საერთაშორისო სამაგისტრო კურსი „აგრარული მენეჯმენტი” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), ვაინშტეფან-ტრისდორფის  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)

ცხადდება კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში „აგრარული მენეჯმენტი“ მონაწილეობის მისაღებად. გერმანიის ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გაძლევთ შანსს  სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს დასახელებულ იქნა  10 საუკეთესო საერთაშორისო სამაგისტრო კურსებს შორის გერმანიაში. 

ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფან-ტრისდორფის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-ზე მეტმა ქართველმა, რომლებიც დღეს წარმატებულად საქმიანობენ  სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ კერძო აგროსექტორში.

ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა), რომლის დამთავრების შემდეგ, წარმატებული კანდიდატები  აგრძელებენ თეორიულ სწავლებას და ეძლევათ სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა გერმანული დიპლომი.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი  ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;
  • ან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;
  • ან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული
  • გერმანული ენის საშუალო დონე (A2-B1);
  • რეგისტრაცია (ონლაინ კითხვარი) მისამართზე: http://ima.hswt.de/de/ima-praktikum

სტუდენტების შერჩევა მოხდება 06.03.18  გერმანელი პროფესორის მიერ გერმანულ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლია იხილოთ პროგრამის ვებგვერდზე:http://ima.hswt.de/de/  ან დაუკავშირდეთ პროგრამის ამჟამინდელ მონაწილეს ნინო ნადიბაიძეს nadibaidze_nino@yahoo.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *