რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ევროპის ბაზარზე გასატანი დაქუცმაცებული და დაფქული სანელებლები და გამომშრალი მწვანილი 

განვითარებადი ქვეყნებიდან ევროკავშირში დაქუცმაცებული, დაფქული სანელებლებისა და გამხმარი მწვანილის (CGSH) ექსპორტი 2010-2014 წლებში 5.9%-ით გაიზარდა და 167 000 ტონა შეადგინა, რაც დადებითად აისახა არა მხოლოდ მსხვილ მიმწოდებლებზე (ჩინეთი, ინდოეთი და ვიეტნამი), არამედ შედარებით მცირე ექსპორტიორ ქვეყნებზეც, როგორებიც არის: შრილანკა, ნიგერია და მადაგასკარი.

ექსპორტიორ ქვეყნებში გადამმუშავებელი ქარხნების რაოდენობის ზრდისა და ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, ეს საქმიანობა მიმწოდებლებისთვის მზარდ ბაზართან ასოცირდება.
ხარისხი: პროდუქტის ხარისხი განმსაზღვრელია ევროკავშირის მომხმარებლისთვის, რაც გულისხმობს როგორც პროდუქტის უვნებლობას, ისე ხარისხს.

ევროპის სანელებლების ასოციაციამ (European Spice Association(ESA) გამოაქვეყნა მინიმალური ხარისხის უზრუნველყოფის დოკუმენტი (Quality Minima Document), რომლითაც ხელმძღვანელობენ ევროპის სანელებლების ასოციაციაში გაერთიანებული ადგილობრივი ასოციაციები და ევროკავშირის წამყვანი ინსტიტუციები.

დოკუმენტში წარმოდგენილია ევროკავშირის მოთხოვნები დაუმუშავებელ სანელებლებთან დაკავშირებით და სხვა დამატებითი წესები, რომლებიც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. აქვე მოცემულია რამდენიმე დაფქული სანელებლისთვის დადგენილი ქიმიური და ფიზიკური პარამეტრები.

პროდუქტის აღწერა

შეურეველი დაქუცმაცებული და დაფქული სანელებლები და გამხმარი მწვანილის (CGSH) კატეგორია მოიცავს ისეთ მცენარეებს, რომლებსაც 1) მსხვილ ან წვრილ ნაწილაკებად აქუცმაცებენ; 2) ფქვავენ, ანუ ფხვნილად (ფქვილისებურ მასად) აქცევენ.

წინამდებარე დოკუმენტში სტატისტიკური მონაცემები მოყვანილია კომბინირებული ნომენკლატურის (CN) შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას (HS). ამ კვლევისთვის გამოყენებული HS კოდები მოიცავს მხოლოდ სანელებლებს და არა გამხმარ მწვანილს
(დაქუცმაცებული და დაფქული ბეგქონდარას გამოკლებით).

შესაბამისად, ქვეთავში „ვაჭრობის და მაკროეკონომიკური სტატისტიკა“ წარმოდგენილი ანალიზი მეტწილად შეეხება დაქუცმაცებულ და დაფქულ სანელებლებს და არა იმდენად მწვანილს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სხვა ქვეთავებზე.

ბროშურა ვრცლად იხილეთ მიმაგრებულ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1kugduN21whpTf_W62XFhONbI61LZ2yhS/view

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *