დარგებიმეფუტკრეობა

რა პირობების დაცვაა საჭირო მაღალი ხარისხის საექსპორტო თაფლის საწარმოებლად

ფუტკარი ადამიანისთვის ძალზე სასარგებლო პროდუქტებს იძლევა და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროდუქტები მოვიპოვოთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი ფუტკრებით, რათა ჩვენც და მომხმარებელიც ვინც იყენებს, ამ საოცარ პროდუქტს დაცულნი ვიყოთ.

მეფუტკრეობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც ძალზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ამ სფეროში საქართველოს ყველა რეგიონში შესაძლებელია საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამუშაო ადგილების შექმნა და ძვირფასი საექსპორტო პროდუქტის წარმოება, ამიტომ დარგის სწორად განვითარებისთვის საჭიროა საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული ტექონოლოგიების, წესების თუ ნორმების ცოდნა და დაცვა, რაც საქართველოში წარმოებულ თაფლს და ქართული ფუტკრის სხვა პროდუქტს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სათანადო ღირსებასა და პოპულარობას შესძენს. 

აქვე გთავაზობთ ინფორმაციას იმ რეგულაციების შესახებ, რომლის დაცვაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის გასატანად ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. 

გადადით ბმულზე: http://apifarmer.org.ge/media/1001468/2018/07/25/64ea8e8c1c923dda0f2a2f84bd4e74fd.pdf