შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისთვის

პროექტს საქართველოს ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. 

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობსსაკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“  შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი;

4სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *