როგორ შეიცვალა ფასები ბოსტნეულზე და ხილზე უკრაინაში, პოლონეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში დღესასწაულების შემდეგ

გთავაზობთ უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს, ტაჯიკეთის და რუსეთის ბაზრებზე  ძირითად ბოსტნეულზე და ხილზე  იანვრის მეორე კვირის ფასების ცვლილების დინამიკას. 

დავიწყოთ ყველაზე იაფი და მოთხოვნადი პროდუქტით, კარტოფილით და სტაფილოთი. კარტოფილი დღესასწაულების შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირდა, რაც წლის ამ პერიოდისთვის ხშირი მოვლენაა. მომხმარებელი სადღესასწაულო პროდუქტებიდან გადადის ყოველდღიური მოხმარების უფრო იაფ, ტრადიციულ პროდუქტებზე

.

ამ პროდუქტებზე გაძვირების მხრივ ტაჯიკეთი, პოლონეთი, უკრაინა და რუსეთი ლიდერობენ. მოლდოვასა და საქართველოში კარტოფილი არ გაძვირებულა. ამ ბაზრებზე სტაფილოს ფასების ცვლილების დინამიკა თითქმის კარტოფილის ფასთა დინამიკის მსგავსია.

ხახვიც გაძვირდა. მართალია ხახვზე ფასები ზრდის მიზეზი მეტად ტრივიალური იყო _ ევროკავშირში ხახვის ანომალიური დეფიციტი გვალვის და ვეგეტაციის პერიოდში მაღალი სიცხით. ამიტომ ფასები ყველა იმ ქვეყანაში იზრდება რომლებსაც ევროკავშირში შეაქვთ ხახვი, რომელიც ტრადიციულად  ხახვის მსხვილი ექსპორტიორია. გასაკვირი არ  არის, რომ ხახვის ფასების დონის მიხედვით  პოლონეთია. საქართველოში ხახვზე ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტნაკლებად მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ჩანს ბაზრის ოპერატორებმა სხვა ქვეყნების ფასთა ცვლის მაგალითზე იგრძნეს, რომ აქ მეტის გამომუშავება შეუძლიათ.

ფასები სათბურის პროდუქტებზე დღესასწაულების შემდეგ პირიქით შემცირდა, რადგან რეგიონის არცთუ ისე მდიდარი მომხმარებლისთვის სასათბურე პროდუქტების ფასი ზამთარში ისედაც ძვირია.

ვაშლმა ბოლოს მაინც მიიქცია უკრაინელი მომხმარებლის ყურადღება, თუმცა მისი ფასი იმპორტირებულ ციტრუსზე და ბანანზე 3-5-ჯერ იაფია. მოთხოვნილების გაზრდა უკრაინელ მებაღეებს საშუალება მისცა  ცოტათი გაეზარდათ საბითუმო ფასები.

მოლდოვაში, სადაც იმედი ჰქონდათ რომ რუსეთიდან მოლდოვურ ვაშლზე 2019 წლის იანვრიდან მოთხონვილება გაიზრდებოდა საიმპორტო მოსაკრებლის გაუქმების გამო, საბითუმო ფასები, როგრც ექსპერტები ვარაუდობდნენ, შემცირდა.

როცა ყველა ერთდროულად ცდილობს ბაზარზე შესვლას, ეს ყოველთვის არასასურველ შედეგს იწვევს. სავაჭრო წესების გამკაცრებასაც არ ჩაუვლია უკვალოდ _ რუსეთიის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, მაგრამ საკმაოდ წარუმატებლად, ებრძოლოს  ევროკავშირიდან და უკრაინიდან მოლდოვეთის, ბელორუსიის, სერბიის და ყაზახეთის გავლით ვაშლის  რეექსპორტს. თუმცა ამის მიუხედავად რუსეთში ვაშლის ფასი გაიზარდა.

წყარო:east-fruit.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *