სამი ჩვულებრივი მცენარე, რომელიც სახლსა და ოფისებში ჰაერს გაგიუმჯობესებთ

ინდოელმა ბიოლოგმა ქემალ მატმა დაასახელა სამი მარადმწვანე დეკორატიული მცენარე, რომლებსაც  შენობაში, სახლში ან ოფისში ჰაერის გასუფთავება შეუძლია.

ნიუ-დელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ადგილობრივი ბიოლოგი ქემალ მატი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იტანჯებოდა დაბინძურებული ჰაერის ალერგიით. ის ამ პრობლემას დიდი ხანია სწავლობდა და მისგან თავის დაღწევის გზებს ეძებდა. ექსპერიმენტი, რომელიც მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და  NASA-ას მეცნიერებთან ერთად კვლევა ჩაატარა ძალზე დამაიმედებელი აღმოჩნდა. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს სამი სახეობის ჩვეულებრივი მარადმწვანე მცენარე, რომლებიც სრულიად საკმარისია შენობაში ჰაერის გასასუფთავებლად, რათა დაბინძურებული ჰაერზე ალერგიის მქონე ადამიანებმა კარგად იგრძნონ  თავი.

კერძოდ, ეს მცენარეებია: დეკორატიული ოქროს ლერწმის პალმა, მას ყვითელ პალმასაც ეძახიან Areca yellow (Chrysalidocarpus lutescens), სანდვირია ტრიფასციტა Sansevieria (Sanseviera trifasciata) და ოქროს დედოფალა (Epipremnum aureum).

ქალაქ დელიში 4600 მ2   შენობაში, სადაც მუდმივად იმყოფებოდა 300 კაცი, ექსპერიმენტის მიმდინარეობისას განთავსებული იყო 1200 მცენარე, ექსპერიმენტის მონაწილეთაგან 43%-ს 10 საათის შემდეგ სისხლში ჟანგბადის მოცულობა 1%-ით გაეზარდათ. შედეგმა მეცნიერები მოლოდინს გადააჭარბა, რადგან შენობა, სადაც ეს მცენარეები იყო შეტანილი, დელიში ყველაზე ჯანმრთელი შენობის ტიტული მიენიჭა. სხვა შენობებთან შედარებით აქ მყოფ ადამიანებში თვალის გაღიზიანება შემცირდა 52%-ით, სასუნთქი გზების სხვადასხვა პრობლემები _ 34%-ით, თავის ტკივილი _ 24%-ით, სუნთქვის დარღვევა _12%-ით, ხოლო ასთმა _ 9%-ით.

შენობაში განთავსებული ორგანიზაციის თანამშრომელთა შრომისუნარიანობა გაიზარდა 20%-ით.

თუ გავითვალისწინეთ, რომ ჰაერის სისუფთავე-სიჯანსაღის მხრივ საქმე არც თბილისში გვაქვს იდეალურად, ამ მცენარეებმა, რომელთა შეძენა სპეციალეზებულ მაღაზიებში თავისუფლად შეიძლება, ჩვენს ბინებსა და ოფისებშიც რომ დაიდოს ბინა, ურიგო არ იქნება.

dobrewiadomosci.net.pl მასალების მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *