დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საუკეთესო ჭაჭა და კონიაკი გამოვხადოთ

კონიაკის დაყენების მთავარი საიდუმლო სხვადასხვა ასაკის სპირტების შერევაა. თუკი გამოხდისა და დაყენების პროცესებს სტანდარტულად წარმართავთ, ყველა კონიაკი ერთნაირი იქნება და მათი განსხვავება ძალიან გაგიჭირდებათ. ფრანგებს აქვთ მარაგები 100-წლიანი სპირტებიდან დაწყებული, დამთავრებული სულ ახალ სპირტებამდე. ახალ სპირტს, ისევე როგორც ახალ ღვინოს, აქვს თავისი განსაკუთრებული თვისებები, ძველს კი თავისი. ამიტომ, სწორედ სხვადასხვა ასაკის სპირტების შერევაა კონიაკის საიდუმლოება და საერთოდ – მთელი არსი.

კლასიკური ჭაჭა ხილთან გამორჩეულად გემრიელია

აჭის გამოხდის შემთხვევაში კი, პრინციპები და დამოკიდებულება მთლიანად განსხვავებულია. ჭაჭის შემთხვევაში, ხარისხის რეგულირება უშუალოდ გამოხდის პროცესში ხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, სასმელი როგორ ცეცხლზე იხდება, მაღალია თუ არა ცეცხლი, თანაბარია თუა არა დუღილის ტემპერატურა და სხვა.

საერთოდ, ჭაჭის გაზზე გამოხდა ყველაზე კარგი და სწორი გადაწყვეტილება გახლავთ, რადგან, გაზზე გამოხდის შემთხვევაში, თანაბარი ცეცხლი გარანტირებულია, რაც ხარისხზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, საქართველოში უცნაური ის არის, რომ გაზი შეშაზე ძვირი ჯდება და ამიტომ, როგორც კახეთში, ისევე ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში, ძირითადად შეშაზე იხდება ჭაჭა. გარდა ამისა, გაზის “ზაოტის” მოწყობას სხვაგვარი ტექნიკური საშულებებიც სჭირდება, რადგან ამ შემთხვევაში, სხვანაირ, ანუ ორმაგკედლიან გამოსახდელ დანადგარს ენიჭება უპირატესობა.

აგურით აშენებული ე.წ. კახური “ზაოტი”

რაც შეეხება, ჭაჭის გამოსახდელად ნავთობპროდუქტის გამოყენებას, (ბენზინი, მაზუთი, დიზელი და სხვა…) ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, რადგან ნავთობპროდუქტი სასმელს თავის უსიამოვნო სუნს აუცილებლად დაუტოვებს და ჭაჭას აუცილებლად გააფუჭებს.

მნიშვნელოვანია “ზაოტის” ზომაც. ძალიან დიდი ჭაჭის გამოსახდელი დანადგარი ბევრ ნედლეულს კი იტევს, მაგრამ მთლიანობაში მაინც არ არის კარგი, რადგან, ქვაბის სიდიდე ძალიან რთულს ხდის პროცესის კონტროლს. ამიტომ, საჭიროა, გამოსახდელი ჭაჭის რაიდენობის რეგულაცია. 300-400 ლიტრიან ქვაბში გამოხდილ ჭაჭასა თუ ხილის არაყს როგორც წესი უფრო ნაკლები ხარისხი აქვს ხოლმე. თუმცა, ძალიან პატარა საარაყე დანადგარიც ვერაა მოსახერხებელი, რადგან პატარა ქვაბში ცოტა მასალა იყრება, პროცესი ძალიან იწელება და ეს ბევრ დროს, ენარგიასა და ხარჯებს მოითხოვს.

წყარო: allwine.ge