დარგებიმეფუტკრეობა

რას გრძნობენ, რაზე რეაგირებენ ფუტკრები

ფუტკრები, რასაც არ უნდა აკეთებდნენ – ზრდიდნენ ბარტყს, აგროვებდნენ საკვებს, ამზადებდნენ თაფლს თუ სხვა, ყველაფერში, რასაც მიზნად დაისახავენ, წარმოუდგენლად პროდუქტიულები არიან. ეს კი მათი საოცრად განვითარებული სხეულისა და გრძნობის ორგანოების დამსახურებაა.

რისთვის სჭირდებათ ფუტკრებს ერთმანეთთან ურთიერთობა?

სკის წარმატება ერთ ერთი ფუტრკის ძალისხმევას კი არა, მთელი კოლონიის, ათობით ათასი ფუტკრის ძალისხმევას მოაქვს, რომლებიც ერთი მიზნის მისაღწევად შრომობენ.

ფუტკრებს შორის ურთიერთობა სკის შიგნით თუ გარეთ ბევრნაირი ფორმით გამოიხატება. თითოეული მათგანი ძალიან კარგადაა განვითარებული და კოლონიის სარგებელზეა ორიენტირებული. წარმატების მისაღწევად, ფუტკრების გრძნობის ყველა ორგანო ძლიერი და დახვეწილია.

ფუტკრები გრძნობენ:

ყნოსვა _ ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ იყენებენ დედოფლის ფერემონებს ფუტკრები. ეს უხილავი, მაგრამ ყველგან შეღწევადი სიგნალი, რაც ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება, ზეთია, რომელიც შეუფერხებლად ინახავს კოლონიის მამოძრავებელ აპარატს.

მიუხედავ იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ დედა ფუტკრის ფერომონის შესახებ გვსმენია, მუშა ფუტკრებსაც აქვთ თავიანთი ფერომონები, რომელსაც მათი განზრახვისა და გარემოების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად იყენებენ.

შეხება _ფუტკრებს სხეულში  შეხების ძალიან ფაქიზი და დახვეწილი მგრძნობელობა აქვთ, განსაკუთრებით კი – თავიანთ „ანტენებში” ანუ ულვაშებში.

ბნელ სკაში ორიენტაციისთვის ყველა გრძნობა მნიშვნელოვანია, თუმცა შეხების შეგრძნება – ყველაზე აუცილებელი.

მიზნები, რისთვისაც ფუტკარი შეხების გრძნობას იყენებს, მრავალია, მაგრამ ხშირად ყველაზე შეუფასებელი მიზანი უჯრედის ზუსტი ზომების განსაზღვრაა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვვს ფიჭის სწორად აშენებაში.

მისი ულვაშები ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ფუტკრები მას წინა ფეხებით ხშირად ისუფთავებენ .

ეს ვიდეო მშვენივრად ასახავს ამას:

მხედველობა _ ფუტკრებს ძალიან კარგი მხედველობა აქვთ. ამისთვის მათ ძალიან ბევრი თვალი აქვთ ათასობით ლინზით. ფუტკრებს მთლიან გარემოს აღსაქმელად რთული და მარტივი თვალების გაერთიანება ეხმარება.

რთული თვალის თითოეული ინდივიდუალური ლინზა, ტვინში ვიზუალური მხარის პატარა ნაწილებს წარმოადგენენ, როგორც პიქსელები ეკრანზე. ტვინი კი ამ პატარა გამოსახულებებს აერთიანებს და ერთ მთლიან გამოსახულებას იღებს.

ფუტკარს ინფრაწითელი სხივის დანახვა შეუძლია. ისინი ხედავენ ფერებს, პოლარიზებულ შუქს, ასევე, მოძრაობას ძალიან კარგად, თუმცა კონტურებს და ფორმებს კარგად ვერ არჩევენ.

ცეკვა _  ფუტკრებში კომუნიკაციის კიდევ ერთი მძლავრი და ძალიან საინტერესო ფენომენი, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა არამეფუტკრემაც იცის.

ეს არის, ნებისმიერი თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის ფორმა ცხოველთა სამყაროში. ქორეოგრაფიული ცეკვით ფუტკრები ახერხებენ ძალიან დიდი ინფორმაციის კომუნიკაციას, ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად, თან ჯეროვანი სიზუსტით.

  1. ახალი საკვები ბაზა:
    ყველაზე ცნობილი ცეკვა ფუტკრის კოლონიაში, საკვები რესურსების მიმართულების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა. თუმცა ფუტკრების ერთი ცეკვით აღწერილი მიმართულება მხოლოდ ერთი პარამეტრია. ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად, მეტი პარამეტრია საჭირო. იმისთვის, რომ საკვები რესურსების ღირებულება და მისი დისტანცია დადგინდეს, ფუტკრები სხვა ცეკვის მოძრაოებებსაც აკეთებენ. მაგალითად, თუ ფუტკრები 4 კილომეტრ დისტანციაზე დაშორებულ საკმაოდ ღირებული ყვავილების შესახებ გადასცემენ ინფორმაციას, ისინი მაქსიმუმ 15-20 მეტრით შეცდებიან.
  2. ახალი სახლი:
    ნაყრობის დროს, უკან მობრუნებული მზვერავი ფუტკრები კოლონიას ახალი დასასვენებელი ადგილის ან ახალი სახლის მდებარეობის შესახებ გადასცემენ ინფორმაციას და ამას ცეკვით ახერხებენ.

ელექტრომაგნიტური ველი _ კიდევ ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი გრძობა, რომელსაც ფუტკარი ფლობს, ელექტრულ ველებს უკავშირდება.

დავიწყოთ იმით, რომ ყვავილები მტვერავების მოსაზიდად, ხშირად ნათელ ფერებს, სხვადასხვა სტუქტურებსა და სასიამოვნო სურნელს იყენებენ. თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი კიდევ ერთ იარაღს – ელექტრო სიგნალებს – იყენებენ მტვერავებთან კომუნიკაციისთვის. ეს ელექტრო სიგნალები, სხვა მისაზიდ საშუალებეთნ ერთად, ძალიან კარგად მუშაობს მწერებზე.

ჩვეულებრივ, ყვავილები უარყოფითად არიან დამუხტულნი და მცირე ელექტრული ველიც აქვთ. მეორე მხრივ, ფუტკრები ფრენისას დადებითად არიან დამუხტულნი. როცა დადებითად დამუხტული ფუტკარი უარყოფითად დამუხტულ ყვავილს უახლოვდება, ცხადია, ამ დროს ნაპერწკალი არ წარმოიშვება, თუმცა ეს გარკვეულ ელექტრულ ძალას წარმოქმნის, რასაც ინფორამციის გადატანა შეუძლია.

ფუტკრებს ასევე ადგილობრივი გარემოს მუხტის გაგებაც შეუძლიათ, რასაც ისინი ამინდის პროგნოზირებისთვის იყენებენ. მაგალითად, თუ ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ისინი ამას ჰაერში მუხტის ცვალებადობით მიხვდებიან და დროულად მოასწრებენ სკაში დაბრუნებას. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი მექანიზმია ფუტკრისთვის.

როგორ ხვდებიან ფუტკრები  სად არიან?

ფუტკრებს ასევე დედამიწის მაგნიტური ველის განსაზღვრა შეუძლიათ. ეს აუცილებელი უნარია მათი ჯიპიესის მსგავსი სანავიგაციო სისტემითვის სწორად მუშაობისთვის.

ერთიანი კოლონია

ამ სასიცოცხლო გრძნობის ორგანოებით, ფუტკრები საკმაოდ ეფექტიანები არიან ურთიერთობაში და ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდნენ.

ხშირად ამ შესაძლებლობებს ისინი ერთად იყენებენ. მაგალითად, მეფუტკრის მიერ საბოლებლის გამოყენებისას. მიჩნეულია, რომ მიზეზი, რის გამოც კოლონიაზე კვამლის დაბერვა მუშაობს, ისაა, რომ ფუტკრები დაწვის პოტენციურ საფრთზეს გრძნობენ. ამაზე ისინი საგანგაშო ფერემონის გამოყოფით რეაგირებენ, რომელიც მთელ სკას საფრთის მოახლოებას აცნობს.

ფუტკრები ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ისინი უკან, ჩარჩოებზე ნაწილდებიან და თაფლის შეგროვებას იწყებენ, რომ ძველი სახლის დასატოვებლად მოემზადონ. ეს გრძელდება მანამ, სანამ სჯერათ, რომ დაწვის საფრთხე კიდევ არსებობს. ფუტკრის დასამშვიდებლად საბოლებლის გამოყენება, მცდარი საგანგაშო სიგნალით მთავრდება (თუმცა ეს პრინციპი მუშაობს!).

ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ ფუტკრები გრძნობის ორგანოებს, თუ როგორ რეაგირებენ და რა ეფექტი აქვს ამას მთლიანი ოჯახის ფუნქციონირებისთვის.

წყარო:beekeeper.ge