ფუტკრის შხამის გამოყენება

თანამედროვე პირობებში ანტიბიოტიკების და ძლიერმოქმედ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს შორის ფუტკრის შხამს  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომელიც სახალხო მედიცინის დიდი მონაპოვრად ითვლება. მან საზოგადოებრივი განვითარების ყველა საფეხურზე  დიდ ისტორიულ გამოცდას გაუძლო და თავისი მაღალეფექტიანი სამკურნალო თვისებები დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
1932 წელს პარიზში შედგა ექიმ–თერაპევტთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც რევმატიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა, განსაკუთრებულად აღინიშნა რევმატიზმით დაავადებულთა ფუტკრის შხამით მკურნალობისას მიღებული მნიშვნელოვანი ეფექტი.

ფუტკრის შხამი სამკურნალოდ კანში ჩაზელვით ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, ჩინეთსა და ინდოეთში გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე, პლინიუსი, გალენი და სხვა ცნობილი ექიმები მიუთითებდნენ, რომ ფუტკრის შხამს და თაფლს სამკურნალო თვისებები გააჩნდა და რომ ფუტკრის დანესტვრით რევმატიზმების და ნერვული კუნთების ტკივილის დროს კარგი შედეგები იყო მიღებული.

რუსეთში პირველი ექიმი, რომელმაც ფუტკრის შხამი 1864 წ. სამკურნალო მიზნით გამოიყენა, იყო ლუკომსკი, მის შემდეგ _ სამხედრო ექიმი ლუბარსკი, 1952 წ. იორიშ. 1973 წ. ვაისმანმა ფუტკრის შხამითთ ართრიტით დაავადებული განკურნა, 1988 წ. ავსტიელმა ექიმმა ტერჩ ფილიპმა რევმატიზმით და ნევრალგიით დაავადებულებში ფუტკრის დანესტვრით განკურნების მაღალი შედეგი მიიღო.

ფუტკრის შხამის პატარა დოზები ადამიანის ორგანიზმში თვალსაშინო ცვლილებებს არ იწვევენ, გაზრდილი დოზები კი გამოხატავენ საპასუხო რეაქციას _ შესივების, კანის სიწითლის, თავბრუსხვევის, ზოგჯერ შოკის და შეხუთვის სახით.

ფუტკრის შხამის კომპონენტებს ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელი და განგლიობლოკირების თვისებები, დადებით ეფექტს იძლევა ჰიპერტონიის დროს, აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენით პროცესებს, ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ანტიკოაგულაციის თვისებების გამო ფუტკრის შხამს იყენებენ თრომბოზების დროს, როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას.

ფუტკრის შხამის თერაპიული დოზები აფართოეებენ ტვინის და კორონარულ სისხლძარღვებს, ამიტომაც მას ეფექტურად იყენებენ პოსტინფაქრტული სტენოკარდიის მოსახსნელად. ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის შენარჩუნებას, ამცირებს ერითროციტების დალექვას, აუმჯობესებს ძილს, ზრდის მადას, ორგანიზმის საერთო ტონუსს, აქვეითებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

პატარა დოზები ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვას, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის აქტიურობას. ფუტკრის შხამი გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის, რადიკულიტის, ნევრალგიის, იშიაზის, პოლიართრიტის, მიოზიტების, ქრ. რევმატიზმის და არასპეციფიკური პოლიართრიტების, თრომბოფლებიტის, ფილტვის ქრ. ანთების, პროსტატიტის, საშვილოსნოს ქრ. და მწვავე ანთების, მიგრენის, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების და წყლულების, თვალის სნეულების (ირიტის და სხვ.) და სხვათა სამკურნალოდ. აპიტოქსინოთერაპია უნდა ჩატარდეს ექიმის რჩევით და მეთვალყურეობით.

ფუტკრის შხამის გამოყენება არ შეიძლება მწვავე ინფექციური დაავადებების , ჩირქოვანი პროცესების, გულის მანკის, გლაუკომით, დიაბედით< ადისონით აავადებულთთვიუს, გულსისხლძარღვთა უკმარისობის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვის ტუბერკულოზის, თირკმლის, ღვიძლის, ვენერიული დაავადებების, შარდში და სისხლში ლეიკოციტების არსებობისას და სხვათა დროს.

დაუშვებელია პაციენტისათვის, რომლებიც იღებენ ფუტკრის შხამს, სპირტიანი და ცხარე სასმელის მიღება, ჭარბი კვება, შხამის მიღებისთანავე წყლის აბაზანის მიღება, სეირნობა. ნესტრის ამოღებისთანავე პაციენტი უნდა წამოწვეს 20-25 წუთით.

აპითერეპევტები უპირატესობას ანიჭებენ სამკურნალოდ შხამის გამოყენებას ცოცხალი ფუტკრით დანესტვრის მეთოდით. მაგრამ ვინაიდან ყველასათვვის იგი არ არის შესაძლებელი, ამიტომ მიმართავენ შხამის შემცველი პრეპარატების გამოყენებას თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

ფუტკრის შხამზე დამზადებული პრეპარატებია ვირაპინი, აპიზატრონი, აპიფორი, ფორაპინი, აპიტოქსინი, ეპივენი, აპიკური, აპიკოზანი და სხვა, რომელთა გამოყენებაც უნდა მოხდეს ინსტრუქციის შესაბამისად და ექიმების ზედამხედველობით. პრეპარატები გამოდის მალამოს, ფხვნილის და აბების სახით.

მალამო ამცირებს ტკივილის შეგრძნებას კუნთებში, სახსრებში, ნერვებში ამიტომაც იყენებენ სახსრების, კუნთების, ნერვების, რადიკულიტის ოსტეოქონდროზის და სხვათა დროს. მალამოს გამოყენებამდე ჩასაზელი ადგილი უნდა დავიბანოთ საპნით ან თბილის წყლით, ჩაზელვის შემდეგ კი ხელი კარგად დავიბანოთ. განსაკუთრებით გაღიზიანებისაგან უნდა დავიცვათ თვალის ლორწოვანი გარსი.

თანამედროვე აპითერაპევტები უპირატესობას ანიჭებენ ფუტკრის დანესტვრით მკურნალობის იორიშის მეთოდს (1952), რომელიც შემდეგში მდგომარეობს. ამოვირჩიოთ დანესტვრის ადგილი მხრების და თეზოს გარეთა ზედაპირზე, რომელიც დანესტვრამდე თბილი წყლით და საპნით კარგად უნდა დავიბანოთ. ფუტკარს დააჯენენ მტკივან ადგილზე. პირველი კურსი მოიცავს 10 დღეს, პირველ დღეს ინესტრებიან 1 ფუტკრით, მეორე დღეს ორით, მესამეზე სამით და ა.შ. 3-4 დღიანი შესვენების შემდეგ ატარებენ მეორე კურსს, 1,5 თვიანი ხანგრძლივობით და ყოველდღიურად იყენებენ დასანენსტრად 3-3 ცალ ფუტკარს ( სულ ღებულობენ 150-200 ცალ ფუტკარს).

რევმატიზმით დაავადებულები კარგად იტანენ დანესტვრის პროცეტურებს, მავშვები და მოხუცები კი დანესტვრისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან, ამიტომ მათ მიმართ პროცედურებს დღეგამოშვებით ატარებენ და 6 სეანსის ჩატარებიდან ერთი კვირის შესვენების შემდეგ იმეორებენ, 4 კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით სამ-სამი დანესტვრით. რევმატიული ართრიტის დროს ფუტკრის შხამით მკურნალობის მაღალი შედეგი მოხსენიუბეულია 1971 წელს მ. გუსევას მიერ საერთშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც მიეძღვნა ფუტკრის პროდუქტების გამოყენებას მედიცინაში.

მ. ვაისმანი ასკვნის (1973), რომ ართრიტის მაღალი მკურნალობა მხოლოდ შხამის შემადგენლობაში შემავალი აპიმინით აიხსნება, რომელსაც ჰიდროკორტიზონზე სამჯერ უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, აპიმინს შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახოს. ფუტკრის შხამსი შემავალ პეპტიდებს გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი 10-15 ჯერ მეტად, ვიდრე ნარკოტიკულ ანალიგეტიკებს. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა პრაქტიკაშ უკვე ორმოც წელზე მეტია, რაც მოქმედებაშია და დანერგილია მისი გამოყენება თაფლიანი მასაჟის, პროპოლისის მალამოს და ფუტკრის სხვა პროდუქტებთან ერთად კომპლექსური გამოყენებით. დანესტვრის წინ კარგია სახსრის მასაჟი თაფლით ავადმყოფის სახსრის ოდნავ შეწითლებამდე, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდა გამწოვ ფუნქციას ასრულებს და ხელს უწყობს ნივიერებათა ცვლას.

თაფლი ავადმყოფს ენიშნება როგორც გარებანი გამოყენებისათვის, ისე შიგნით საკვებად მისაღებად დღე-ღამეში 3-4-ჯერ 100-200 გ. ასეთი მომზადების შემდეგ ახდენენ სახსსარზე დანესტვრას.

ოფთალმოლოგიაში ფუტკრის შხამი გამოიყენება როგორც დანესტვრით, ისე ინექციის სახით, იგი დადებითად მოქმედებს მიკროცირკულაციაზე. ძლიერი ანტების და ჰემორაგიული გლაუკომის, ჰერპეტორული კერატიტით დაავადებულებში კანქცეში ინექციის სახით იყენებენ აპიზადრონს და სხვა.

ფუტკრის შხამის თერაპიულ ეფექტზე დაკვირვებები მედიცინის მუშაკების მიერ გრძელდება.

წყარო: futkara.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *