საგრანტო კონკურსი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი “ზრდა საქართველოში” და სსიპ “საარსებო წყაროების სააგენტო” აცხადებენ ერთობლივ საგრანტო კონკურსს, #077-2005-008-S-2019, 240 კვ.მ. სასათბურე მეურნეობების მოწყობის მხარდაჭერის მიზნით. საგრანტო პროგრამის ჯამური თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც გამოყოფილია “ზრდა პროექტისა” და “საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს” თანაბარი თანხობრივი მონაწილეობით. 

საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასათბურე მეურნეობების მოწყობას Zrda პროექტის სამიზნე თემებში. პროგრამა ვრცელდება ზრდა პროექტის სამიზნე 17 მუნიციპალიტეტის 81 თემში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 240 კვ.მ. სასათბურე მეურნეობების მოწყობა პროგრამის სამიზნე ბენეფიციარებისათვის.

გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტ “ზრდას” გრანტების მართვის შინაგანაწესის, სსიპ “საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს” რეგულაციების და ასევე USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 მარტი. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.

გთხოვთ, სრული ინფორმაცია იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „Zrda” არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *