რაში ხარჯავენ  ყველაზე მეტ თანხას  უცხოელი ვიზიტორები საქართველოში?

უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში სტუმრობისას, 2018 წლის II კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა, საშუალოდ 308,6 მილიონი ლარი, საკვებსა და სასმელში დახარჯეს.
საინტერესოა, ამ 309 მილიონი ლარის ღირებულების სურსათის რა წილია საქართველოში ნაწარმოები, ამ 309 მილიონიდან რა თანხა მივიდა ქართველ ფერმერებამდე?

როგორც ცნობილია, ქვეყანაში საკვები პროდუქტების 70% იმპორტულია და გამოდის რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველში კვებაზე დახარჯული 309 მილიონამდე ლარის დიდი წილი, მხოლოდ 2018 წლის II კვარტალში, ადგილობრივი წარმოების ნაცვლად კვლავ მეზობელი ქვეყნების, სავაჭრო პარტნიორების სოფლის მეურნეობის და სასურსათო მრეწველობის დასაფინანსებლად დაიხარჯა. თანხა რომელიც საქართველოს ეკონომიკის, ქართული ვალუტის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, კვლავ უკან, უცხოეთში გავიდა.

საქსტატის ინფორმაციით, მეორე პოზიციაზეა განთავსებისთვის საჭირო ხარჯი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 252,6 მილიონი ლარი შეადგინა (საშუალო ხარჯი ვიზიტზე).

აქ უფრო სავალალოდ არის საქმე, რადგან განთავსების ობიექტები, სასტუმროები, კემპინგები და სხვა, თითქმის მთლიანად უცხოური პროდუქციით (სამშენებლო მასალა, ავეჯი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები, კარვები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა.) არის აღჭურვილ-დაკომპლექტებული. ამიტომ ტურიზიმის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოს ეკონომიკისთვის, არცთუ დიდია.

210,9 მილიონი ლარი უცხოელმა ვიზიტორებმა 2018 წლის II კვარტალში გართობაზე დახარჯეს (საშუალო ხარჯი ვიზიტზე).

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უცხოელმა ვიზიტორებმა ყველაზე ცოტა თანხა ძვირფასი ნივთების შეძენაზე დახარჯეს და ამ მაჩვენებელმა 2018 წლის II კვარტალში 3,6 მილიონი ლარი შეადგინა.

იმედინიუს, ჯი-ს და საქსტატის მასალების მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *