საქართველო გვიყვარხარ შენ და შენი აღმაფრთოვანებელი უძველესი ღვინო!

მსოფლიოს ყველაზე დიდ და ცნობილ Decanter World Wine Awards 2019 წლის კონკურსზე  _  „ქვევრის ღვინო“ ახალ კატეგორიად  დაემატა.
ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ღვინის დაყენების  ყველაზე ძველმა ქართულმა ტექნოლოგიამ, რომელიც სულ მცირე 8000 წლისაა, საბოლოოდ გაარღვია რეგიონული საზღვარი და მსოფლიო ღვინის  და ტრენდებსა და ტენდენციებში კუთვნილი საპატიო ადგილი დაიკავა!

2017 წელს მთელ მსოფლიოს გადაუფრინა ცნობამ ქართული ქვევრის ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის დამადასტურებელი არტეფაქტის, უძველესი ქვევრის აღმოჩენამ, რამაც საქართველს მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ აღიარება განაპირობა.  ბორდოში, ღვინის მუზეუმმა La Cité du Vin ამ აღმოჩენას გამოფენა მიუძღვნა და ცენტრალური შესასვლელი უზარმაზარი ქვევრით დაამშვენა.

ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია, როცა მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტკბილი კლერტთან და წიპწასთან ერთად ღვინდება, პოპულარობის ბუმს აღწევს.

დღეს დედამიწის სხვადასხვა კონტინენტიდან ქართული ღვინის დაყენების ამ უძველეს ტექნოლოგიას ბევრი მეღვინე მარტო საექსპერიმენტოდ კი არა, ღვინის დაყენების ძირითად ტექნოლოგიად იყენებს.

ქართული ქვევრის ღვინო საერთაშორისო რეიტინგებში მაღალ პოზიციებს იკავებს, იქცევს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღებას,ის ხვდება წიგნებსა და ისტორიებში, იგი დღეს უკვე VIP დეგუსტაციების და ძვირფასი კოლექციების მარგალიტია.

 აღნიშნავს Wine Discovery Selection
ამავე თემაზე წაიკითხავთ:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *