საქართველოში მოპოვებული უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის მსოფლიოს უდიდეს 10 აღმოჩენას შორის დასახელდა!

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა!

„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინისნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითადბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ – დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე,ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“ – ნათქვამია გამოცემაში.

ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის – „გადაჭრილი გორას“ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმისარქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენსაერთაშორისო ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

The international scientific journal of the Archaeological Institute of America “Archaeology” named the oldest wine remains excavated in Georgia among the world’s top ten archaeological discoveries of 2017!

“ARCHAEOLOGY”: “Georgia: Chemical analyses of ceramic vessels from two Early Neolithic sites in Georgia produced the earliest known evidence of grape wine and viniculture in the Near East. The sherds of pottery tested positive for tartaric acid, the principal biomarker of grapes and wine, as well as other indicators. This suggests humans were producing wine as far back as about 6000 b.c., nearly 500 years earlier than previously thought. The domestication of the wild Eurasian grape is believed to have first occurred in this region”.

Early Neolithic archaeological site “Gadachrili Gora” located in village Imiri, Kvemo Kartli region, is being studied by the archaeologists of Georgian National Museum for decades.

With the support of Georgian Government, National Wine Agency and Georgian National Museum are carrying out an international interdisciplinary project “Study of Georgian Grapes and Wine Culture”.

წყარო: https://goo.gl/c3LAjZ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *