ფუტკრის პრეპარატები _ ბაივაროლი

ბაივაროლი ფუტკრის ვაროატოზის (Varroa jacobsoni) სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

შემადგენლობა: თითო ფირფიტა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ფლუმეტრინს – 3,6 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ყარი თეთრი პლასტიკური ფირფიტები. მოქმედი ნივთიერება – ფლუმეტრინი, ავლენს რა სელექციურ მოქმედებას ექტოპარაზიტებზე, შედის ურთიერთქმედებაში ნერვული უჯრედების მემბრანების ნატრიუმის არხებთან, რის შედეგადაც აღინიშნება მემბრანის რეპოლარიზაციის შეფერხება. ფლუმეტრინი იწვევს ექტოპარაზიტების ნერვული უჯრედების ხანგრძლივ გადატვირთვას.

გამოყენების წესი და დოზირება: ფირფიტები დაკიდეთ სკებში ჩარჩოებს შორის ფუტკრის ბუდის ცენტრალურ ზონაში ისე, რომ ფუტკრებს შეეძლოთ მათზე გადაადგილება ორივე მხრიდან. ორივე დასაკიდი მარყუჟი გადაკეცეთ ზემოთ ერთი მიმართულებით გადაკეცვის მარკირებულ ხაზზე და დაკიდეთ ფირფიტა ჩარჩოს სექციის ზედა ლარტყაზე.

ფუტკრის ძლიერი ოჯახებისთვის, რომლებიც ბუდეში იკავებენ რამდენიმე კორპუსს, შეგიძლიათ ერთმანეთს შეუერთოთ ორი ფირფიტა ქვედა ნაპირებით, ისე, რომ შეიძლებოდეს მათი ჩასმა სკაში ჩარჩოებს შორის არსებულ სივრცეში და მათი ამოღება ბუდის კორპუსების დაშლის გარეშე.

ფუტკრის ნორმალური ოჯახებისთვის გამოიყენება ოთხი ფირფიტა.

სუსტი ოჯახებისთვის, ახალი ოჯახებისთვის და ახალგაზრდა მუშა ფუტკრებისთვის გამოიყენება ნახევარი დოზა, ე.ი. 2 ფირფიტა.

დიდი ოჯახებისთვის, რომლებიც ბუდეში იკავებენ რამდენიმე კორპუსს, გამოიყენება 4 ფირფიტა ერთ კორპუსზე, რომლებიც უნდა განთავსდეს ჩარჩოებს შორის არსებულ სივრცეში.  

ბაივაროლის გამოყენების ყველაზე ეფექტიანი პერიოდიზაფხულის ბოლოა, თაფლის შეგროვების დასრულების შემდეგ.

ბაივაროლის გამოყენება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს ვაროატოზის დიაგნოსტიკისა და სამკურნალოდ, ფუტკრის ოჯახების ინტენსიური ინვაზიის შემთხვევაში.
დიაგნოსტიკა: ფირფიტების დაკიდების წინ სკის ძირზე დააფინეთ სუფთა ქაღალდი. ზოლების დაკიდებიდან 24 საათში ძირი შეამოწმეთ მკვდარი ვაროას ტკიპების არსებობაზე.
მკურნალობა ფირფიტების გამოყენების ხანგრძლივობა – არაუმეტეს ექვსი კვირისა.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება ვაროატოზისა და ნოზემატოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.
დაყოვნების პერიოდი: 0 დღე.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ცალკე საკვები პროდუქტებისგან. პაკეტი გახსენით უშუალოდ გამოყენების წინ.

შენახვის ვადა: 5 წელი.

შეფუთვა: მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ფოლგის პაკეტი, თითო პაკეტში – 4 პლასტიკური ფირფიტა.

მწარმოებელი: ბაიერი, გერმანია.

წყარო: futkara.gweb.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *