საუკეთესო სომელიეს ტიტული თამაზ თამაზაშვილმა მოიპოვა

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი„საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2018“.

კონკურსში მონაწილეობდნენ ის პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.

კონკურსს ჰყავდა მაღალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის – უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი.

20 ოქტომბერს გაიმართა ფინალისტების შესარჩევი ტური, რომლის შედეგადაც 10 სომელიედან ფინალში გადავიდა – სამი: თამაზ თამაზაშვილი, კობა აბრამიშვილი და ჯაბა ძიმისტარიშვილი.  ხოლო ფინალი გაიმართა 21 ოქტომბერს Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდა  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე – თამაზ თამაზაშვილი.

გამარჯვებულს გადაეცა  “საქართველოს საუკეთესო სომელიეს“  თასი. ასევე – სხვადასხვა ღვინის მწარმოებლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები დასაჩუქრები.

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე მომავალი წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს კონკურსში “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე – 2019”.

ავტორი: ნატო გუბელაძე

წყარო: psnews.ge

სურათზე: მარცხნივ _ ფინალისტი სომელიე კობა აბრამიშვილი, შუაში _ პირველი ქართველი ჩემპიონი სომელიე თამაზ თამაზაშვილი, მარჯვნივ _ ფინალისტი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *