საგრანტო კონკურსი მეფუტკრეობის კოოპერატივებისა და მეფუტკრეებისთვის

USAID ZRDA აცხადებს საგრანტო კონკურსს № 065-4004A-006-S-20187 მეფუტკრეობის/თაფლის წარმოებაში ჩართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ინდივიდუალური მეფუტკრეებისთვის.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “ZRDA” არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით. 

დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2018 წლის 15 ნოემბრისა (17:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: subawards@zrda.ge

იხილეთ თანდართული ფაილი: 194356-annex-zrda.zip

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *