რატომ არ სწყალობს ბოლო დროს სოფლის მეურნეობის დარგს მთავრობა და რა სურთ ინვესტორებს

სოფლის მეურნეობის სექტორიში შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 45%-ია დასაქმებული. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 3,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რით არის განპირობებული კლება და რა უნდა გაკეთდეს ინვესტორების მოსაზიდად მოსაზრებებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ —აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი გავიზიარებს.

 — სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობის კლება, ამ დარგში ბუნდოვანი საინვესტიციო პოლიტიკის არსებობობით არის განპირობებული.

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს ინვესტორისთვის მიმზიდველი და ნაკლებად მიმზიდველი დარგები. ყველაზე საინტერესო მათთვის საქართველოში საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და მშენებლობაა. ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართ ისინი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იჩენენ, რადგან აქ ცოტა მიწა და მოძველებული ტექნოლოგიებია. ინვესტორისთვის კი ის სექტორებია  საინტერესო, სადაც ნაკლებ დროში  ნაკლები დანახარჯით მეტ სარგებელს ნახავს. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს, ამ საკითხის მიმართ მხოლოდ ზოგადი მიდგომა არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები, ისეთ სპეციფიურ დარგებს, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, მათ მოსაზიდად დამატებითი სტიმულირება სჭირდება. სახელმწიფო რასაც აკეთებს ინვესტიციების  მოზიდვის თვალსაზრისით, ეს არის საკმარისი მაღალმომგებიანი დარგებისთვის, მაგრამ არ ყოფნის ისეთ დარგს როგორიც არის სოფლის მეურნეობა.

– როგორ უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ინვესტორები?

— რადგან დაბალინტერესიანი დარგები მსოფლიო ეკონომიკებში არსებობს, ესე იგი ამის „წამალიც“ მოფიქრებულია. მაგალითად თუნდაც იგივე საგადასახადო შეღავათების შემოღება.
დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი კარგი გზა ტექნოლოგიების შეტანა და სპეციალისტების გადამზადებაა. ტექნოლოგია შეაქვს ინვესტორს, იმიტომ რომ ის არის სპეციალისტი. როდესაც ინვესტორი არ ინტერესდება სეგმენტით, ხელისუფლების მთვარი ამოცანა,  იქ სხვა დარგებთან შედარებით უკეთესი პირობების შექმნაა.

რაც შეეხება სუფსიდირებას — ეკონომიკურად მაინცდამაინც გამართლებული არ არის, იმიტომ რომ ის დარგის განვითარებაზე ნაკლებად არის ორიენტირებული, სექტორი   სუფსიდიაზე მუდმივად ვერ იქნება და ეს შეიძლება მხოლოდ დროებითი მექანიზმი იყოს.

– ბოლო დროს იმატა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდიქციის ექპორტმა, მათ შორის ევროკავშირის ბაზრებზეც. რამდენად არის სტიმული ინვესტორებისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები?

— რა თქმა უნდა ეს არის ინვესტორისთვის ძალიან კარგი სტიმული, იმდენად რამდენადაც ერთი მხრივ ქართული პროდუქცია დამატებითი ბარიერების გარეშე გადის ხელკშეკრულებების მონაწილე ქვეყნების ბაზრებზე და მეორე მხრივ ხდება ბაზრების დივერსიფიცირება.
დღეს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები მრავალი მიმართულებით არიან რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტ ქვეყანაში გავა ქართული პროდუქტი, მით უკეთესია ქვეყნისთვის ეკონომიკისათვის. თუმცა დარგის განვითარებისთვის მხოლოდ ეს ხელშეკრულებები საკმარისი არ არის.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის მოსამძლავრებლად ძალიან კარგი ინიციატივა გააჟღერა ახლახან ფინანსთა მინსიტრმა: კომპანიები უშუალოდ გლეხისგან შეძლებენ შეიძინონ კონკრეტული პროდუქცია და ეს შემდეგში გაატარონ თავიანთ ხარჯში. ამის გაკეთება ადრე შეუძლებელი იყო. ეს ერთის მხრივ პოზიტიურად აისახება თითოეული ფერმერის ჯიბეზე და მეორეს მხრივ გააუმჯობესებს დარგში არსებულ სიტუაციას.

-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე რას იტყვით?

— ციფრებს რომ შევხედოთ მაინცდამაინც დიდ როლს ვერ ასრულებენ ეს გაერთიანებები  დარგის განვითარების საქმეში. ჩვენ ზოგადად გვიყვარს რაღაც ევროპული მოდელების  პირდაპირ გადმოღება და ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ქვეყანა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებია, ამიტომ უცვლელი ფორმით რაღაცის გადმოღება მაინცდამაინც ქმედითი ვერ არის ხოლმე.

 — როგორ ფიქრობთ, აისახა თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა განხორციელებული ინვესტიციების არსებულ მაჩვენებელზე?

მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა არ არის მარტო ჩვენი ინოვაცია, ეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს გაკეთებული და მათი სოფლის მეურნეობა ამით არ დაქცეულა, ჩვენთან ეს დარგი ამ რეგულაციის მიღებამდეც არ ყვაოდა, ამიტომ  მეეჭვება რომ არსებული სურათი ამით იყოს განპირობებული.

წყარო:sputnik-georgia.com

One thought on “რატომ არ სწყალობს ბოლო დროს სოფლის მეურნეობის დარგს მთავრობა და რა სურთ ინვესტორებს

  • 15/04/2018 at 14:23
    Permalink

    საშუალო ევროკავშირში დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის 4 პროცენტი. ყველაზე მეტია პოლონეთში 11 პროცენტი. 45 პროცენტი საქართველოში გადაჭარბებულია, მეორე მხრივს არც მეტად ნაკლები იქნება. დოტაციის გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ იმუშავებს საქართველოში.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *