საგრანტო კონკურსი თხილის მეურნეობის განსავითარებლად

The Georgia Hazelnut Improvement Project (G-HIP) has announced a grant competition for people working in the agriculture sector. Interested persons can obtain a grant which provides partial funding for the development of hazelnut drying and storage facilities.
The G-HIP project was implemented by USAID, Ferrero, and CNFA. Its goal is to increase nut quality, competitiveness and export, improve social-economic conditions of the population.

საქართველოს თხილის განვითარების პროექტი (G-HIP) სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე პირებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ჩაერთონ საგრანტო კონკურსში, მოიპოვონ დაფინანსება და განავითარონ თხილის მეურნეობა.  G-HIP პროექტი დაინერგა USAID-ის, Ferrero-სა და CNFA-ის მიერ. მისი მიზანია თხილის ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის გაზრდა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თხილის მწარმოებლებს HDS მეურნეობის დანერგვით შეუძლიათ შეინარჩუნონ თხილის გულის ხარისხი ნაჭუჭში და აღმოფხვრან დანაკარგები მოსავლის აღებისას. ამ მიზნის მისაღწევად, G-HIP იწყებს გრანტების გაცემას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თხილის გამრჩევი, საშრობი და შემნახველი მეურნეობის განვითარებას.

HDS მეურნეობების ღირებულება 300, 000 – 350, 000 დოლარამდე მერყეობს. G-HIP-ის მიერ გაცემული გრანტების მაქსიმალური ოდენობა 50, 000 დოლარია. ამასთან, შესაძლებელია დამატებითი გრანტების მოძიება ფერეროსგან მაქსიმალური 50, 000 ევროს ოდენობით.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ გრანტის მისაღებად?

გრანტის მაძიებელი საჭიროა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დარეგისტრირებული იყოს როგორც მოგებაზე ორიენტირებული კერძო იურიდიული ან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი;
  • წარმოადგინოს ფინანსური შესაძლებლობების გარანტიები, რითაც დაადასტურებს რომ შეძლებს თანამონაწილეობის თანხის უზრუნველყოფას;
  • წარმოადგინოს HDS საწარმოს მშენებლობისა და ფუნქციონირების სტრატეგია;
  • ჰქონდეს ინვესტირების შესაძლებლობა და უზრუნველყოს თანადაფინანსების წილის მობილიზება;
  • უზრუნველყოს საწარმოს შესაბამისობა გარემოსდაცვით მოთხოვნებთან.

G-HIP იმ პროექტებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც მეტი ბენეფიციარი ეყოლება და მიზნად დაისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ან შექმნის მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალ სამუშაო ადგილებს.

წარმოდგენილი განცხადებები შეფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. მათ შორის; მიმდინარე საქმიანობა, შესაძლებლობა და გამოცდილება – 40 ქულა; პროექტის მოსალოდნელი შედეგები – 30 ქულა; ბენეფიციარები -20 ქულა; პროექტის გავლენა 10 ქულა.

საგრანტო განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gerogiahip.org

წყარო: bfconsulting.com

2 thoughts on “საგრანტო კონკურსი თხილის მეურნეობის განსავითარებლად

  • 23/04/2018 at 11:12
    Permalink

    ვცხოვრობ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელში სადაც თხილი არის მოსახლეობის ძირითადი
    შემოსავალი,მაქვს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული 2,5 ჰა რომელზეც გაშენებული მაქვს თხილის პლანტაცია, აქედან დარეგისტრირებული მაქვს 1,5ჰა,დამატებით შემოღობილი მაქვს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი რომელიც დასამუშავებელია. ეზოში მიდგას კაპიტალური შენობა ნაგებობა 120 კვ/მ სადაც შესაძლებელია თხილის წარმოების გამართვა. მაქვს გამოცდილება თხილის როგორც მოვლის ისე წარმოების.შემიძლია დავასაქმო ათამდე ოჯახი.

    Reply
  • 23/04/2018 at 11:16
    Permalink

    ვცხოვრობ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელში სადაც თხილი არის მოსახლეობის ძირითადი
    შემოსავალი,მაქვს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული 2,5 ჰა რომელზეც გაშენებული მაქვს თხილის პლანტაცია, აქედან დარეგისტრირებული მაქვს 1,5ჰა,დამატებით შემოღობილი მაქვს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი რომელიც დასამუშავებელია. ეზოში მიდგას კაპიტალური შენობა ნაგებობა 120 კვ/მ სადაც შესაძლებელია თხილის წარმოების გამართვა. მაქვს გამოცდილება თხილის როგორც მოვლის ისე წარმოების.შემიძლია დავასაქმო ათამდე ოჯახი.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *