დარგებიმებაღეობა

როგორ და რა მასალით უნდა ჟოლოს მულჩირება შემოდგომაზე

ფესვთა სისტემის თავისებურების გამო ჟოლო ზამთრის სიცივეს ცუდად იტანს, ასევე არსებობს საშიშროება რომ მისი სათუთი ფესურები, რომელიც ძალზე ახლოსა, დაახლოებით 20-30 სმ. სიღრმეზეა განლაგებული მიწის ზედაპირიდან ზამთარში გაიყინოს, ხოლო ზაფხულში იოლად გამოშრეს და გახმეს, ამიტომ სასურველია ჟოლოს ძირების ორგანული ან არაორგანული მასალით დათბუნება _ მულჩირება.


ჟოლოს მულჩირება მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია მცენარის ფესვთა სისტემის დასაცავად, ნიადაგში ტენის შესანარჩუნებლად და ჰაერაციის გასაუმჯობესებლად.

შემოდგომაზე ჟოლოს მულჩირებით შესაძლებელია ნიადაგის ტემპერატურის რეგულირება (მულჩის ქვეშ ნიადაგი ნელა ცივდება და ნელა თბება), სარწყავი წყლის დაზოგვა.

გაზაფხულის მულჩირება აჩქარებს კენკრის ზრდას და ამცირებს ამონაყარის რაოდენობას. გაზაფხულის მულჩირების დროს ჟოლოს ძირითადი ბუჩქი დაცულია ჭარბი ტენისგან, ნიადაგის სტრუქტურა არ ირღვევა, ხოლო მცენარე ჯანსაღად გამოიყურება.

საშემოდგომო მულჩი ჟოლოს იცავს მაღალი ხანგრძლივი ყინვისგან, ასევე ტემპერატურის მერყეობას, განსაკუთრებით უთოვლო ზამთრის პერიოდში.

საშემოდგომო მულჩირებისთვის ყველაზე კარგია ნეიტრალური მჟავიანობის ორგანული მასალები, მაგალითად:

ტორფი ჭაობის სასუქია, რომელიც იდეალური სამულჩე მასალაა ჟოლოსთვის. იქ სადაც ადრიანად ზამთრდება, თუ პირველმა თოვლმა მოგასწროთ, ტორფის მულჩი თოვლზე პირდაპირ ზევიდან შეიძლება დაეფინოს ​.

თუ თქვენს ნაკვთში მძიმე ნიადაგია და იტბორება კიდეც, შეიძლება ტორფი 7-10 სანტიმეტრის სისქეზე დაეფინოს.

ასევე ჟოლოსთვის საუკეთესო სამულჩე მასალაა მერქნის ბურბუშელა, რომელიც 2-3 წელიწადში გარდაიქმნება ნეშომპალად. ბურბუშელა 10-12 სანტიმეტრიანი ფენად უნდა დაეფინოს მცენარის ძიერებში.

ჟოლოსთვის ასევე კარგი სამულჩე მასალაა კომპოსტი და ნამჯა, რომელიც ყოველი ბუჩქის გარშემო 5-10 სანტიმეტრის სისქეზე ეფინება.

შეიძლება თუ არა მულჩად არაორგანული მასალის გამოყენება?

რასაკვირველია, საუკეთესოა 50-60 გრ.მსიმკვრივის შავი აგრობოჭკო (სპანბონდი). იგი 35-40სმ სიგანის ნაჭრებად და ჟოლოს ბუჩქების რიგს ორივე მხრიდან დაეფინოს და დამაგრდეს ლითონის, ხის ან პლასტმასის სამაგრებით. ამ აგროტექნიკური ღონისძიების გატარების შემდეგ და გაზაფხულზე და მთელი ზაფხულის განმავლობაში კენკრის ძირებში ერთ სარეველასაც ვერ აღმოაჩენთ.

გისურვებთ წარმატებას!