სამყურა

სამყურა (Trifolium) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. ყველა სახეობა ბალახოვანია. მათი ფოთოლი სამ ფოთოლაკიანია (აქედან მოდის მისი სახელიც).  სამყურა კარგი თაფლოვანი მცენარეა და  შესაძლებელია შეგროვდეს ნექტარი 100 კგ-მდე – 1 ჰ-ზე.

ყვავილები წითელი, ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერია, შეკრებილი თავაკისებრ, იშვიათად მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი პატარა პარკია, 1-2, იშვიათად 3-6 თესლით. ფესვები მთავარღერძიანია. 

300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში.

საქართველოში იზრდება 40-მდე სახეობა. სამყურას ბევრი სახეობა საქონლის საუკეთესო საკვებია და დიდი ხანია კულტურებშია შეყვანილი.

ამ მხრივ აღსანიშნავია წითელი ანუ მდელოს სამყურა (Trifolium pratense), რომლის ორი ფორმა არსებობს — საგვიანო ანუ ჩრდილოეთის ერთსათიბა და საადრევო ანუ სამხრეთის ორსათიბა; 

ვარდისფერი ანუ შვედური სამყურა (Trifolium hybridum) — საკვებად იყენებენ სხვა მარცვლოვნებთან ერთად; თეთრი სამყურა (Trifolium repens) — თესენ სხვა სამყურასთან ან მარცვლოვნებთან ერთად.

გაძოვების შემდეგ სწრაფად ამოიზრდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფესვები მთავარღერძიანია, რომლის მეშვეობითაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას,  გარდა ამისა  მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიები (Rhizobium leguminosorum ან Bacillus radicicola), რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტს აწვდიან მცენარეს ადვილად შესათვისებელი ფორმით და ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით. სწორედ ამ თვისების გამო სამყურა შეუცვლელია ორგანულ სოფლის მეურნეობაში და აზოტის ორგანული ფორმის მთავარ წყაროდ გვევლინება.

სამყურის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობაში, მისი  მწვანე მასა მაღალი ყუათიანობით გამოირჩევა, შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს (12-15%) და საუკეთესო საკვებია ყველა სახის ცხოველისთვის,

წითელი სამყურა (Trifolium pretense)

 

 

 

 

 

 

 

 

თესვის ნორმა 25 კგ. ჰა, შერეულად თესვისას 12 კგ. ჰა.

თესვის დრო _ გაზაფხული- შემოდგომა;

თესვის სიღრმე 1-2 სმ.

თეთრი სამყურა (Trifolium repens)

 

 

 

 

 

 

 

თესვის ნორმა

12-15 კგ, შერეულად თესვისას 10 კგ;

თესვის დრო _ გაზაფხული-შემოდგომა;

თესვის სიღრე _ 1-2 სმ.

სამყურას თესლს შეიძინეთ:

მოსკოვის გამზირი N6

ტელ: 579 79 74 17
მაღაზია ”AGROSERVICE”