სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ ვანში ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები  გააცნო.

მიმდინარე სახელმწიფო პორგრამით განსაზღვრულია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფისა და რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშნელოვანი მხარდასაჭერა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფი სახელმწიფო პროგრამით გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო შენდება, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში  30% თანადაფინანსებით გადაეცემა და ამ თანხის გადახდას კოოპერატივი  8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში  გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც  საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ  7000 სკა. 

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება,  გამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა, საწარმოში ასევე მოხდება  ფიჭის დამზადება.

მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად  შესაძლებლობა მიეცემათ  თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში  გადაამუშაონ თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საწარმოს მეპაიეებს ასევე შეეძლებათ  აღნიშნულ საწარმოში გადაამუშაონ  თაფლი, საკუთარი ბრენდით ჩამოასხან და გაიტანონ ბაზარზე.

რაც შეხება  რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამას,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში  რეგისტრაცია ვებ-გვერდზე  www.acda.gov.ge   1 მარტამდეა შესაძლებელი.
სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და   წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი)  დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა  სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

თუ კოოპერატივის  ან მისი მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი  აპარატი და ყველის დასამზადებელი  აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.

მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად,  მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს, მეპაიეს ან მეპაიეებს  1000 სული  ცხვარი (ნერბი) მაინც ჰყავთ.

სახელმწიფო  პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს შეეძლებათ,  საკუთარ საწარმოში  გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად  დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

www.acda.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *