საქართველოს მთავრობის №127 დადგენილება სახელმწიფო პროგრამის _ „დანერგე მომავალი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის  №127  დადგენილება „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის  „დანერგე მომავალი“:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დამატებით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ საწამლი აპარატები.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები (ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ფაქტორის გამო და მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან  ნერგის იმპორტის გზით.“.

5. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის  ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებად ჰქონდეს რეგისტრირებული რამდენიმე საკადასტრო კოდით, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთები განლაგებულია ერთი სოფლის/დაბის/ქალაქის ტერიტორიაზე;

გ) თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სანერგე მეურნეობის (ნერგების წარმოების ტექნოლოგია ღია გრუნტის გარეშე) მოწყობის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფლობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა თანამედროვე სანერგე მეურნეობა – ლაბორატორია, სათბური და სხვა (ამ პროგრამის ფარგლებში ნერგის გამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო, ცენტრთან ერთად).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.“.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ;“.

8. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე სააგენტოსა და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები მონაწილეობენ ამ პროგრამის საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობაში; აწვდიან ბენეფიციარებს საჭირო ინფორმაციას მათ მიერ სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციასა და სხვა საკითხებზე. ამოწმებენ პოტენციური ბენეფიციარის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ბაღის (სანერგის) გასაშენებლად მზაობას და გასცემენ შესაბამის ცნობას.“.

9.  დანართებ: 1, 2 და 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 დანართი  №1

მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით

რეგიონი მრავალწლოვანი კულტურები
კურკოვანი კენკროვნები სუბტროპიკული კაკლოვანი თესლოვანი ვენახი
კახეთი ატამი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, ვაშლი, სუფრის
ქლიავი, მაყვალი. ბროწეული, ნუში მსხალი, ყურძენი
ტყემალი, კივი. (ორივე კომში.
ბალი, გვიანმოყვავი
ზეთის ლე),
ხილი, თხილი,
ალუბალი, ფსტა.
გარგარი.
შიდა ატამი, მოცხარი, კაკალი, ვაშლი, სუფრის
ქართლი ქლიავი, ხურტკმელი, ნუში. მსხალი, ყურძენი
ტყემალი, ჟოლო, კომში.
ბალი, მაყვალი.
გარგარი,
შინდი,
ალუბალი.
ქვემო ატამი, მოცხარი, ხურმა, კაკალი, მსხალი, სუფრის
ქართლი ქლიავი, ხურტკმელი, ბროწეული. ნუში ვაშლი, ყურძენი
ტყემალი, ჟოლო, (ორივე კომში.
ბალი, მაყვალი. გვიანმოყვავი
გარგარი, ლე).
ალუბალი.
მცხეთა ატამი, მოცხარი, კაკალი, ვაშლი, სუფრის
მთიანეთი ქლიავი, ხურტკმელი, ნუში. მსხალი, ყურძენი
ტყემალი, ჟოლო, კომში.
ბალი, მაყვალი.
ალუბალი.
სამცხე ატამი, მოცხარი, კაკალი ვაშლი, სუფრის
ჯავახეთი ქლიავი, ხურტკმელი, მსხალი, ყურძენი
ტყემალი, ჟოლო, კომში.
ბალი, მაყვალი.
ალუბალი.
იმერეთი ქლიავი, მოცხარი, ხურმა კაკალი, ვაშლი, სუფრის
ტყემალი, ხურტკმელი, თხილი. მსხალი. ყურძენი
ბალი, ჟოლო,
ალუბალი. ლურჯი მოცვი,
მაყვალი.
რაჭა- ქლიავი, მაყვალი, ხურმა კაკალი, ვაშლი, სუფრის
ლეჩხუმი ტყემალი, ჟოლო. თხილი. მსხალი, ყურძენი
ქვემო ბალი, კომში.
სვანეთი ალუბალი.

 

 

 

სამეგრელ ქლიავი, ლურჯი მოცვი, ხურმა, თხილი, მსხალი, სუფრის
ო – ზემო ტყემალი, მაყვალი, კივი, კაკალი. ვაშლი. ყურძენი
სვანეთი ალუბალი, ბალი. ჟოლო. ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი,

ლიმონი.

 

 

გურია ქლიავი, ლურჯი მოცვი, ხურმა, თხილი ვაშლი, სუფრის
ტყემალი, მაყვალი, კივი, მსხალი. ყურძენი
ბალი, ჟოლო. ფეიხოა,
ალუბალი. მანდარინი,
ფორთოხალი,
ლიმონი.
აჭარა ქლიავი, ლურჯი მოცვი, ხურმა, თხილი, ვაშლი, სუფრის
ტყემალი, მაყვალი, კივი, კაკალი. მსხალი. ყურძენი
ბალი, ჟოლო. ფეიხოა,
ალუბალი. მანდარინი,
ფორთოხალი,
ლიმონი.

დანართი №2

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით

კულტურის დასახელება

თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა

ადგილზე შეძენილ ერთ ნერგზე (ლარში)

თანადაფინანსების მაქსიმალური

ოდენობა იმპორტირებულ ერთ

ნერგზე (ლარში)

კურკოვანი კულტურები
ატამი

3.5

4.2

ქლიავი

3.5

4.2

ბალი

3.5

4.2

ალუბალი

2.8

3.36

გარგარი

3.5

4.2

ტყემალი

3.5

4.2

შინდი

3.5

4.2

ზეთის ხილი

5.6

6.72

კენკროვანი კულტურები
მოცხარი

2.10

2.52

ხურტკმელი

2.10

2.52

ჟოლო

1.05

1.26

მაყვალი

2.1

2.52

ლურჯი მოცვი

4.90

5.88

სუბტროპიკული კულტურები
ხურმა

3,5

4.2

კივი

3,5

4.2

ფეიხოა

2,8

3.36

ბროწეული

2,1

2.52

ლიმონი

2,8

3.36

ფორთოხალი

2.8

3.36

მანდარინი

2.8

3.36

თესლოვანი კულტურები
მსხალი

3.5

4.2

ვაშლი

4,2

5.04

კაკლოვანი კულტურები
თხილი

1.05

1.26

კაკალი

10.50

12.6

ნუში

4.20

5.04

ფსტა 10,5  12,6

ვენახი

სუფრის ყურძენი

1.40

1.68

დანართი №4

ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)

მრავალწლოვანი კულტურები ნერგების მინიმალური რაოდენობა – 1 ჰა ნარგაობის ტიპი სარეკომენდაციო კვების არე, მეტრი
კურკოვნები
ატამი 500 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ქლიავი 660 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ბალი 660 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ტყემალი 500 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

გარგარი 400 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3

ზეთის ხილი 500 ნახევრადინტენსიური

6 X 3, 5 X 3,

ალუბალი 350 ნახევრადინტენსიური

6,0X 4,0, 7,0 X4,0,

5,0 X4,0

შინდი 350 ნახევრადინტენსიური

6,0X4,0, 7,0X4,0

თესლოვნები
ვაშლი MM106 660 ნახევრადინტენსიური

5 X 3, 5 X 2.5

ვაშლი M9 1 660 ინტენსიური

4,0-3,6 X 1, 5 – 1,0

მსხალი 600 ნახევრადინტენსიური

5,0X3,5X3,3

საშუალო საძირე

4,0X2,0; 4,0X1,5

4,0X 1,25- ნაგალა

(სუსტი საძირე)

სუბტროპიკული
ხურმა 400 ნახევრადინტენსიური

6 X 4, 5 X 4,

ბროწეული 500 ნახევრადინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

კივი 400 ინტენსიური

4 X 4,

ფეიხოა 500 ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

 

ლიმონი

 

800

 

ინტენსიური

4,0X2,0 4,0X2,5,

4,0X 3,0

ფორთოხალი 400 ინტენსიური

6,0X4,0, 5,0X4,0,

5,0X3,0

მანდარინი 500 ინტენსიური

5,0X4,0, 5,0X3,0,

4,0X2,50, 4,0 X2,0

კაკლოვანი
კაკალი 220 ინტენსიური

8 X 5, 8 X 6, 7 X 5

თხილი 500 ინტენსიური

5 X 4, 5 X 3, 5 X 2

ნუში 400 ინტენსიური

6 X 4, 5 X 4,

ფსტა 270
კენკროვანი

 

        ინტენსიური                                3,0-2,0 x 1,0 – 1,2
მოცხარი 2100        ინტენსიური          3,0-2,0 x 1,0 – 1,2
 

მაყვალი

 

2 500

 

ინტენსიური

        3,0 x1,30 _2,5×1,30

ხურტკმელი 2100        ინტენსიური          3,0-2,0 X 1,0 – 1,2
ჟოლო 4700         ინტენსიური           3,0-2,0 X 0,5 – 0,7
ვენახი
სუფრის ყურძენი 2400

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *