ქართული ხორბლის სერტიფიცირებული თესლი

ხორბლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ჯიშის პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალურ გამოყენებას ითვალისწინებს. ეს კი შესაძლებელია მაშინ, როცა აგროტექნოლოგიის ყველა ფაქტორი, წინამორბედის შერჩევიდან მოსავლის აღებით დამთავრებული, დროულად და მაღალხარისხოვნად სრულდება. ერთი რომელიმე ფაქტორის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მოსალოდნელ შედეგზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებს. კლიმატის ოპტიმალური მაჩვენებლები – ზომიერი ნალექები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ჰაერის საშუალო შეფარდებითი ტენიანობა ხორბლის მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის საწარმოებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამრიგად, მოსავლიანობა და ტექნოლოგიური ხარისხიანი აგროტექნოლოგიის და მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური კლიმატური პირობების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

გთავაზობთ აგრო-სამეცნიერო ფირმა ლომთაგორას პრაქტიკოსი მეცნიერების მიერ შემუშავებულ ხორბლის მოვლა-მოყვანის ზოგად აგროტექნოლოგიურ რუკას.

„ფირმა ლომთაგორას“ ხორბლის სათესლე მასალის ფასები 2018 წლის სეზონისთვის

ხორბლის მოვლა-მოყვანის ზოგადი აგროტექნოლოგიური რუკა
მარნეული, ლომთაგორას დასახლება,
www.lomtagora.com 
info@lomtagora.com,
ტელ: 596 585 585
აგრო-სამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *