საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოებზე 37.33 მილიონი ლარია გმოყოფილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან” 16.45 მილიონი ლარის კონტრაქტი უკვე გააფორმა.

კომპანია New Road-ი ​20.89 მილიონიანი კონტრაქტის სამუშაოს შეასრულებს. 

თბილისიდან ონამდე ახალი გზა მანძილს 75 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს.

ახალი გზის სიგრძე 45 კილომეტრია და საჩხერიდან-ონამდე შენდება.

პროექტის თანახმად გზა გაივლის სახერის სოფლებს: სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას; ზემო რაჭის სოფლებს: ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და ამბროლაური-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას შეუერთდება.

ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა ზღვის დონიდან 1850 მეტრ სიმაღლეზე გაივლის.

ამჟამად თბილისიდან ონამდე არსებული საავტომობილო გზის მანძილი 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *