როგორი სქემით უნდა გმოიკვებოს გაზაფხულზე დასუსტებული პურის ყანა აზოტიანი სასუქებით?

დასუსტებული ხორბლის ყანებში ადრე გაზაფხულზე პირველ ჯერზე უფრო მეტი ოდენობის აზოტი შეაქვთ, რადგან სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აზოტის მეტი დოზა დადებითა მოქმედებს მცენარის მომწიფების დაჩქარებაზე, ნაბარტყისა და ყანის სიხშირის გაზრდაზე.

ყოველ ჯერზე, ვიდრე ნათესში აზოტს შევიტანთ, აუცილებელია, შეფასდეს გამოზამთრების შემდეგ როგორია ყანის საერთო მდგომარეობა.

მარცვლეულის გამოკვების დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ტონა ხორბლის მოსავალზე გადაანგარიშებით აუცილებელია ჰექტარზე 30 კგ. N მიცემა. ე.ი. გაზაფხულზე საშუალოდ ჰექტარზე 110-170 კგ. აზოტის შეტანა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანგრძლივი, ნალექიანი შემოდგომა-ზამთრის პირობებში ნიადაგიდან დიდი რაოდენობით აზოტის გამოირეცხება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში შესატანი აზოტის ოდენობის განსაზღვრის დროს არ უნდა ვიხელმძღვანელოთ თესვის დროს მიღებული ნიადაგის საერთო ანალიზის მდგომარეობით და შესატანი ზაოტის მოცულობა გავზარდოთ.

აზოტის დოზის გაზრდა აუცილებელია მაშინაც, როცა მცენარეთა ფესვთა სისტემა სათანადოდ არ არის განვითარებული.

დასუსტებულ ხორბლის ყანებში გაზაფხულის პირველ ეტაპზე შესატანი აზოტის ნორმა 70 კილოგრამამდე უნდა გაიზარდოს. ეს უზრუნველყოფს ნათესის სიხშირის გაზრდასა და მცენარეთა მომწიფების დაჩქარებას.

აზოტის პირველი შეტანა რაც შეიძლება ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს. კარგი იქნება თუ აზოტიან სასუქს პირველ ჯერზე (NO3) ნიტრატის ფორმით შევიტანთ.

ეს ფორმა კარგად მუშაობს მცენარეების ინტენსიური ზრდის პერიოდში, ხელს უწყობს მცენარეების მიერ კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის შეწოვას. ნიტრატის ფორმა იოლად ხელმისაწვდომია მცენარეებისთვის და როგორც სწრაფად შეიწოვება, ასევე სწრაფად გამოირეცხება, ამიტომ უფრო ეფექტიანია ამონიუმის ნიტრატის სახით აზოტოვანი სასუქის შეტანა.

 შეგვიძლია გამოვიყენოთ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ამონიუმის და ნიტრატის სახით შეიცავს აზოტს. ამონიუმის აზოტის საშუალებას აძლევს მცენარეს თანდათან, ხანგრძლივად გამოიკვებოს, რადგან NH4+ იონს ნიადაგის მყარი ნაწილაკები შეიწოვენ და მას დოზირებულად აწვდიან მცენარეს.

კიდევ ერთი კარგი მეთოდია _ შარდოვანა, ის შეიცავს 27,5% აზოტს (50% ამონიუმის და ნიტრატის ფორმით), 3,5% CaO და 4% MgO. ის შეიძლება შევიტანოთ ნაადრევად, რადგან ამ შემთხვევაში აზოტის დიდი დანაკარგის საშიშროება არ არსებობს. ის ხასიათდება ერთდროულად სწრაფად (NO3-) და ამავე დროს ნელა შეთვისებადი (NH4+) აზოტის ფორმებით.

კალციუმის კარბონატის დამატება ანელებს სასუქის მოქმედებას და აზოტს მცენარისთვის თანდათან შესათვისებელ ფორმად გარდაქმნის.

სასუქის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მასში გოგირდის შემცველობას და შეეცადეთ იგი ნიადაგში აზოტთან ერთად შეიტანოთ.

წყარო: farmer.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *