როგორ დავრგოთ ხე სწორად?

მიჩნეულია, რომ  ხის დარგვის დროს, იგი მეორედ იბადება.
იმისთვის, რომ ახლადჩარგულ მცენარეს გახარება არ გაუჭირდეს, იგი სწორად უნდა დავრგოთ.

♦  დარგვამდე მცენარის ფესვები უნდა შევათვალიეროთ, თუკი რომელიმე დაზიანებულია აუცილებლად უნდა შევაჭრათ, რადგან  შესაძლოა, დაზიანებული ნაწილიდან ფესვთა სისტემას სიდამპლე გაუჩნდეს. 

♦  აუცილებელია განისაზღვროს ხეებს შორის მანძლი, რომელიც მინიმუმ 2 მ. მაინც უნდა იყოს.

♦   პირველ ეტაპზე ვამზადებთ ორმოს, იმის მიხედვით  თუ რა ზომის მცენარეს ვრგავთ. თუ მცენარე დაახლოებით 2-3 მეტრია ორმო 80 სმ სიღრმეზე უნდა ამოითხაროს. შიგნით უნდა ჩაიყაროს გადამწვარ ნაკელში და პერლიტრში არეული ნაყოფიერი მიწა.

♦  საჭიროების შემთხვევაში დრენაჟი  უნდა გაკეთდეს.  ჩარგვის შემდეგ მცენარე აუცილებლად უნდა მოირწყას საშუალოდ10 ლიტრი წყლით. ნიადაგის შემობარვა დიდ ხეებს – დაახლოებით, 1 მეტრის რადიუსზე, ხოლო ბუჩქებს და პატარა მცენარეებს – 0,5 მეტრის რადიუსზე სჭირდებათ.

♦  როგორც კი ჩავრგავთ ხეს, მას დამაგრება სჭირდება, ამიტომ ორმოს ამოვსებამდე უნდა შევუყენოთ მყარი სარი.

♦  ყინვისა და ძლიერი სიცხის დროს მცენარის დარგვა არ შეიძლება!

წყარო: sanerge.com

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *