აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

რა უნდა ვიცოდეთ, თხილის მოსავალი რომ უდანაკარგოდ და ხარისხიანად ავიღოთ

მოახლოვდა თხილის მოსავლის აღების დრო. თხილის კრეფა უნდა დაიწყოს ნაყოფის ბუნებრივ სიმწიფეში.

თხილის ბუნებრივი მომწიფებედ მიიჩნევა საბურველისა და ნაჭუჭის გამუქება.

დასავლეთ საქართველოში ბუნებრივ სიმწიფეში ნაყოფში ტენის შემცველობა 20-22% უნდა იყოს, ოპტიმალურია 20%.

წლეულს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების დაბალი ზონის სოფლებში შექმნილი კლიმატური პირობების გამო  თხილის მომწიფების პროცესი შედარებით ადრე დაიწყო.

ივლისის  ბოლოსთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს მოსავლის ასაღებად

ბოლო წლებში თხილის ბაღებში შექმნილი მძიმე ფიტოსანიტარული მდგომარეობის, შარშანდელ და წლევანდელ წელს კი, ერთის მხრივ აზიური ფაროსანას და მეორეს მხრივ სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გავრცელების შედეგად გამოწვეული დაზიანებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის დროულად და ხარისხიანად ჩატარებას, რაც  საშუალებას მოგვცემს, დაუზიანებელი თხილის მოსავალი უდანაკარგოდ ავიღოთ და შევინახოთ.

წყარო: მარტვილის საინფორმაციოსაკონსულტაციო სამსახური