პომიდორ-კარტოფილს „2018 წლის ბოსტნეული მცენარის„ ტიტული მიენიჭა

ავსტრიელმა მემცენარეებმა ტომატ-კარტოფილი გამოარჩიეს და მას  „2018 წლის ბოსტნეულის“  საპატიო წოდება მიანიჭეს.

პომიდორ-კარტოფილი სელექციური პროდუქტია და ორი მცენარის _ კარტოფილის და პომიდვრის მყნობის შედეგად მიღებული მცენარეა. იგი ნიადაგში იკეთებს კარტოფილის ტუბერებს, ხოლო ტოტებზე ჩვეულებრივ გემრიელ პომიდორს ისხამს.

ითვლება, რომ პირველი პომიდორ-კარტოფილი 2014 წელს ოთხწლიანი ცდების შედეგად ჰოლანდიელმა სელექციონერმა ბიკენკაპმა მიიღო.

ავსტრიაში პომიდორ-კარტოფილი სათბურებში და რეალიზაციის მიზნით მოჰყავთ.

ერთი ძირი მცენარე სეზონზე საშუალოდ 250-500 პატარა ზომის პომიდვრებს და 2 კილოგრამამდე კარტოფილის ტუბერებს იძლევა​.

წყარო: www.freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *