სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანი დასაქმდება

ქარელის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ხელშეწყობით შეიქმნა.

საწარმოს ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა, სადაც 5 000 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და საქართველოში ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურისთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრო კომპლექსს აქვს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა და უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება შეუძლია.

აქ დამზადებული პროდუქცია გათვლილია ევროკავშირის ქვეყენების, ისრაელის, თურქეთის და პანამის ბაზრებისთვის.

სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული ხოლო სეზონურად კიდევ 80 ადამიანი.

კომპანიაში 2018 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *