯახში ვაროას საერთო  რაოდენობაზე. „დაცვენილი“ ვაროას რაოდენობა გვიჩვენებს საერთო რაოდენობას ტკიპისას – ქეც ზრდასრულ ფუტკარზე და ქეც გადაბეჭდილ ბარტყში. ზრდასრული ტკიპები რეგულარულად ცვივიან მუშა ფუტკრებიდან, ხოლო მკვდარი ვაროას ტკიპები გამოიყრებიან ბარტყის უჯრიდან დასუფთავების დროს. შაქრის პუდრა და სპირტით გამორეცხვა მხოლოდ გვიჩვენებს ზრდასრულ ფუტკარზე ტკიპის დატვირთვას.

 ძირითადი პროცედურა – მავთულბადის ქვეშ მოვათავსოთ ვაზელინ წასმული ფირფიტის ნაჭერი. ეს ნაჭერი დავტოვოთ სამი დღის განმავლობაში და შემდეგ დავთვალოთ მკვდარი ვაროას ტკიპები. დატკიპიანების დასაშვები ზღვარი გამოითვლება ჩამოცვენილი  ვაროას ტკიპის რაოდენობის გაყოფაზე დღეების რაოდენობაზე, როცა ვახდენდით დათვლას. ამ დროს მაქსიმალურად დასაშვები კრიტიკული  ზღვარია 40-50 ტკიპა დღეში. (რეგიონებისდა მიხედვით ეს დასაშვები კრიტიკული ზღვარი ცვალებადი იქნება, ასევე ცვალებადი იქნება წელიწადის დროების მიხედვით. ამ შემთხვევაში მაგალითად აღებულია აშშ).

საფუტკრეში მკურნალობის გადაწყვეტილების მიღება

 განვიხილეთ სინჯების აღების პრაქტიკული მოდელები, რომლებიც მეფუტკრეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ საფუტკრეებში მკურნალობის დასაწყებად რამდენიმე ოჯახიდან აღებული ნიმუშების შედეგების მონაცემებზე დაყრდნობით. დიდ საფუტკრეებში შეუძლებელია ყოველი ოჯახიდან ნიმუშების აღება და ტესტირება. ამიტომ ვეყრდნობით საშუალო არითმეტიკულით გამოთვლას. თუ საშუალო მაჩვენებელი დატკიპიანების აღემატება დაშვებულ ზღვარს, მაშინ ვახდენთ მთელი საფუტკრის დამუშავებას ქიმიური პრეპარატებით ვაროას წინააღმდეგ. 

 ოჯახებიდან ნიმუშებს ვიღებთ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, თუ საფუტკრეში 20-ზე მეტი ოჯახია ნიმუშს ვიღებთ 8 ოჯახიდან მინიმუმ, თუ 20 ოჯახია ნიმუშს ვიღებთ 6 ოჯახიდან და ა.შ იხელეთ ცხრილი 2.

ოჯახების რაოდენობა საფუტკრეში შერჩევა
>20 8
20 6
10 5
4 3

ცხრილი 2

არაქიმიური მეთოდები ვაროას ტკიპის განვითარების შესაფერხებლად

  არაქიმიური მეთოდების გამოყენება შეიძლება ვაროას ტკიპის გამრავლების შეფერხებისათვის. მაგალითად ვაროას მიგრაცია საფუტკრეებს შორის შეგვიძლია შევზღუდოთ თუ საფუტკრეებს დავაშორებთ ერთმანეთს 4-5 კმ-ით. ასევე თვით საფუტკრეებშიც შეგვიძლია მოდრეიფე ფუტკრების და მოდრეიფე ტკიპების რაოდენობის შეზღუდვაც თუ ოჯახებს განვალაგებთ არასწორად (ერთ ხაზზე არა) და დავაშორებთ მათ.

 ასევე არ გამოვრიცხავ, რომ მეფუტკრეობაში შესაცვლელია რიგი მეთოდებისა ვაროას რაოდენობის შემცირების მიზნით. მაგალითად სუსტი ოჯახების გაერთიანება, ამ დროს შეიძლება ერთი ოჯახიდან დაავადება გადავდოთ მეორეს. ამიტომ სანამ გააერთინებთ ოჯახებს კარგად შეაფასეთ ღირს თუ არა ეს.

 ერთ-ერთი არა ქიმიური  მეთოდი ვაროას წინააღმდეგ არის მტვრის გამოყენება. მაგალითად შაქრის პუდრა, წიწვის ფქვილი, კრახმალი და ა.შ. მტვრის გამოყენება ეფექტურია როცა ოჯახში შექმნილია ხელოვნურად უბარტყო მდგომარეობა და მთელი ტკიპა თავმოყრილია ზრდასრულ ფუტკარზე.

სამამლე ბარტყიანი ჩარჩოებით ვაროას წინააღმდეგ ბრძოლა

 ეს მეთოდი ემყარება ვაროას არჩევანს სამამლე და სამუშე ბარტყს შორის. ზემოთაც ითქვა და კიდევ გავიმეორებ რომ ვაროა სამამლე ბარტყს ამჯობინებს 9-ჯერ მეტად ვიდრე სამუშე ბარტყს. ეს განპირობებულია სამამლე ბარტყის განვითარების უფრო გრძელი სტადიით (24 დღე), ვიდრე სამუშეს (21 დღე), რადგან სამამლეში მდედრ ვაროას  რეპროდუქცია უკეთესია. ამ მეთოდის ვაროას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მდგომარეობს შემდგომში რომ შევქმნათ შესაფერისი გარემო სამამლე ბარტყის განვითარების წელიწადის შესაფერის დროში, მაგალითად გაზაფხულზე და ადრე შემოდგომით.

 მეთოდის მთელი არსი შემდეგში მდგომარეობს, რომ მივცეთ ვაროას საშუალება შეაღწიოს სამამლე ბარტყში და გადაბეჭდვის შემდეგ მოვაცილოთ ასეთი სამამლე ბარტყიანი ჩარჩოები. რამდენიმე კვლევამ აჩვენა რომ, ვაროას პოპულაცია ოქტომბერში 5-10 ჯერ ნაკლებია ისეთ ოჯახებში სადაც გამოყენებული იქნა სამამლე ბარტყის „ხაფანგები“, ვიდრე სხვა ოჯახებში, და ასევე კვლევამ აჩვენა რომ მრავალ ოჯახში ვაროას რაოდენობა, ბევრად ნაკლები იყო დასაშვებ კრიტიკულ ზღვართან მიმართებაში და შესაბამისად ოჯახები არ საჭიროებდნენ ქიმიურ ჩარევას ვაროაზისის მკურნალობისათვის.

მეთოდი 1: სამამლე ფიჭების ამოჭრა, რომელსაც ფუტკრები აშენებენ სამამლეს ზომის უჯრედებით.

ეს მეთოდი უკვე მრავალი წელია პოპულარულია ევროპაში. მეთოდი რომ გამოვიყენოთ ფიჭა უნდა აშენდეს ცვილის საფუძველზე, ჩარჩოში არ უნდა იყოს გაყრილი მავთული და არც ასაშენებელი ფიჭა. ადრე გაზაფხულზე ჩამოშენებულ პატარა ლავაშებს მიამაგრებთ ჩარჩოს ზედა თამასაზე, როცა ღალაა ბუნებაში ფუტკრები იწყებენ ცარიელი უბნების შევსებას სამამლე უჯრებით (სურ. 7). უჯრის ამოყვანისთანავე დედა იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხის დებას სამამლეებში და ვაროას ტკიპები იჭრებიან სამამლე მატლში მის გადაბეჭდვამდე. ჩვენი ფუნქციაა როგორც კი გადაიბეჭდება სამამლე ჩარჩოები ამოვაცალოთ, ამოვჭრათ გადაბეჭდილი სამამლეები და ცვილი გადავადნოთ, თუ ღალიანობა გაგრძელდა შეგვიძლია 2-3 ციკლის გამეორება მოვახერხოთ.

 სურ. 7:  ვაროას სამამლე სატყუარა ჩარჩო, მეთოდი 1. აშენებული ფიჭის ქვედა ზოლს ჩამოვჭრით. ფუტკრები იწყებენ ცარიელი სივრცის სწრაფ ამოშენებას სამამლეს ზომის უჯრებით, და დედა იწყებს კვერცხდებას, ვაროა სამამლე მატლში იწყებს შეჭრას მანამ სანამ ეს უჯრები გადაიბეჭდება, და მეფუტკრემ უნდა ამოჭრას უკვე გადაბეჭდილი სამამლე ბარტყის ზოლი.

მეთოდი 2: გამოვიყენოთ სამამლე ზომის ხელოვნური ფიჭები

 რამოდენიმე მეფუტკრეობის კომპანია უკვე ყიდის პლასტმასის ხელოვნურ ფიჭებს სამამლეს. ეს ხელოვნური სამამლე ფიჭები განსხვავებული (მწვანე) ფერისაა, ადვილად ამოცნობის გამო. საუკეთესოა თუ ერთ ოჯახზე ვიქონიებთ 4 ასეთ სამამლე ხელოვნურ ფიჭიან ჩარჩოს. ჩავდოთ ორი ასეთი სამამლე ჩარჩო ოჯახში როდესაც ოჯახის მოცულობა იზრდება, საუკეთესოა ასეთი ფიჭები განვათავსოთ ბუდის განაპირა მხარეებზე (სურ. 8)

სურათი 8:  ვაროას სამამლე სატყუარა ჩარჩო, მეთოდი 2. სამამლე ჩარჩოები (D),  ამ შემთხვევაში პლასტმასისგანაა დამზადებული, თუმცა ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ დიდი უჯრის ზომის ცვილისგან დამზადებული ფიჭები. ოჯახში „სატყუარა ჩარჩოების“ განთავსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სატყუარა ჩარჩოები უნდა განთავსდეს ბუდის პერიფერიებზე, ადრე გაზაფხულიდანაც (W: სამუშე ბარტყიანი ჩარჩო; H: თაფლიანი ან ჭეოიანი ჩარჩოები)

დედამ შეიძლება კვერცხი დადოს ერთ ან ორივე სატყუარა ჩარჩოში, და აუცილებელია ჩადებიდან 3 კვირის განმავლობაში ეს ჩარჩოები ამოვაცალოთ, რომ არ მოხდეს მამალი ბარტყის გამოსვლა. ჩარჩოებს შემდეგ ყინავენ, ერთი კვირის განმავლობაში, მანამ სანამ მათ ისევ შესთავაზებენ ძლიერ ოჯახებს, ძლიერი ოჯახები იწყებენ მკვდარი ბარტყისგან ამ ჩარჩოების განთავისუფლებას. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა რომ ვაროა ისევ მალე იჭრება ასეთ ჩარჩოებში, რადგან ამ შემთხვევაში არ ხდება უჯრების დაზიანება (ფოტო Jonathan Engelsma, Hudsonville Honey)

დედა კვერცხს ან ერთში ან ორივეში ერთად ჩადებს გაზაფხულზე როცა ოჯახი ვითარდება. ვაროას ტკიპა შეიჭრება უმეტეს სამამლე ბარტყში და ფუტკრებიც რა თქმა უნდა გადაბეჭდავენ ამ უჯრებს. როგორც წინა მეთოდში აქაც აუცილებელია სატყუარა ჩარჩოების ამოტანა სანამ სამამლე ბარტყი დაიწყებს გამოსვლას. ამიტომ კარგია თუ სატყუარა ჩარჩოებს ამოვაცლით ჩადებიდან 3 კვირაში (მამალი ფუტკრის განვითარებას კვერცხიდან-იმაგომდე 24 დღე

სჭირდება). მეორე წყვილს სატყუარა სამამლე ჩარჩოებისას ვათავსებთ პირველი წყვილის ამოტანისთანავე. სისტემატურად ასეთი სატყუარა ჩარჩოების ჩადება გამოიწვევს ოჯახში ვაროას უმრავლესი რაოდენობის „მიტყუებას“, რითაც გავაკონტროლებთ ვაროას რიცხობრიობას ოჯახში. ვაროათი დაინფიცირებული სატყუარა ჩარჩოებს კარგი იქნება თუ გავყინავთ მაცივარში 1 კვირის განმავლობაში, მანამ სანამ ბარტყი არ გახდება მკვრივი მასის. რის შემდეგაც შეგვიძლია ეს ჩარჩოები გამოვიტანოთ მაცივრიდან, გარემოს ტემპერატურაზე გალღვეს და გალღობილი მივაწოდოთ ძლიერ ოჯახებს, რომლებიც დაიწყებენ ამ ჩარჩოების დასუფთავებას მკვდარი სამამლე ბარტყისაგან და ასევე დახოცილი ვაროასაგან, ფიჭაც არ დაზიანდება და გამოსუფთავების შემდეგ დედა ისევ ჩადებს კვერცხს. (ამით ძლიერ ოჯახებში ჰიგიენური ქცევის ხარისხსაც ვავლენთ).

მთლიანი მავთულბადიანი (ეკრანი)  ფსკერის გამოყენება ზოგმა კვლევამ აჩვენა რომ ვაროას რაოდენობა მცირეა მთლიანად ღია მავთულბადით დაფარული ფსკერის მქონე სკებში, ვიდრე დახურულ ფსკერიან სკებში. ზოგ კვლევაში კი ვაროას რაოდენობის შემცირება მოხდა 10-15%-ით, როცა დახურული ფსკერიანი მთლიანი მავთულბადიანი ღია ფსკერით შეცვალეს. თუმცა ყველა კვლევამ არ აჩვენა განსხვავება ამ სხვადსხვა ფსკერიან სკებს შორის. როცა აღმოჩნდა სხვაობა ამ ორ სხვადსხვა ფსკერიან სკებს შორის გაურკვეველი დარჩა ვარდება თუ არა ვაროა ძირს, თუ საქმე გვაქვს ვენტილაციის ცვლილებასთან, რომელიც რაღაც მექანიზმით მოქმედებს ვაროაზე. მკვლევარების უმრავლესობა მიდის იმ დასკვნამდე რომ მთლიანი მავთულბადიანი ანუ ეკრანირებული სკები უსაფრთხოა ფუტკრის განვითარებისათვის. თუმცა კვლევებით დადგინდა ისიც რომ ეკრანირებული (მთლიანად მავთულბადიანი ღია ფსკერით) სკები ფაქტიურად გვეხმარება სხვა დაავადებთან ბრძოლისას, მაგალითად როგორიცაა მცირე ფუტკრის პატარა ხოჭო (Aethina tumida), ასევე ეკრანირებული ძირები სშუალებას გვაძლევს იოლად გამოვთვალოთ ვაროას რაოდენობა, ქვემოდან მიმწებებელ წასმული ფირფიტების ამოდებით (მსგავსი მეთოდი ზემოთაა აღწერილი).

იზრუნეთ სელექციურად ვაროას მიმართ მედეგი ხაზების გამოყვანისათვის მკვლევარები და მეფუტკრეები აგრძელებენ მუშაობას ფუტკრის სელექციური ხაზების განვითარებისათვის, რომლებიც უფრო მედეგნი არიან დაავადებების და პარაზიტების მიმართ. თუმცა ფუტკრებში გენეტიკურად უფრო მედეგი თაობების გამოყვანის მხრივ მეტია გასაკეთებელი. გადარჩევა დაავადებების მედეგობის მხრივ უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ნიშნების მხრივ გამორჩევა ოჯახების, მაგალითად როგორიცაა თაფლის მოტანა, კვერცხმდებლობა, დამცავი თვისებები. რთულია იმიტომ რომ,  რთულია დაკვირვება და მუდმივი კონტროლი პათოგენური მიკროორგანიზმების ან მავნებლების პოპულაციის მხრივ.

ფუტკრის ოჯახების შერჩევა ჰიგიენური ქცევების მხრივ მრავალი მეფუტკრე აკვირდება და ცდილობს გაამრავლოს ოჯახები რომლებიც გამოირჩევიან ბუდის კარგი დასუფთავებით და ასევე ჰიგიენური ქცევებით. კვლევა რომელიც ჩატარდა 1940 – 1950 წლებში Walter Rothenbuhler -ის მიერ ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში, აჩვენა რომ, ფუტკრის ოჯახებმა რომლებიც გამოირჩეოდნენ შედარებით მაღალი ჰიგიენური თვისებებით, აღმოაჩნდათ გამოხატული მდგრადობა ამერიკული სიდამპლის მიმართ. დოქტორმა  Marla Spivak-მა მინესსოტას უნივერსიტეტიდან განავრცო დაწყებული კვლევა და მიიღო ჰიგიენური ქცევებით გამოხატული ფუტკრის ოჯახები. ფუტკრის შერჩევით საქმიანობაში ის იყენებდა თხევადი აზოტით ბარტყის გაყინვას და აბრუნებდა მსგავს ჩარჩოებს ისევ ოჯახში და აკვირდებოდა ფუტკრის ჰიგიენურ ქცევას. მაღალი ჰიგიენური ქცევებით გამოხატული ოჯახები მკვდარი ბარტყის 90%-ეს ასუფთავებს 24 სთ-ის განმავლობაში. ამ მხრივ ხდება შემდეგში გასამრავლებელი ოჯახების შერჩევა.

ფუტკრები, რომელთაც განსაკუთრებით აქვთ გამოხატული ვაროას მიმართ ჰიგიენური ქცევა აქ მინდა ავღნიშნო ერთი მაგალითი: რუსული ფუტკარი, რომელიც პრიმორიის მხარეში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია გავრცელებული, საიდანაც სხვათაშორის მოხდა ევროპულ ფუტკარზე მისი გავრცელება,  მოუწია თანაცხოვრება ვაროას ტკიპასთან 150 წლის განმავლობაში და მან ამ დროში შეიძინა დამცავი მექანიზმი ვაროას წინააღმდეგ.  სხვათაშორის   ფუტკართან სელექციის მხრივ არ ხდება საუკუნეებით ლოდინი, სრულად შესაძლებელია ვაროას მიმართ ჰიგიენური ფუტკრის ხაზების 30 წელში გამოყვანა (ჩემი შენიშვნა)  

სურათი 9.

მკვლევარებმა USDA-ARS -იდან გამოიყვანეს ვაროას მიმართ მედეგი ფუტკრები, იმ ოჯახების გამორჩევით  რომლებშიც ვაროას პოპულაციის ზრდა ნაკლები იყო და შესაბამისად ასეთი ოჯახებიდან მიღებულ თაობებშიც ვაროას პოპულაცია დროთა განმავლობაში მცირდებოდა. 

რამდენიმე წლის შემდეგ მკვლევარებმა შენიშნეს რომ (Rinderer et al. 2010), რეზისტენტობის მექანიზმი –  ვაროას მიმართ ჰიგიენური ქცევა (VSH). ზრდასრული ფუტკრები ვაროას მიმართ მდგრად ოჯახებში გრძნობენ ვაროასთან ერთად უჯრაში მყოფი დაავადებული ბარტყის მიერ გამოყოფილ სიგნალებს (ფერომენს), რომლის მერეც სანიტარი ფუტკრები გადახსნიან დაავადებული ბარტყი უჯრას თავს და ასუფთავებენ ბარტყიან ვაროიანად.  (სურ.9)   

სურათი  9 : VSH – ის გამოსახულება. მიზანმიმართული სელექცია ჩვევაზე, რომ დაიჭიროს გარკვეულ ნიშნულზე ვაროას პოპულაციის ზრდა, მიგვიყვანს ფუტკრის ახალ ხაზამდე, რომელსაც გამოხატული ექნებათ ვაროას მიმართ ჰიგიენა (VSH). VSH – ესაა თვისება ზრდასრული ფუტკრების, იგრძნოს თავდახურულ უჯრაში მყოფი ვაროას და მისი შთამომავლობის მიერ  დაზიანებული ბარტყის მიერ გამოცემული სიგნალები. ფუტკრები ამ სიგნალს შემდეგნაირად პასუხობენ: ხსნიან გადაბეჭდილ უჯრას თავს და ასუფთავებენ დაავადებული ბარტყისაგან და შიგ მყოფი ვაროებისაგან. თუმცა ამ ვითარებას ეწირება ფუტკრის ბარტყი, მაგრამ ეს ეფექტური მეთოდია ვაროას წინააღმდეგ.

თუმცა ეს პროცედურა ღუპავს მასპინძელ ფუტკრის ბარტყს, მაგრამ ასევე ეფექტურად წყვეტს ვაროას რეპროდუქტიულ ციკლს. და ამ შეწყვეტილი ციკლების გამოც მომავალში მდედრი ვაროას რეპროდუქტიულობაც საგრძნობლად ეცემა მთელი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობით. მიუხედავად იმისა რომ, VSH  წარმოადგენს ბუდის დასუფთავების ტიპს, ის მაინც გენეტიკურად განსხვავებულია საერთო ჰიგიენისგან, რომელსაც ვღებულობთ გაყინული ბარტყის შერჩევის გზით (იხილეთ ზევით). უახლოესმა ტესტებმა აჩვენა რომ, ფუტკრებს რომლებსაც გამოხატული აქვთ VSH თვისება კარგები არიან ასევე მკვდარი გაყინული ბარტყებისგან უჯრის გასუფთავებაში და ასევე ვაროათი დაზიანებული ჭუპრების, როცა ჰიგიენური ფუტკრები რომლებიც თავიდან იცილებენ გაყინულ მკვდარ ბარტყს, ისე კარგად ვერ აღმოაჩენდნენ ვაროათი დაავადებული ფუტკრის ჭუპრებს.

 მგონი დროა ჩვენც ვიფიქროთ მსგავსი ნიშნით გამოხატული ფუტკრის ოჯახების სელექციაზე, დარწმუნებული ვარ საქართველოშიც ჩემს მსგავსად ბევრ მეფუტკრეს ექნება ეს თვისება შენიშნული (ჩემი შენიშვნა) განვიხილოთ ქიმიური დამუშავება ფუტკრის ოჯახების მაშინაც კი როცა ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ მეთოდებს და ფუტკრის მედეგობას ვაროას მიმართ, საბოლოოდ მაინც დგება მომენტი, როცა ვაროას ტკიპას პოპულაციის რაოდენობა გადაამატებს მის დასაშვებ ზღვრულ ნიშნულს. როცა ეს მოხდება რჩება ერთადერთი გამოსავალი ქიმიური აკარაციდების(მიტიციდები) გამოყენების, ეს ბოლო თავდაცვის ხაზია. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რომ  ქიმია გამოიყენოთ სკაში  როგორც ბოლო საშუალება. შესაბამისი არგუმენტების მოყვანა ძალიან იოლია. ბევრი ქიმიური ნივთიერებები რომლებიც გამოიყენება ფუტკარში ვაროას წინააღმდეგ, გააჩნიათ ნეგატიური გავლენა ფუტკრის მიმართ (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 3.  პრეპარატები და ქიმიური ნივთიერებები რომლებიც ხშირად გამოიყენება მეფუტკრეობაში ვაროას წინააღმდეგ

დასახელება მოქმედი ნივთიერება როგორ მოქმედებს როგორი სახით ფუტკრის ჯანმრთელობაზე მოქმედება ცვილში  დაშლის პერიოდი
Apistan ტაუფლუვინატი ნერვული ზემოქმედება ფირფიტები კი წელი
varostop ფლუმეტრინი ნერვული ზემოქმედება ფირფიტები კი წელი
CheckMite + კუმაფოსი ნერვული ზემოქმედება ფირფიტები კი წელი
Apivar ამიტრაზა ნერვული ზემოქმედება ფირფიტები კი მოკლე
ApiLife Var თიმოლი ნერვული ზემოქმედება მყარი ფირფიტა კი მოკლე
Apiguard თიმოლი ნერვული ზემოქმედება ბლანტი მასა,  კი მოკლე
Mite Away II ჭიანჭველმავა ძლიერი მჟავა, რომელიც მიტოქიენდრიები აირი კი მოკლე
HopGuard II ბეტა მჟავები მიღებული მჟაუნადან უცნობია ფირფიტები უცნობია მოკლე
Oxalic Acid მჟაუნმჟავა ძლიერი მჟავა მიტოქონდრიები შესხურება სითხის სახით კი მოკლე

დროის სიმცირის გამო აქ არ მომიყვანია საქართველოში რეგისტრირებული და გავრცელებული პრეპარატების დასახელება, თუმცა მოქმედი ნივთიერებიდან გამომდინარე ვფიქრობ მკითხველისათვის ყველაფერი გასაგებია

გარდა ამისა, ბევრი ამ ნივთიერებიდან ანაგვიანებს ცვილს, და გარკვეული დროის შემდეგ ამ ნარჩენებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ფუტკრის ოჯახის ჯანმრთელობაზე. ზოგი ქიმიური ნივთიერება ცვილში დიდხანრს რჩება წლების განმავლობაში, როცა შეიძლება სხვები დაიშალნონ კვირეების განმავლობაში. გარდა ამისა შეიძლება ვაროას პოპულაცია გენეტიკურად მდგრადი გახდეს ამ ნივთიერებების მიმართ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ხაზგასმით მკაცრად რეკომენდირებულია ქიმიკატების გამოყენება მხოლოდ მაშინ როცა ვაროას პოპულაციის რაოდენობა მიაღწევს დაშვებულ მაქსიმალურ ზღვარს, და ასევე მკაცრადაა რეკომენდირებული პრეპარატების ცვლა მოქმედი ნივთიერებებისდა მიხედვით, რომ რაც შეიძლება შევანელოთ რეზისტენტობის განვითარება.

აუცილებელია ასევე  რეკომენდაციების დაცვა რომ დავიცვათ ფუტკარი, ვაროას წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებისას:

  1. ფუტკრის ოჯახის ქიმიური დამუშავება გამოიყენეთ, მხოლოდ მაშინ, როცა ვაროას პოპულაციის რაოდენობრივი ნიშნული მიუახლოვდება მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს;
  2. გამოიყენეთ ის პრეპარატები და ქიმიური ნივთიერებები რომლებიც ოფიციალურადაა დარეგისტრირებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;
  3. ყოველთვის მიყევით ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას, ყურადღება მიაქციეთ ინდივიდუალურ უსაფრთხოების წესების დაცვას, პრეპარატის გამოყენებისა და შენახვის წესებს,  ასევე დამუშავების შემდეგ დარჩენილი პრეპარატების შენახვის წესებს;
  4. არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ არარეგისტრირებული პრეპარატები;
  5. ცვალეთ აკარაციდები(მიტიციდები) მოქმედი ნივთიერებების შესაბამისად და ასევე წლის დროების მიხედვით;

აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ღალის დროს არაფრით არ შეიძლება ფუტკრის ოჯახების ვაროას წინააღმდეგ დამუშავება, გამონაკლისი ამ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ მხოლოდ ჭიანჭველმჟავას მიმართ. ასევე არ გამოიყენოთ ქიმიური ნივთიერებები იმ დროს, როცა ფუტკრის ოჯახს გადასაზამთრებელი ბარტყი გამოყავს, ვინაიდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ოჯახის მიერ გამოზამთრებაში. 

მაგალითად მოვიყვან მისისიპის მეფუტკრეების მიმართ მიცემულ რეკომენდაციას… 

 გაითვალისწინეთ ჩვენთან საქართველოში მსგავსი რეკომენდაციები კიდევ შესათანხმებელია

მათ (მეფუტკრეებმა) უნდა დაამუშაონ თავიანთი საფუტკრეები არა ნაკლებ 2-ჯერ მაინც წელიწადში. ერთხელ თებერვლის დასასრულს და მეორეჯერ აგვისტოს დასაწყისში. მრავალი ქიმიური დამუშავება ხდება ფირფიტების მეშვეობით 40-50 დღით ბუდეში განთავსებით, რომ გაანადგუროს ვაროა. ეს ორი წელიწადის  დრო კარგად ესადაგება მთავარი ღალიანობას (თებერვალი) და ასევე ზამთრის გუნდის გამოყვანას (აგვისტო). ამ პერიოდში შესაძლებელია ქიმიური პრეპარატების გამოყენება (სურათი 10). 

სურათი 10.

  სურათი 10. ნიმუშების აღების დროს და ასევე ქიმიური დამუშავების. ქიმიურ დამუშავებას ვაროას წინააღმდეგ ვატარებთ  მაშინ როცა ბუნებაში არ ველოდებით მთავარი ღალიანობის დაწყებას, ეს აუცილებლად უნდა დავიცვათ რომ არ მოხდეს თაფლის დანაგვიანება. ქიმიური დამუშავება ასევე არ შეიძლება როცა ფუტკრის ოჯახი გადართულია გადასაზამთრებელი ბარტყის გამოყვანაზე, ვინაიდან ქიმიურმა ნივთიერებამ არ იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად. ამ მიზეზების გამო რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ დამუშავება ვაროას წინააღმდეგ (თებერვალში და აგვისტოში). თუ ვაროას პოპულაციის მაჩვენებელი აღემატება დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს არის დრო რომ ოჯახები დავამუშაოთ ყვითელი ოვალით შემოხაზულ კრიტიკულ დრომდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში არ არსებობს გამოქვეყნებული შეთანხმებული მოქმედების გეგმა, მაინც ვთვლი და ამ მხრივ რეკომენდაციასაც ვიძლევი რომ მეფუტკრეებმა ამ დროს ჩაატარონ ტესტირებები ვაროაზე. თუმცა შეიძლება ვაროას რაოდენობა შეიძლება მცირე იყოს(ბევრი ვაროას ტკიპა იღუპება ზამთარში), მაგრამ ოჯახების სწრაფი ზრდა ხდება მარტ-აპრილში, ხოლო ვაროას ტკიპას რაოდენობაც სწრაფად მატულობს მაშინ როცა ბევრი ბარტყია.

დაამუშავეთ ოჯახები თუ ვაროას ტკიპას მაჩვენებელი თებერვალში 1%-ს აღემატება და თქვენ თუ არ აპირებთ არა ქიმიური მეთოდების გამოყენებას ვაროას წინააღმდეგ. აქ კრიტიკულ წერტილად ამ დროში ითვლება 500-600 ვაროა 15 000 – 20 000 ფუტკარზე. ეს ზღვარი არ გვაყენებს შესამჩნევ ზარალს, მაგრამ თუ არ შევაჩერეთ 10 კვირის შემდეგ მიაღწევს სახიფათო კრიტიკულ წერტილს, რომელიც დაემთხვევა მთავარ ღალიანობას. მოერიდეთ ქიმიურ დამუშავებას, თუ თებერვლის სინჯების შემდეგ თქვენ აპირებთ ვაროას სამამლე სატყუარა ჩარჩოების გამოყენებას (ვუწევ რეკომენდაციას).

და ბოლოს, განიხილეთ შესაძლებლობა ქიმიური დამუშავების შემდეგ ვაროას ტესტის ჩატარების (განსაკუთრებით გაზაფხულზე), რომ დავრწმუნდეთ მკურნალობის შედეგიანად ჩატარებაზე. ეს საჭიროა ვინაიდან ვაროას ტკიპების პოპულაცია გენეტიკურად გახდა მედეგი ამა თუ იმ პრეპარატების მიმართ, ამიტომ მათი განადგურება უკვე შეუძლებელია იგივე აკარაციდებით (მიტიციდებით). და ამ მდგრად ვაროას თაობებს შეუძლიათ გადაადგილდნენ საფუტკრედან საფუტკრეში. მაგის მაგივრად რომ ვირწმუნოთ ვაროაზე ქიმიიური ზემოქმედების წარმატებულ მოქმედებაზე. ყოველთვის ჯობია გადავამოწმოთ პრეპარატის მოქმედება მარტივი მეთოდით. თუ ტკიპების რაოდენობა არ შემცირდა მაშინ უნდა შეცვალოთ მოქმედი ნივთიერება, რომ გააკონტროლოთ ვაროას რაოდენობა. 

ვიმეორებ რეკომენდაციები გაცემულია მისისიპის სამხრეთი რეგიონებისათვის, საქართველოს კლიმატური პირობებისათვის ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და მსგავსი რამ შევადგინოთ…

თარგმნა:  ალეკო პაპავა (2 მარტი 2019 წელი)

წყარო:  http://extension.msstate.edu/publications/publications/managing-varroa-mites-honey-beecolonies?fbclid=IwAR34Bwk8LKz6aSac3NNa-SzZ8JN908CWjMAEGpmJ7T8H00dk5KgWm36gIsQ