დარგებივეტერინარიამეცხოველეობა

როგორ მოქმედებს ნიტრატიანი თივა საქონელზე

ამერიკის მისურის უნივერსიტეტი სავეტერინარო დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ  კოლუმბიაში 200-ზე მეტი ძროხის დაცემის მიზეზი თივაში ნიტრატების ჭარბი რაოდენობა იყო.

მკვლევარები  დაფიქრდნენ, როდის შეიძლება გახდეს თივა მომაკვდინებელი?!

როგორც მისურის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიაში აცხადებენ, თივის უხარისხობის მიზეზი შეიძლება უამინდობა გახდეს, როცა ძლიერ წვიმებს ხანგრძლივი გვალვები ცვლის, ხოლო ხანგრძლივ სიცხეს თან სდევს სწრაფი აცივება (რაც უფრო ჩრდილოეთის რეგიონების და მითის სათიბ-საძოვრებისთვის არის დამახასიათებელი), რა დროსაც (ბუნებრივი კატაკლიზმები) სათიბ-საძოვრებზე ბალახი ცუდად იზრდება, ამიტომ ფერმერებს ჭარბად შეაქვთ აზოტოვანი სასუქები, რომ ბალახი გაიზარდოს და ზამთრისთვის საკმარისი თივა დააგროვონ.

აზოტი მცენარის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ  როცა  მას გადაჭარბებულად იყენებენ, ამას თან სდევს პრობლემები.

გარემოში მცენარე, წყალი და ჰაერი ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირად ადამიანები უადგილო ჩარევით (პირობის გაუთვალისწინებლად ზედმეტი პესტიციდების გამოყენება) ამ ჰარმონიას არღვევენ, არ ითვალისწინებენ ნალექებს, ტემპერატურას, მზის გამოსხივების ინტენსივობას, სეზონურ ცვალებადობას და. ა.შ. რაც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებში და წყალმომარაგების სისტემებში  პესტიციდების  დაგროვებას.

ნიტრატული აზოტის კონცენტრაციის დისბალანსმა, საკვებში ან წყალში ნიტრატული აზოტის ტოქსიკრი ფორმების სიჭარბემ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ან სულაც მოკლას ცხოველი.

ნიტრატი აზოტის ორი ფორმიდან ერთ-ერთია, რომელსაც მცენარე ნიადაგიდან ითვისებს. მცენარე ნიტრატულ აზოტს ნიადაგში ამინომჟავების და ცილების სამშენებლო უჯრედების წარმოსაქმნელად იყენებს.

ოპტიმალურ პირობებში მოყვანილი მცენარე არ შეიცავს ნიტრატების საშიში კონცენტრაციას, რადგან მცენარე ნიტრატებს სწრაფად გარდაქმნის ცილად.

თუმცა, როცა გარემო პირობები  მცენარის ზრდას აფერხებს, მაშინ იგი რა სისწრაფითაც ითვისებს ნიტრატს, იმავე სისწრაფით ვეღარ ასწრებს მის ცილად გარდაქმნას და ნიტრატები მცენარის ქსოვილებში ჭარბად ილექება.

ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ნიტრატების დაგორვებას, შეიძლება გახდეს ნიადაგში ნაკელის ან ქარხნულად წარმოებული აზოტოვანი სასუქების ჭარბად შეტანა. ეს განსაკუთრებით საშიშია, მაშინ როცა მცენარე  წყლის ნაკლულობას (გვალვა) განიცდის ან ვეგეტაციის პერიოდში აცივდება და მცენარის ზრდა ფერხდება.

საკვები კულტურები, განასაკუთრებით სორგო, სიმინდი და რიგი საკვები ბალახები გვალვის დროს ხშირად ნიტრატების სახიფათო დოზას აგროვებენ, მაგრამ როგორც კი გვალვა დასრულდება და წვიმა მოვა, ორი კვირაც საკმარისია, რომ ამ მცენარეებში ნიტრატების კონცენტრაციამ უვნებელ დონეს მიაღწიოს.

რით არის სახიფათო ნიტრატებით და ნიტრიტებით მოწამვლა?

ნიტრატებით/ნიტრიტებით მწვავე მოწამვლის დროს სისხლში ნიტრატების დონე სახიფათო ზღვარს აღწევს და ანოქსემიას (ჟანგბადის უკმარისობა) იწვეს.

სისხლში ჟანგბადის მწვავე უკმარისობა იწვევს ლორწოვანი გარსის გამუქებასგალუჯებას, სისხლის ხდება  ყავისფერი, ეს სიმპტომები ცხოველის ნიტრატებთ/ ნიტრიტებით მწვავე მოწამვლაზე მიუთითებს.

ნიტრატების დონე საკვებში შეიძლება ოთხ კატეგორიად დაიყოს: უსაფრთხო, სარისკო, საშიში და ტოქსიკური.

როგორ შევამოწმოთ თივის ხარისხი?

თივის შესყიდვის დროს აუცილებელია, კარგად გარკვევა, თივა რომელ სეზონზე დამზადდა, როგორი ამინდის პირობებში, რა სასუქები იყენებდნენ სათიბებზე და თივა ნიტრატების შემცველობაზე შემოწმდეს.

სპეციალისტებს შეუძლიათ ჩაატარონ სწრაფი ტესტირება.

ნიტრატების მაღალი შემცველობის დროს მშრალი ბალახის გაყოფილ ღეროზე თუ მჟავას დააწვეთებთ, იგი გალურჯდება.

სილურჯე იმის ნიშანია, რომ  საფუძვლიანი ანალიზი ჩატარდეს და თივაში ნიტრატების ოდენობა დადგინდეს.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვების სპეციალისტი ერიკ ბეილი რეკომენდაციას იძლევა, რომ ნიტრატებით მოწამლულ ცხოველს რაციონში ცოტა სიმინდი მიეცეს, რათა ცხოველის საკვებმომნელებელ სისტემაში მოწამლული თივის გადაადგილება დაჩქარდეს და რაც შეიძლება სწრაფად გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

მისურის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ტიმ ევანსი ამბობს, რომ დამატებით პრობლემები იქმნება მაშინ, როცა აციება იწყება.

ამინდის ცვლილებას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წინასწარ გრძნობს და აციებამდე ცდილობს რაც შეიძლება მეტი ჭამოს, რომ ფაშვი ამოივსოს. ზომიერი კვების დროს ნაკლებად ტოქსიკუირი თივა, რომელიც დასაშვებ ზღვრამდე ნიტრატებს შეიცავს, ცხოველისთვის უვნებელია, მაგრამ გადავსებულ ფაშვში ის საშიში ხდება.

ამ დროს ყველაზე მოსაფრთხილებელია მაკე ძროხა და მისი ნაყოფი, რომლებიც სისხლში ჟანგბადის უკმარისობის გამო შეიძლება საშვილოსნოშივე დაეცეს.

წყარო :www.agriculture.com