დარგებიმებაღეობა

როგორ იმყნობა კაკალი

კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა.  მაგრამ, ეს მეთოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამყნობენ წინასწარ, ამ მიზნით  გამოყვანილ  თესლნერგებს.  თესლნერგებს ამყნობენ  სათბურებში იანვარ – თებერვალში. საძირეებად იყენებენ  წვრილნაყოფა კერკეტი კაკლის  ძლიერი  ჯიშების  თესლნერგებს.

   

მყნობამდე  1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისთვის, რომ  საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა,  მას წვერს აჭრიან  და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება.

ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი  ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულ კვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით  ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე  მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ ენიანი კალმით მყნობა.  საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.

აგრო საკონსულტაციო ცენტრის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებას!

წყარო: tomakhalvashi.ge