ქართველი მეცნიერების მირ შექმნილი ფაროსანას საწინააღმდეგო ბუნებრივი პრეპარატი ქიმიურ საშუალებებთან შედარებით უსაფრთხო და ეფექტიანია

ფაროსანა ქვეყანას რომ განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის , უცხო არავისთვისაა, შესაბამისად  სამინისტრომ მასთან საბრძოლველად 50 მილიონი ლარი გამოყო და  უცხოელ სპეციალისტებთან  კონსულტაციით დაიგეგმა,  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები, მაგრამ აღმოჩნდა რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებიც და გამოსაყენებელი ქიმიური პრეპარატები საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ გვერდზე მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ, მათ შორისაა, ყბადაღებული ბიფენტრინიც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ არჩილ ჭირაქაძის თქმით: ბიფენტრინი აზიური ფაროსანას გარდა, სასარგებლო მწერებსაც ანადგურებს.

ფაროსანას წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენონ​ დელტამეტრინიც, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან ფუტკრებისა და ქვეწარმავლებსაც გაანადგურებს, რამაც შესაძლოა სხვა მავნე მწერების გამრავლების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ამ ტოქსიკური ნივთიერების არასწორად გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანისთვისაც.  ყველაზე სახიფათო კი ბიფენტრინთან ან  პირეთროიდთან შერეული ნეონიკოტონიდი და ორგანოფოსფორისეული პრეპარატებია, რომელთაც ქიმიური გაზები: „ზორინი“, „ზამანი“ და „ტაბული“ ენათესავება, რასაც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელები ქიმიურ იარაღად იყენებდნენ.

როგორც ბატონი არჩილ ჭირაქაძე ამბობს, უსაფრთხო ინსექტიციდის შესაქმნელად ქართველ მეცნიერთა ჯგუფი წლების განმავლობაშ მუშაობს, როგორც კი საქართველოში ფაროსანას ეს სახეობა გამოჩნდა, დავინტერესდით და ამ მწერზე დავიწყეთ კვლევების ჩატარება.შევისწავლეთ ის პროდუქტი, რომელსაც მავნებელი არ ეკარება და დაკვირვებისა და ცდების შედეგად, თავიდან 12-მდე პრეპარატზე მიმდინარეობდა მუშაობა, ყველაზე ეფექტიან, მეექვსე პრეპარატი აღმოჩნდა.

ხსნარი მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. ფაროსანა თითქმის ყველა მცენარეს ანადგურებს, მაგრამ ზოგ­იერთს არ ეკარება. სწორედ ეს მცენარეები შეირჩა და სწორედ მათი მეშვეობით შეიქმნა სამუშაო ხსნარი, რაც ქიმიურ ნაერთებს არ შეიცავს, მაგრამ მწერს ანადგურებს, თანაც პრეპარატი უსაფრთხოა გარემოსთვის. მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვა ბიოლოგიური პრეპარატებიც არსებობს, მაგალითად, “ბოვერია ბასიანა“, რომელიც ზრდასრულ ფაროსანას ვერ კლავს, თუმცა პატარებს მთლიანად ანადგურებს.
ჩვენი შექმნილი პრეპარატი მომწამვლელი არ არის, ერთი ჰექტარის დასამუშავებლად დაახლოებით 0.6ლიტრი ხსნარია საჭირო და თითქმის ისეთივე და უფრო ეფექტიანია, ვიდრე ქიმიური პრეპარატები. თუ ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას ფაროსანა 97%-ით ნადგურდება, ამ პრეპარატის გამოყენების დროს შედეგი 94-95%-ია, ფუტკრებისთვის კი საერთოდ უსაფრთხოა.

როგორც პროფესორი არჩილ ჭირაქაძე ამბობს, ისინი რამდენჯერმე ესაუბრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს. სამინისტროში თავდაპირველად  ნეგატიურად უყურებდნენ  ზემოხსენებულ პრეპარატს, ბოლო პერიოდში კი ინტერესი გაიზარდა და  გაჩნდა მოლოდინი, რომ ურთიერთობები  უფრო გაღრმავდება, რადგან მისი სანდოობა 95%-ია. გაზაფხულიდან მისი გამოცდა საველე პირობებში გაგრძელდება.

ბატონმა არჩილმა „აგონიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პრეპარატის გარდა ისინი მაღალსიხშირიან დამასხივებელზეც მუშაობენ. 15 წამით დასხივება საკმარისია ჭუპრების და მატლების, ხოლო 30 წამი ზრდასრული მავნებლის გასანადგურებლად.

ფაროსანას პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინათ დაიწყო, მასზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ. 

სალომე კაპანაძე

 

One thought on “ქართველი მეცნიერების მირ შექმნილი ფაროსანას საწინააღმდეგო ბუნებრივი პრეპარატი ქიმიურ საშუალებებთან შედარებით უსაფრთხო და ეფექტიანია

  • 06/02/2018 at 11:34
    Permalink

    საინტერესოა რომელი მცენარები გამოიყენეს პრეპარატის შესაქმნელად და იმედია დაუჯერებენ სამინისტროში ამ ჯგუფს

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *