საქართველოა ქვეყანა, სადაც GMO პროდუქციის წარმოება, შემოტანა და გაყიდვა აკრძალულია

შემოწმების შედეგად, რომელიც საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები 2015 წლიდან დღემდე მუდმივად ატარებენ  ქვეყანაში  გენმოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის ან  მცენარის არსებობის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, წერს გამოცემა EastFruit.

სამინისტროს ცნობით, მითითებული პიერიოდში ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში  561,2 ჰექტარზე სავარაუდო გენმოდიფიცირებულად ყველაზე  სარისკო: ხორბლის,  შვრიის,  ქერის, კარტოფილის, ნესვის, საზამთროს, სოიოს, იონჯის და ლობიოს 177 ნიმუში შეირჩა და ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

როგორც ლაბორატორიული კვლევებიდან დადგინდა ამ ნიმუშებიდან არცერთი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და  შესაბამისად არის გენმოდიფიცირებული.

საქართველოში 2014 წელს მიიღეს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, რომლის ძალითაც ქვეყნის ტერიტორიაზე გენმოდიფირებული ორგანიზმების გამრავლება იკრძალება. დახურულ სისტემაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების დახურულ სისტემაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიით. სავაჭრო ქსელში განთავსება კი იკრძალება.

კანონი ასევე განმარტავს, რა იგულისხმება ტერმინში „ცოცხალი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმში“. ეს არის „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა;

ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას;

გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა;

საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის;

საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს;

კანონი სრულა იხილეთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2516880?publication=2