დარგებიმემარცვლეობა

პური ჩვენი არსობისა _ ქართული ხორბალი _ რბილი ხორბლის წარმოშობა

პური ზნეობრივი კატეგორიაა. მასზე წმინდა არ არსებობს. ქართულ ენაზე არ არის იმაზე ძლიერი სიტყვა, როგორიცაა `პური~. ვინც არ იცის, თუ რა არის პური და შრომა _ სწერდა ჩვენი დროის უდიდესი  პედაგოგი ვ.ა. სუხომლინსკი _ ის აღარ იქნება თავისი ხალხის შვილი, ის კარგავს ხალხის სულიერების ხასიათს, იქცევა განდეგილად, უპირო არსებად, პატივისცემის უღირსად.

პური არსობისა _ ნიშნავს არსებობისთვის სრულიად აუცილებელი, სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. უშაკოვის ლექსიკონი „პური“ ექვსნაირად არის  განმარტებული: პირველი _ პური სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცხვება წყალში გახსნილი ფქვილისგან. მეორე _ იგი ამა თუ იმ ფორმით წარმოდგენილი პროდუქტი. მესამე _ მარცვალი, რომლისგანაც იწარმოება ეს პროდუქტი. მეოთხე _ მცენარე რომლის მარცვლიდან მიიღება ფქვილი და ღერღილი. მეხუთე _ საზრდო, საჭმელი, შემნახველი, მარჩენალი. მეექვსე _ საშოვარი.

პურის ხორბალი _ რბილი ხორბალი, წარმოშობის ხანგრძლიობის თვალსაზრისით, ხორბლის გვარში  შემავალ სახეობებს შორის, შედარებით ახალ სახეობადაა მიჩნეული, მაგრამ იგი წარმოადგენს ხორბლის ძირითად ფონდს დედამიწაზე. აკადემიკოს ნ.ი. ვავილოვის აღნიშვნით, რბილი ხორბალი  გასაოცრად უნივერსალურია და კოსმოპოლიტად გვევლინება.

ქართული რბილი ხორბლის ჯიშებისა და ფორმების ფონდი შეიქმნა მათი მოყვანის მეტად განსხვავებულ ბუნებრივ _ ისტორიულ პირობებში. ცნობილია საგაზაფხულო,  ორთესლა და საშემოდგომო, ცვენადი და არაცვენადი, მკვრივთავთავიანი, ფაშართავთავიანი, მსხვილმარცვალიანი და წვრილ მარცვლიანი, ფქვილღეროები და ტენის მოყვარული, სოკოვანი დაავადებათა მიმართ გამძლე და სენმიმღები, მაღალმოსავლიანი, სტაბილურ მოსავლიანი და მცირე მოსავლიანი ზომები და ფორმები.

აღმოსავლეთ საქართველოში რბილი ხორბლის ვერტიკალური ზღვარი გადის 2000-2300 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან _ ხორბლის მოყვანის უკიდურეს საზღვრამდე. საშემოდგომო ფორმები 1500 მ-მდე აღწევს, საგაზაფხულო კი 2300 მ-მდე. დასავლეთ საქართველოში მათი ზონალური გავრცელების ამპლიტუდა ნაკლებია _ 600-700 მ-დან 1600-1700 მ-მდე ზღვის დონიდან.

რბილი ხორბალი პოლიფიტელური სახეობაა, რომელიც  მრავალი გზით წარმოიშვა. ამ სახეობის წარმოშობის პრობლემა დიდ ყურადღებას იპყრობს. ექსპერიმენტულად სახეობათა წარმოქმნის მეთოდების დაუფლებით შესაძლებელი გახდება მოვახდინოთ სახეობის რეკონსტრუქცია წარმოებისთვის საჭირო მიმართულებით.

იაპონელ  ტრიტიკოლოგს კოხარა უფროსს რბილი ხორბალი ჰიბრიდული წარმოშობის სახეობად მიაჩნია, რომელიც წარმოიშვა ტეტრაპლოიდურ სახეობა დიკას (Tcaztllieum) და ველურად მოზარდი მარცვლოვანის ეგილოპს ტაუშის (სვკაროზა) სპონტანური (ბუნებრივი) ჰიბრიდიზაციით.

გერმანელი ტრიტიკოლოგი კუკკუკი კი თვლის, რომ რბილი ხორბლის  საწყისი ფორმა იყო სპელტა, რომლისგანაც წვრილწვრილი მუტაციების გზით წარმოშვა შიშველთესლიანი რბილი  ხორბალი არა მტვრევადი თავთავით.

მიგვაჩნია, რომ როგორც კოხარას, ასევე. კუკკუკის მოსაზრება არ არის სინამდვილეს მოკლებული და მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული და ყველაზე პოლიმორფული ეს სახეობა, რომლის მრავალფეროვნება, მხოლოდ საქართველოშია, შეადგენს 47-ზე მეტ სახესხვაობას. იქმნებოდა და  მისი ევოლუცია მიდიოდა  როგორც ერთი, ისე მეორე გზითაც _ ჰიბრიდოგენურადაც და მუტაციითაც.

საქართველოს ხორბლის  ენდემურმა სახეობებმა დიდი როლი შეასრულეს  Tziticum -ის ევოლუციაში. ამ მიმართულებით ჩატარებული გამოკვლევებიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს უნგრული მეცნიერის პროფესორი გ. მაზანდის კონცეფცია. ამ კონცეფციას გ. მანდი  საფუძვლად უდებს იმ ფაქტს, რომ არსებობს ხორბლის სახეობათა წარმოშობის ორი მსხვილი პირველადი კერა:

1)         მცირე აზიური, რომელშიც ძირითადად წარმოიშვა ტეტრაპლოიდური სახეობები: T. dicoccum, T. daium  და T. tazgidam, რომელთა საწყისი სახეობები იყვნენ  boeoticam და monacouam. ამ კერძო Tziticum-ის გვარის ევოლუცია დამთავრდა ტეტრაპლოიდურ დონეზე;

2)         ამიერკავკასიური (დასავლეთ საქართველოს), სადაც წარიმართა ჰექსაპლოიდური სახეობების ჩასახვა, კერძოდ, რბილი ხორბლის T. aestivum L. ამ კერაში საწყისი სახეობები იყვნენ ხორბალი ცალმარცვალა და ტეტრაპლოიდური სახეობები.

დასავლეთ საქართველოს ხორბლის ცალკეული სახეობების როლი, რბილი ხორბლის წარმოშობაში მდგომარეობს შემდეგში:

ჩელტა ზანდური (ABG) (T. timophcevi) და ჰექსაპლოიდური ზანდური (AbAbG) (T. Zhunovsvy) ქმნიან Triticum გვარის ევოლუციის ცალკე შტოს და T. timopheevi _სათვის დამახასიათებელი  მეხანიზმის გამო ამ სახეობას რბილი ხორბლის წარმოშობაში მონაწილეობა არ მიუღია (თუმცა, გვხვდება მონაცემები მისი მონაწილეობის შესახებ).

სამაგიეროდ, საქართველოს დანარჩენმა სხვა სამმა ენდემურმა სახეობებმა:  კერძოდ, T. geozgicum -ი, macha და cartellicum (ეს უკანასკნელი სახეობა გვხვდება მთლიანად ამიერკავკასიაში, მაგრამ ყველაზე მეტი სახეობები აღინიშნება საქართველოში) დიდი როლი ითამაშეს რბილი ხორბლის  წარმოშობაში.

სახეობა T. georgicum  (კოლხური ასლი) ლოკალიზებული იყო მხოლოდ დასავლეთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არ ყოფილა აღმოჩენილი. როგორც არქეოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებენ, ხორბლის ეს სახეობა, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში, არ გამოირჩევა პოლიმორფოზით (სამი სახესხვაობა), ის მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავდება T. dicoccumb T -სგან (ასლისაგან), თავთავის დიდი სიმკვრივით (D =44-50), რაც განპირობებულია. თავთავის ღერაკის ზიგზაგისებურებით და შემოკლებული თავთუნების კილით.

  1. georgicum მეიოზის ხასიათით, როგორც იაპონელმა მეცნიერმა მატზურამ დაადგინა, ავლენს სახეობა T. dicocum -თან სიახლოვეს და ამის საფუძველზე ამ იაპონელმა მკლევარმა მიაკუთვნა T. dicoccuam -ს, როგორც ამ სახეობის ქვესახეობად.

ხორბალი მახა (T. macha ) აგრეთვე წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს სელექციურ სახეობას. იგი შედარებით მრავალფეროვანია (14 სახესხვაობა) და ლ. დეკაპრელევიჩის მიერ დაყოფილია ორ ქვესახეობად (მიზანშეწონილად მიმაჩნია ქვესახეობაში აყვანილი იქნენ ცალ-ცალკე სახეობის რარგში).

პირველი ქვესახეობა _ tulalicum Dekar. ხასიათდება მეჩხერი და ნახევრად მეჩხერი  თავთავით _ სიმკვრივის კოეფიციენტით (D =24-29). თავთავის მტვრევადობის ხასიათით ის უახლოვდება სპელტას, ხოლო უფრო მეტად მეჩხერთავთავიანი ფორმების თავთავი ილეწება თითქმის ისევე, იოლად, როგორც სხვა ველურად მოზარდი ხორბლები.

მეორე ქვესახეობა _ imerzeticum Delah, თავთავის ტყდომადობით უთანაბრდება T. dicoccum-s. 0C

ხორბალ მახას წარმოშობის და  კოხარას მიერ დასახული ჰექსაპლოიდიური ყველა ხორბლის საერთო გზა _ ტეტრაპლოიდური სახეობის შეჯვარება Ae. taaschii -თან შემდგომი  ამფიდიპლოიდიზაცია. უკანასკნელი სახეობის არეალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედის დასავლეთ საქართველო. ამიტომ ასეთი შეჯვარება შეიძლება იოლად განხორციელებულიყო. ხორბალი მახა, აგრეთვე ნანახი იქნა დასავლეთ საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიურ გათხრებში, რომელიც აქ გავრცელებული იყო ჯერ კიდევ ნეოლოთურ ეპოქაში, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მახა ფორმირებული იყო რბილ ხორბალში ადრე და წარმოადგენს უფრო უძველეს სახეობას, ვიდრე, სპელტა.

ვეთანხმებით გ. მანდის, რომ პოლიმორფული სახეობის რბილი ხორბლის წარმოშობა პოლიფილეტური  ხასიათისაა და რომ ეს სახეობა წარმოიქმნა არა ერთ ადგილას (პოლიტეპნო) და არა ერთხელ ექსპერიმენტულად. ჯერ-ჯერობით რბილი ხორბლის ოთხი გზაა დადგენილი:

1) პირველი გზა რბილი ხორბლის წარმოშობისაა. როგორც  T. corthlikum Ae. tauschli-თან    შეჯვარებით მიღებული ამფილოპლოიდი (კოხარა, სირსი). როგორც მაკკეიმ დაადგინა,  T. carthlikum      გენოტოპში ატარებს გენ  Q, რომელიც უზრუნველყოფს ადვილად გამოწვას და თავთავის ღერაკის A სიმტკიცეს, ხოლო, ველურად მოზარდი მარცვლოვანი  წარმოადგენს გენომ  D    მატარებელს.

ხორბალი მახა და  რბილი ხორბლის გენომური შედგენილობა კარგად არის დამტკიცებული ესტონელი მეცნიერის  გამოკვლევებით, რომელმაც ელექტროფორეზის მეთოდის გამოყენებით, დაამტკიცა, რომ ყველა ჰექსაპლოიდური ხორბლის და მათ შორის, მახას წარმოშობაში მონაწილეობს ეგოლიპის ტაოში.

2) მეორე გზა რბილი ხორბლის წარმოშობისა არის მახასა და ხორბალ ქართლიკუმის ნაჯვარიდან გამოთიშვა. ამ შეჯვარებით მიღებულ ჰიბრიდულ კომბინაციას მეორე თაობიდან შეიძლება გამოთიშოს არათავთავმტვრევადი  და 42 ქრომოსომიანი ფორმები, იმის გამო, რომ  T. carthlikum  გენოტიპში ატარებს თავთავის ღერაკის ტყდომისადმი გამძლეობის განმაპირობებელ გენს Q.

3) მესამე გზა  რბილი ხორბლის წარმოშობის არის სახეობა მახადან წვრილი თანმიმდევრული მუტაციები. ეს პროცესი წარიმართა შემდეგნაირი თანმიმდევრობით : კილიანი თავთავმტვრევადი _ კილიანი არათავთავმტვრევადი _ შიშველმარცვლიანი არათავთავმტვრევადი.

რბილი ხორბლის წარმოშობის ასეთი გგზა შეისწავლა გერმანელმა მეცნიერმა კუკკუკმა ირანული სპელტის მაგალითზე. მსგავსი მუტაცია შესაძლებელია მომხდარიყო სახეობა მახაში, რადგან,  თავთავის ღერაკის მტვრევადობისადმი გამძლეობის ხარისხით მახაში გვხვდება მკვეთრად გარდამავალი ფორმები. მახას რბილი ხორბლის წარმოშობაში მონაწილეობა დასაბუთებულია ქართველი ტრიტიკოლოგების მიერაც.

4) და ბოლოს მეოთხე გზა რბილი ხორბლის წარმოშობისა _ არის მახას ფორმის პირველი სპელტასთან შეჯვარება T. dicocam, ან ნებისმიერი ტეტრაპლოიდური სახეობის  Ae. tauschii -თან შეჯვარებით წარმოქმნილი). წარმოშობის ეს გზა შესწავლილ იქნა მეტად მნიშვნელოვანი სახეობის პური ჩვენი არსობისა _ პურის ხორბლის _ რბილი ხორბლის (T. aestivum) ისტორია, რაც გარკვეული დონით ადამიანთა კულტურის ისტორიაცაა.

ამრიგად, საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების შესწავლით, მათი ევოლუციის დადგენით ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ხორბლის სახეობათა წარმოქმნის პროცესს, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი სახეობების, ფორმების, როგორიცაა: რბილი და მაგარი ხორბლები. ქართველ ხალხს შესწევდა უნარი ამ ბუნებრივ გენეტიკურ ლაბორატორიაში გამოერჩია და უკეთესი `ოქროს ზოდები” ეანდერძა თანამედროვეობისათვის.

/პეტრე ნასყიდაშვილი/,

აკადემიკოსი,  საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი