ქეჩისებრი ტკიპა – კაკლის მავნებელი

 ქეჩისებრი ტკიპა Aceria (Eriophyes) erinea Nal.

აღწერილობა

ტკიპას სხეული ცილინდრული ფორმისაა. ზურგის ფარზე სამი სიგრძივი ხაზი გასდევს, რომელთაგან შუა ხაზი ყველაზე გრძელია, მაგრამ ფარის უკანა ნაწილს მაინც ვერ აღწევს. ზრდასრული ტკიპას მუცელი 50-60 რგოლს ითვლის.

მავნებლით დასენიანებული კაკლის ფოთლის ქვედა მხარე იფარება მუქი-ყავისფერი გალებით.

მავნებლის სხეულის სიგრძე 220 მიკრონს შეადგენს.

საქართველოს პირობებში მავნებელს წელიწადში 3-4 გენერაცია ახასიათებს.

ზამთარს მავნებელი ატარებს კვირტებზე (ძირითადად ქერცლის ქვეშ, ან მის ფუძეში), ზრდასრული ტკიპის ფაზაში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა

მავნებელი წარმოქმნის გალებს კაკლის ფოთლებზე. გალები თავდაპირველად მომწვანო შეფერილობისაა, ხოლო შემდეგ კი მუქდება იღებს მოყავისფრო შეფერილობას და ხდება დაზიანებული უბნების და ნახვრეტების ფორმირება ფოთლების ზედაპირზე. ფოთლების დაზიანების შედეგად, კლებულობს კულტურის პროდუქტიულობა.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ფოთლების შეგროვება და დაწვა.

წამლობა

პესტიციდებიდან გამოიყენება სპიროდიკლოფენის, პროპარგიტის, პირიდაბენის, ტებუფენპირადის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი აკარიციდები.

წყარო: https://tomakhalvashi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *