საფუტკრე მეურნეობის განვითარება

მეფუტკრეობის შესწავლის შედეგად შესაძლოა გაგიჩნდეთ საკუთარი საფუტკრე მეურნეობის შექმნის ბიზნეს-იდეა.
 საფუტკრე მეურნეობის ინტენსიური და ექსტენსიური განვითარებისათვის SWOT ანალიზის ჩატარება .
 გადასაწყვეტი იქნება რამდენად გამართლებული და გამართულია  საფუტკრე მეურნეობის შექმნის  თქვენი კონცეფცია.
 ამის გასარკვევად საჭიროა მეფუტკრეობაში უკვე შესწავლილი მასალების გათვალისწინებით მოვახდინოთ მისი დეტალური   გააზრება და   ჩავუტაროთ  ტესტირება.

ამ ტესტირების განხორციელებაში დაგვეხმარებათ SWOT ანალიზის მეთოდოლოგია, რომელიც თქვენ შესაძლოა უკვე შეისწავლეთ მეწარმეობის სავალდებულო ზოგადი მოდულის გავლის პროცესში. ყოველ შემთხვევაში, მაინც შეგახსენებთ რას წარმოადგენს SWOT ანალიზი:

 S= Strength – საფუტკრე მეუ რნეობის შექმნის ბიზნეს – იდეის ძლიერი მხარეები;

 W=Weaknesses – იდეის სუსტი მხარეები ;

 O=Opportunities – იდეის განვითარების შესაძლებლობები;

 T=Threats – საფუტკრე მეურნეობის შექმნის საფრთხეები.

 SWOT ანალიზის შესრულების დროს საჭიროა გაიაზროთ საფუტკრე მეურნეობის შექმნის თქვენი კონცეპცია – „შიგნიდან“ ( ანუ შიდა ფაქტორების გათვალისწინებით ), რათა მოძებნოთ ის ფაქტორები, რომლებზეც თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ გავლენა. განსაზღვროთ თითოეული ფაქტორის ძლიერი და სუსტი მხარეები.

შემდგომ, როგორც ბიზნესის გარე ფაქტორები რეალურად  განსაზღვრეთ  შესაძლებლობები და მოსალოდნელი საფრთხეები.

ამის შემდეგ შეადგინეთ SWOT ანალიზის ცხრილი (იხ. დანართი3 ), სადაც ცალ-ცალკე ჩამოწერეთ და შეაფასეთ თითოეული მათგანი ასეთი პრინციპით:

  1. ძალიან მნიშვნელოვანია , ვიზუალიზაციისათვის დაუსვით ორი პლიუსი (++);   2.  ნაკლებად მნიშვნელოვანია ,  დაუსვით ერთი პლიუსი (+).

 

გაიაზრეთ და დაითვალეთ:

შიდა ფაქტორებში  – ძლიარი თუ სუსტი მხარეა მეტი?

გარე ფაქტორებში – შესაძლებლობების რაოდენობაა მეტია თუ საფრთხეების ?   შედეგების შეჯამების საფუძველზე შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა – რამდენად გამართული და გამართლებიულია საფუტკრე მეურნეოს შექმნის თქვენი ბიზნეს-კონცეფცია, რიცხობრივად და თვისობრივად ხომ არ გადაწონეს შიდა ფაქტორებში – სუსტმა მხარეებმა, ხოლო გარე ფაქტორებში – საფრთხეებმა?

თუ  მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩით? მიიჩნიეთ, რომ თქვენი საფუტკრე მეურნეობა იქნება წარმატებული და მოგების მომტანი!

თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ ტექნიკურეკონომიკური დასაბუთების ( ტედ ) და მცირე ბიზნეს-გეგმის პროექტის შედგენას.

ეს პროცესი უმჯობესია დავიწყოთ საკუთარი საფუტკრე მეურნეობის ორგანიზების  ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების  შედგენით, რაც გაგვიადვილებს პროექტზე მუშაობას. ამ პროცესში უნდა დავეყრდნოთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეწარმოების მოდულის ცოდნას. შეგვიძლია აგრეთვე გავეცნოთ, მაგალითად, UNIDO – ს (United Nations Industrial Development Organization)  მეთოდოლოგიას.

ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების (ტედ) პროექტის შედგენისათვის საჭიროა მისი სტრუქტურის განსაზღვრა:

  1. საფუტკრე მეურნეობის ტედ-ს პროექტის რეზიუმე. (პროექტის სახელწოდება; პროექტის მიზნები; პროექტის ინიციატორი; პროექტის მართვა; პროექტის რეალიზციის შედეგად მიღებული პროდუქცია და მისი გასაღების ბაზარი; საფუტკრე მეურნეობის ადგილმდებარეობა; ტექნოლოგია და აღჭურვილობა; პროექტის განხორციელების გრაფიკი; პროექტის ძირითადი ფინანსურ – ეკონომიკური მაჩვენებლები).
  2. საფუტკრე მეურნეობის ტედ-ს პროექტის ბაზარზე ორიენტაცია. (ბაზარი და მისი მდგომარეობის მოკლე აღწერა; პროდუქციისა და მისი კონკურენტუნარიანობის აღწერა; პროდუქციის უპირატესობები; ტექნოლოგიური უპირატესობები; გაყიდვების გზები).
  3. საფუტკრე მეურნეობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნოლოგიის შერჩევა. (მომწოდებლების შერჩევის დასაბუთება; ინვენტარის, მოწყობილობების, ხელსაწყოების შემადგენლობის დახასიათება/აღწერა, მათი სპეციფიკაცია).
  4. საფუტკრე მეურნეობის განთავსების ადგილი. (მოთხოვნები ტერიტორიის მიმართ; განთავსების სიტუაციური/თანმიმდევრობითი გეგმა).
  5. საფუტკრე მეურნეობის საწარმოო პროგრამა. (ეტაპობრივი შექმნა, პირველ რიგში …. გაკეთება, მეორე ეტაპზე ….. ორგანიზება, საფუტკრის ინტენსიური მიდგომებით განვითრება ….).
  6. სწავლება/ან კვალიფიკაციის ამაღლება. (პირადად თქვენი, ან პერსონალისა – მის აყვანის აუცილებლობის შემთხვევაში).
  7. პროექტის მართვა. (მართვა მომზადების სტადიაზე – ვინ ახორციელებს, ხელმძღვანელი -შემდგომ ეტაპებზე).
  8. მოსამზადებელი ეტაპის დანახარჯები. (ანუ წინასაინვესტიციო ხარჯები).
  9. პროექტის კაპიტალური დაბანდებები: (კაპიტალური დაბანდებების ძირითადი მონახაზის განსაზღვრა, დეტალურად და ზუსტად ეს აისახება უკვე ბიზნეს-გეგმის შედგენის დროს).
  10. პროექტის მიმდინარე ხარჯების გაანგარიშება. (შეძენების ხარჯები, მასალების, მოწყობილობების, ხელსაწყოების შეძენის/შეკეთების, ტრანსპორტირების, შენობა-ნაგებობების შექმნა-შენახვის, შესაძლოა – მიწის იჯარის, სამეურნეო ან/და სხვა გარდაუვალი ხარჯები).
  11. გადასახადები. (გადასახადების სახეობა და მოცულობა – მათი წარმოქმნის შემთხვევაში, თუ დაგეგისტრიდებით ბიზნეს ოპერატორად, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსით).
  12. პროექტის ფინანსირება. (ფინანსირების წყაროები – სტარტაპის ეტაპზე, შემდგომ ეტეპებზე; ფინანსირების სქემა და ორგანიზება, შიდა ფინანსირება და სახსრების აკუმულირება, გარე ფინანსირების პირობები – კრედიტის % მითითებით ).
  13. რისკების შეფასება. (ძირითადი რისკი …. ; სხვა შესაძლო რისკები …. ; რის მეშვეობით ხდება მათი მინიმიზაცია – ეტაპობრივი ფინანსირების ხარჯზე თუ სხვა საშუალებებით).
  14. პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური შეფასება. (ძირითადი მაჩვენებლებით; რენტაბელობის გაშუალედებური ნორმის (ARR) -ს … %).
  15. ძირითადი დასკვნები. (მაგალითად, პროექტი პერსპექტიულია, დასაბუთებულად – რატომ ….. ; საფუტკრე მეურნეობის ინტენსიური განვითარების შემთხვევაში შეუძლია მოიტანოს მოგება …. ოდენობით, გარდა ამისა ლიკვიდურია, მოგება შეიძლება მიღებულ იქნას უკვე ორგანიზებული საფუტკრე მეურნეობის გაყიდვის შედეგადაც და ა.შ.).

საკუთარი საფუტკრე მეურნეობის ბიზნეს-პროექტი წარმოადგენს თავისებურ სამუშო-კვლევას, რომელიც სრულდება გარკვეულ დროში. პროექტზე მუშაობის პროცესში უნდა გამოვიყენოთ მეწარმოების მოდულის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეთავაზებული მოდელი.  მცირე ბიზნეს-პროექტის შემუშავებისათვის საჭიროა: ზუსტად დადგინდეს პროექტის დასახელება, მისი მიზნები; მოხდეს პროექტის შესახებ ძირითადი ინფორმაციის ფორმულირება, განისაზღვროს პროექტის რეალიზაციის ღირებულება, ეფექტურობის ეკონომიკური მაჩვენებლები, რათა შესაძლებელი იყოს მსი თაობაზე რეალური დასკვნების გამოტანა.

 სწავლების პროცესში პროექტის შედგენა შეგიძლიათ მოახერხოთ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. პედაგოგი კი გარკვეულწილად ხელმძღვანელობს ამ სამუშაოებს. ხშირ შემთხვევაში ის განუმარტავს სტუდენტს პროექტის რომელიმე შემადგენელ ნაწილს ან მიაწვდის მოკლე აღწერილობას, აძლევა მიმართულებას, მიუთითებს საინფორმაციო წყაროებს. პროექტის შესაფასებლად უნდა შეიქმნას კრიტერიუმების ნუსხა, რომლითაც პედაგოგის მიერ გაიზომება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და სტუდენტის კომპეტენცია. 

სავსებით შესაძლებელია, რომ ბიზნეს-გეგმაზე მუშაობის პროცესში წარმოიქმნას დილემა: საფუტკრე მეურნეობის ორგანიზების საწყის ეტპზევე  განვითარების  რომელი გეზი ავირჩიოთ – ექსტენსიური თუ ინტენსიური? ვეცდებით განვმარტოთ ეს საკითხი:

  საფუტკრე მეურნეობის  წარმართვასა და განვითარებაში  გულისხმობს,  მოცულობითი მაჩვენებლების  გაუმჯობესებას,  ფუტკრის  ძირითადადი ოჯახების რაოდენობის გაზრდისა და არა არსებულის  წარმადობის ამაღლების შედეგად. ამ სახის მიდგომას არ ახასიათებს მეურნეობის ტექნოლოგიური განვითარების  ხარჯზე ფუტკრის  მოვლა-პატრონობის სრულყოფა და ამის შედეგად  მეფუტკრეობის პროდუქტების მატება;

  მიზანს  წარმოადგენს არსებული სიმძლავრეების პირობებში მეფუტკრეობის პროდუქციის მოცულობის გაზრდა  ფუტკრის  მოვლა-პატრონობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით.

გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე  თუ რომელი გეზის არჩევაა უპრიანი მეურნეობისათვის თქვენ  შეძლებთ სახელმძრვანელოს მეექვსე თავის შესწავლის შემდეგ.  უმჯობესი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის კვლავ დაუბრუნდეთ SWOT ანალიზის მეთოდს, ცალ-ცალკე შეაფასოთ ორივე მიდგომის სუსტი და ძლიერი მხარეები, შეადაროთ, შეაჯეროთ თქვენ რეალურ შესაძლებლობებთან და გამოიტანოთ დასკვნა.

„მეფუტკრეობის საფუძვლები“,

სახელმძღვანელო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *