დარგებიმემცენარეობამეცხოველეობა

საკვები კულტურები _ ხანჭკოლა (Lupinus)

ხანჭკოლას სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვისპირეთი და ჩრდილოეთი ამერიკა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. ევროპაში ფართოდაა გავრცელებული 3 ერთწლოვანი სახეობა: წვრილფოთოლა, თეთრი და ყვითელი ხანჭკოლა, აგრეთვე 1 მრავალწლოვანი სახეობა.
აქვს სწორმდგომი დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, მთავარღერძიანი ფესვი, თათისებრ რთული ფოთოლი, ვერტიკალური მტევან-ყვავილედი, მრავალთესლიანი პარკი. ერთწლოვანთა სავეგეტაციო პერიოდი 80-155 დღეა.

კარგად იზრდება ტენიან პირობებში, შავმიწებზე, ტყის ყომრალ ნიადაგებზე და იძლევა პროტეინით მდიდარ ვეგეტატიურ მასას. იყენებენ საქონლის საკვებად, ზოგს მწვანე სასუქად. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.

ცნობილია მისი ერთი და მრავალწლიანი ჯიშები, თუმცა სოფლის მეურნეობაში ძირითადი გამოყენება რამოდენიმე მათგანს აქვს, რომლებიც უმეტესად ერთწლიანია და გამოიყენება სიდერაციისათვის. კარგად ეგუება ღარიბ ნიადაგებს, ისევე როგორც ყველა პარკოსანს მასაც აქვს ნიადაგში აზოტის დაგროვების უნარი.

 ლურჯი ხანჭკოლა

                                                                                        

დასახელება _ „აზურო“

ლურჯი ხანჭკოლა უკეთ ვითარდება მსუბუქმ სუსტად მჟავე ნიადაგებზე,  გააჩნია ძლიერი, ღრმად განვითარებადი ფესვთა სისტემა, რის ხარჯზეც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას,ხდის მას უფრო ფხვერს და ამუჯობესებს აერაციას.

თესვის ნორმა _ 180 კგ/ჰა,

თესვის დრო _ ივნისი-ივლისი,

თესვის სიღრმე _ 3-5 სმ,

შეფუთვა _ 25 კგ.

ყვითელი ხანჭკოლა

დასახელება _ „მაისტერ“

არაა მომთხოვნი ნიადაგური პირობებეის მიმართ;

 თესვის დრო _ ივნისი-ივლისი;

თესვის სიღრმე _ 3-5 სმ.

თესლი შეიძინეთ:

მაღაზია ”AGROSERVICE”

მოსკოვის გამზირი N6
ტელ: 579 79 74 17