რა კულტურები აირჩიეს ამერიკელმა ფერმერებმა დასათესად 2018 წელს?

ჟურნალმა „Farm Futures“ საჯარო გახადა გამოკითხვის შედეგები თუ რომელ კულტურების დათესვას ანიჭებენ უპირატესობას ამერიკელი ფერმერები 2018 წელს.

ფერმერებმა 1983 წლიდან პირველად განაცხადეს, რომ მათ უფრო მეტი სოიოს დათესვა სურთ, ვიდრე სიმინდისა, თუმცა სოიოს და სიმინდის ნათეს ფართობებს შორის სხვაობა _ 35 ათასი აკრი (ერთი აკრი _ 4047კვ2) მაინც არ იქნება თვალშისაცემი.

ამერიკელი ფერმერები შარშანდელის მსგავსად ​ სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად კვლავ 90,1 მლნ, აკრ მიწას დაამუშავებენ.

როგორც ფერმერების გამოკითხვიდან (ყველა შტატში  925 მწარმოებელი გამოიკითხა) გაირკვა, ისინი 2018 წელს მზად არიან საშემოდგომო კულტურებს 11.8 მილიონი აკრი დაუთმონ, რაც 6,7%-თი მეტია ვიდრე 2017 წელს იყო დათესილი.

საშემოდგომო ხორბალი თითქმის იმავე მოცულობის ფართობზე დაითესება, როგორც შარშან _  46, 8 მილიონ აკრზე, სხვაობა სულ ე.ი 1,8% იქნება.

შარშან აგვისტოში ჟურნალ „Farm Futures“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვეოდა, რომ ფერმერებს სიმინდის და ხორბლის ნათესი ფართობების გაზრდა და პარკოსნების ნათესების შემცირება სურდათ, მაგრამ ბოლო ოთხი თვის ფასების ცვლილებამ მათ გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
ამ გაზაფხულზე სამხრეთისა და დასავლეთის შტატების ფერმერები გეგმავენ, ბამბის ნათესი ფართობები შარშანდელთან შედარებით 5%-ით _ 13, 2 მილიონ აკრამდე გაზარდონ.

ბამბაზე მოთხოვნილების ზრდამ ამერიკის აგროსექტორზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და სერიოზული გავლენა იქონია მწარმოებლებზე, მათთვის ეს კულტურა მიმზიდველი გახადა.
დასავლეთ შტატებისათვის, კიდევ ერთი პოპულარული კულტურა, რომლის ფართობებიც ამ წელს გაიზრდება, სორგოა. გამოკითხვის მიხედვით, ფერმერები გეგმავენ სორგო ამ წელს 5,8 მილიონ აკრზე მოიყვანონ, რაც შარშანდელთან შედარებით 2,4%-ით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ საფურაჟე მარცვლეული ფასები კვლავ დაბალია, ეს კულტურები გვალვისადმი უფრო გამძლეა, ვიდრე სიმინდი და პარკოსნები და მათი ნათესი ფართობების შემცირება არ იგეგმება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმინდისგან განსხვავებით, სორგოზე მოხერხდა ზოგიერთი ისეთ საექსპორტო შეზღუდვის თავიდან აცილება, რასაც ჩინეთი სიმინდის მიმართ აყენებს, ამიტომ სორგოს მიმართ ინტერესი მაღალია, ამბობს ფიუჩერსის ბაზრის ანალიტიკოსი ბრიუს კნორი.

რა თქმა უნდა, ყველა ეს გეგმა დამოკიდებულია ფასების ცვლილებებზე და ამინდზე”, – თვლის კნორმი. “სასუქის ფასები ზრდა, განსაკუთრებით აზოტზე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სიმინდი საკვები ელემენტებისადმი მომთხოვნია, რაც მის წარმოების ფასს ზრდის.
სორგო ბოლო დროს ერთგვარად დაბალშემოსავლიანი კულტურა გახდა, თუმცა ფერმერებს ახსოვთ, რა მოხდა რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ჩინეთში სორგოს ექსპორტი ბუკვალურად „აფეთქდა“ და  ფასებიც მკვეთრად გაიზარდა – განაცხადა კნორმმა.

გამოკვლევის შედეგები Farm Futures 2018 სამიტის პირველივე დღეს გამოქვეყნდა, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ კორალვილეში გაიმართა.

წყარო: news.agropages.com.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *