აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

როგორ დავზოგოთ მარწყვის პლანტაციის გაშენების ხარჯები, რომ მივიღოთ ხარისხიანი მარწყვის უხვი მოსავალი

მაღალი პოტენციალის სარგავი მასალა კასეტებში იწარმოება.
ასეთი ნერგებით პლანტაცია პრაქტიკულად წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გაშენდეს (მოსავალი პლანტაციაში ნერგების გადარგვიდან მერვე კვირას მიიღება).

ევროპელამა მრწყვის მწარმოებლებმა ეს ეტაპი დიდი ხანია გაიარეს, კარგია რომ ბევრი მეწარმე უკვე ჩვენთანაც რწმუნდება სპეციალურ საჩითილე კასეტებში გამოყვანილი უვირუსო ნერგების ხარისხსა და უპირატესობაში და მაღალი ფასის მიუხედავად, მის შეძენაზე უარს აღარ ამბობს.

ძვირი სარგავი მასალა  სპეციალურად მომზადებულ დგარებზე იწარმოება. მცენარე განსაკუთრებული მოვლისა და განოყიერების პირობებში იზრდება. ამ სახით მიღებულ ახალ ნერგები პლანტაციაში ივნისში,  აგვისტოს პირველ კვირაში გადააქვთ. მცენარეებს კვლებში საკმაოდ მჭიდროდ (ყველაზე ხშირად 25 სმ. х 25 სმ. ან 35 სმ. х 35 სმ.) რგავენ.

Frigo ნერგების გამოყენების დროს ჩვეულებრივ ნერგებთან შედარებით მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგი მიიღება.

ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერი მცენარის გასამრავლებლად და ძლიერი ნერგების მისაღებად შეიძლება.

მარწყვის ნერგები ასევე მიიღება in vitro (უვირუსო, უბაქტერიო და სოკოვანი დაავადებებისგან თავისუფლი) მეთოდით. მცენარე იზრდება მუდმივი კონტროლის ქვეშ, სტერილურ პირობებში. დღეს in vitro ნერგები გამოიყენება სადედე პლანტაციის გასაშენებლად. ასეთი სანერგეები ტრადიციულთან შედარებით გაცილებით მეტ კალმებს იძლევა და  ახალი ნერგების საწარმოებლად საუკეთესოა. in vitro მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მარწყვის რემონტატული (წელიწადში იძლევა რამდენიმე მოსავალს) ჯიშის ნერგების მისაღებადაც, ასეთი სანერგე მაღალი წარმადობით ხასიათდება. 

მწარმოებლები ხშირად ხარჯების შესამცირებლად ახალი პლანტაციის გასაშენებლად თავისი სანაყოფე მცენარეებიდან იღებენ. მაგრამ ასეთი სარგავი მასალა, როგორც წესი, უხარისხოა, უმეტესად დაავადებულია სოკოებით და ვირუსული დაავადებებით.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მარწყვის ტკიპაც, რომლის საკმაოდ გავრცელებულია და მის წინააღმდეგ ბრძოლაც გართულებულია. ასეთი პლანტაციის მოვლის ხარჯი მეტად იზრდება, მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი კი მნიშვნელოვნად მცირდება.

როგორ შევამციროთ პლანტაციის გაშენების ხარჯი?

პლანტაცია ელიტური ნერგებით უნდა გაშენდეს. განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ისინი ერთი წლის განმავლობაში, პრევენციულად ვებრძოლოთ დაავადებებსა და მავნებლებს, მოვუწყოთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

ამგვარად გაშენებულ პლანტაციიდან გარანტირებულად  ხარისხიან უხვ მოსავალს მივიღებთ.