რა უნდა გითვალისწინოთ ფუტკრის ოჯახის შეძენის დროს

ქართული ფუტკრის  ნიშან-თვისებები და  პოპულაციები
  საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს აბორიგენული ჯიშის – მთის რუხი ქართული ფუტკარი. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნაიშანია:
  • შეფერილობა _ რუხი;
  • პოპულაციის მიხედვით ხორთუმის სიგრძე  7,2-დან – 8-9 მმ-მდე.
  • ფრთის სიგრძე 9,45 მმ.;
  • ფრთის სიგანე _ 3,22 მმ.;
  • პროდუქტიულობა _ 31 კგ.;
  • საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა _  1160 ც.;
  • ზამთარგამძლეობა _ საკმაოდ კარგი;
  • თვინიერება _ თვინიერი. 

ქართული ჯიშის ფუტკარი შემდეგ (გეოგრაფიულ) პოპულაციებს მოიცავს:

  • მეგრულს;
  • აფხაზურს;
  • გურულს;
  • ქართლურს;
  • კახურსა და სხ.
ფუტკრის ოჯახის შეძენის ოპტიმალური პერიოდი და პირობები

ფუტკრის ოჯახის შეძენა შესაძლებელია:

1) ოჯახის სახით  – გაზაფხულის  დასაწყისში, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე;

 2) განაყოფი ოჯახის – ზაფხულში;

  3)  ბუნებრივი ნაყრის – მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში;

  4) ფუტკარის პაკეტის სახით, მაგრამ არა გვიან შემოდგომაზე და ზამთარში.

ზამთარში და გვიან შემოდგომაზე  ფუტკრის ყიდვა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს შეუძლებელია ფუტკარის სრულფასოვანი დათვალიერება და  ოჯახის ხარისხის განსაზღვრა. 

ფუტკრის ოჯახის შეძენა , მისიფიზიოლოგიური მდგომარეობის და ხარისხის გათვალისწინებით

თუ ფუტკრის ოჯახს შეიძინთ გაზაფხულის დასაწისში, სკაში უნდა იყოს:

 ა) 4-დან 8 კგ- მდე  თაფლი, რაც ოჯახის სიძლიერეზე მიუთითებს;

ბ) 3-4 ბუდის  ჩარჩო,  ყველა ასაკის ბარტყებითა და კვერცხებით;

 გ) არა უმეტეს ორი წლის ასაკის დედა ფუტკარი;

 დ) ფუტკარი – მინიმუმ იგივე რაოდენობის ჩარჩოების ფარგლებში.

  იმ შემთხვევაში, თუ ფუტკარი შეძენილია ზაფხულში განაყოფი ოჯახის სახით, ოჯახს უნდა ჰყავდეს იმ წელსვე დაბადებული, განაყოფიერებული დედა ფუტკარი  და ყველა ასაკის ბარტყიანი  2-3 ჩარჩო. ასეთ ოჯახში, შეძენის  პერიოდის მიხედვით უნდა იყოს 3-4 ან  6-8 კგ. თაფლი და შესაბამისი რაოდენობის ფუტკარი. ამოშენებულ მაღაზიბსა და ბუდის ჩარჩოებს (გარდა არსებუკისა) ვერ მოითხოვთ.

ბუნებრივი ნაყრის სახით შეძენის შემთხვევაში ადრეული ნაყარი შეიძლება იწონოდეს 1-1.5 კგ. უფრო გვიანი – მინიმუმ _ 2 კგ.

გვახსოვდეს_ 1 კილოგრამ ნაყარში  დაახლოებით 10 ათასი ფუტკრია.

 სანაყრეში ფუტკარი თუ მშვიდადაა იქ არის დედა და შეიძლება შეძენა, ხოლო თუ ხმაურიანია – ფუტკარი ცდილობს გამოსვალას და დედა ფუტკარი ამ ნაღარს არ გააჩნია.  

ფუტკრის მაღალპროდუქტული ოჯახის შერჩევა

ფუტკარი ოჯახის სახით ყიდვისას  უნდა დაათვალიერეოთ თითოეული ოჯახი, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. იმავდროულად  ყურადღებას ამახვილებენ ბარტყების  რაოდენობაზე, დედა ფუტკრის  არსებობაზე და მის ხარისხზე, სკაში თაფლის რაოდენობაზე, აგრეთვე ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების ნიშნებზე.

თუ ფუტკარს იძინთ გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში , სკაში უნდა იყოს:

ა) დაახლოებით 12- 17 კგ. კარგად დალუქული თაფლი;

 ბ) 3-4 ბუდე ჩარჩო ბარტყი;

გ) ერთი წლის დედა ფუტკარი;

 დ) სათანადო რაოდენობის ფუტკარი და სრულფასოვანი ბუდე.

  განაყოფს – უწოდებენ  ფუტკრის მცირე ოჯახს, რომელიც აზის 3 – 5 ბუდის ან 6-10 მაღაზიის ჩარჩოს. ამ სახის სათანადოდ დათბილული  ოჯახები კარგად გამოიზამთრებენ,  შესაბამისი ზრუნვის შემთხვევაში შემდგომ –  გაზაფხულზე, მთავარი ღალის დასაწყისთვის  ნორმალურად ვითარდებიან და იძლევიან თითქმის იგივე რაოდენობის  თაფლს, როგორც ძირითადი ოჯახები.

პაკეტს  იყენებენ, როგორც ცუდად გამოზამთრებული ოჯახების შევსებისათვის, ასევე ახალი ოჯახების შესადგენად. იგი შედგება პატარა ყუთისაგან, რომელიც  შეიცავს ახალგაზრდა დედა ფუტკარსა და ფუტკრებს. პაკეტში უნდა იყოს  1 დან 2 კილოგრამამდე ფუტკარი.

პაკეტის ფუტკრის სკაში ჩასმის ყველაზე შესაფერის დროს წარმოადგენს პირველი ორი, ან სამი კვირა,  ფუტკრის საგაზაფხულო გამოფენის შემდეგ.  შემდეგ სასურველია, რომ პაკეტის მგზვრობა მოხდეს გრილ ამინდში, რადგან ფუტკარი იხუთება სიცხეში და ტრანსპორტირების დროს დაიღუპება. მას შემდეგ, რაც პაკეტი შემოდის საფუტკრეში,  ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ ჩრდილლიან ადგილას. თუ ყუთი ყრუ, ბადის გარეშეა, მასში ბურღავენ ხვრელს, რომლის მეშვეობითაც  აწვდიან საკვებს. ბადე თუ გააჩნია, შეიძლება მასზე წავუსვათ  თაფლი ან შაქრის სიროფი.

იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი ნაყრიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ფუტკარი შეიძლება შეიძინოთ ნაყრის სახით, მაგრამ ნაყარს უნდა ჰყავდეს დედა ფუტკარიც. მის გარეშე მშუბლიურ საფუტკრის მახლობლად სკაში ჩასმული ფუტკარი  30-50 წუთში სრულიად დაცლის სკას.  5-10 კმ-ის მანძილის დაშორებით დაბინავებული ოჯახი  არ გაიქცევა, მაგრამ თანდათან დაკარგავს ფუტკარს.

 შეიძლება ავირჩიოთ ნაყრის დაჭერის გზაც. გაქცეული ნაყარი  პოულობს ახალი ბუდის ადგილს, როგორიცაა ხის ღრუ, კედლების ან კლდეების ნაპრალები, და ასე შემდეგ. გამოცდილი მეფუტკრეები ზამთარში ამზადებენ მკვრივ 50 70 სმ. სიმაღლის, 35X35 სმ. ან ოდნავ მეტი ფართობის მქონე ყუთებს.  ძირთან ახლოს უკეთებენ  12-15 მმ ხვრელს. გარდა ამისა, ყუთის შიგნით, ერთმანეთის თავზე აჭედებაენ ხის წვრილ ზოლებს, მათ უსვამენ ცვილს. ისინი ასრულებენ მომავალი ფიჭების საყრდენების ფუნქციას. სახურავს აფარებენ რუბეროიდს,  ყუთი რომ იყოს სრულიად მშრალი. ყუთს აბამენ ხეზე ნაყრიანობამდე 10-12 დღით ადრე.

ყუთებს ჰკიდებენ  ხის 2/3 სიმაღლზე,  სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, საფუტკრიდან 1-2 კმ. დაშორებით.

ყუთი  უნდა შეამოწმდეს (ხომ არ შემოფრინდა ნაყარი) 5 – 7 დღეში ერთხელ. იმის გამო, რომ ყველა მეფუტკრე ვერ იჭერს თავისი საფუტკრიდან გაქცეულ ოჯახებს, ნაყრის დაჭერა სავსებით შესაძლებელია.

წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *