როგორ მოვუაროთ ნაძვს?

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი ხეა.
გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისამდე.
იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 მეტრამდე.

ნაძვი ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრი. 
საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში.

15-20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20-25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. 

 იმას გარდა, რომ ნაძვი თავისი მარადმწვანე ბუნებით ზამთარშიც კი საგაზაფხულო, ფერად განწყობას ქმნის და ხალხში დადებით ემოციებს იწვევს, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ფიტონციდებს, რომელიც თავის მხრივ, შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს. მისი მერქანი და წიწვებიც კი, დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ის სამკურნალო მცენარეა და მისი ნაყენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ბრონქიალური ასთმა, ანგინა, რინიტი, კატარი და სხვა. ვიტამინებით მდიდარი ნაძვის წიწვების, ღეროებისა და გირჩების ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს. წიწვების აბაზანა რეკომენდებულია გადაღლილობის მოსახსნელად.

მოვლა 

სახლის პირობებში ნაძვის ხის მოვლისას მნიშველოვანია, რომ არ გამოშრეს ნიადაგი და მუდმივად მაღალ ტემპერატურის პირობებში არ იყოს ნაძვის ხე.

ყინვების პერიოდში ნაძვის ხის გადარგვა რეკომენდებული არ არის. ნაძვი უმჯობესია, გაზაფხულზე, ყინვის პერიოდის დასრულების შემდეგ გადაირგას.

გადარგვამდე ნიადაგს სჭირდება მომზადება.

წიწვოვანი მცენარე ვერ იტანს ზედმეტ წყალს, ამიტომ უნდა შევამოწმოთ, რაოგორი წყალგამტარია ნიადაგი, სადაც ვაპირებთ ნაძვის დარგვას. ამის შემოწმება ამგვარად შეგიძლიათ: ამოვჭრათ ორმო, ჩაასხით წყალი და დაელოდეთ, რამდენ ხანში დაიწრიტება. თუ თქვენ დაინახავთ, რომ მეორე დღეს ორმოში წყალი კვლავ დგას, გირჩევთ, იქ ნაძვიდ არ ჩარგოთ.

ნაძვი დარგვისთანავე კარგად უნდა მორწყათ.

თუ ზამთრის პერიოდში ან გვიან შემოდგომაზე მოგიწიათ დარგვა და ზამთარიც ახლოვდება, ისე ხშირი მორწყვა არ სჭირდება, მაგრამ ახალდარგული ნერგი არ უნდა გამოშრეს.

წყარო: sanerge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *